Страницы

ჩემი სოფლის ბუნებრივი წყაროები

ლიზი აბულაძე 
მიზანი  11: ქალაქებისა და დასახლებების ინკლუზიური, უსაფრთხო და მდგრადი განვითარება.
,,ჩემი სოფლის ბუნებრივი წყაროები"
   ბუნებრივი წყაროების ნაწილს მათი მდებარეობიდან გამომდინარე (ისინი უშუალოდ დასახლებულ პუნქტში/ქალაქ ვალის ტერიტორიაზე გადმოედინებიან) ვალის მოსახლეობა  ფართოდ მოიხმარს. ქალაქ ვალეში, ბარში შეხვდებით ე.წ არჯანის წყლებს, რომელთაც ქიარს-ქუარსაც  უწოდებენ. ქიარა გადასახადს უნდა ნიშნავდეს. ის სასმელად ვარგისია, ცივი და ოდნავ მარილიანი. სოფლის ბოლოს შეხვდებით იფნის წყაროს. იფანი  ხეა, რომელიც ამ წყაროსთან ახლოს ყოფილა  დარგული. მოსახლეობა ადგილმდებარეობის მისახვედრად იხსენიებდა მას ასე „იფანთან რო წყაროაო“ წყარო მარილიანია, თუმცა მოსახლეობა მას მაინც იყენებს.
  ხანოთ წყარო - მისი მეორე სახელწოდება მზითვის. წყარო ელისაბედ გოზალიშვილის სახელობისაა. თურმე ვინმე ელისაბედი წარმოშობით რაბათიდან იყო და ვალეში გოზალიშვილების ოჯახში გათხოვილა. სახლის მშენებლობა როცა დაუწყიათ საძირკველის თხრისას წყალი გამოსულა. ელისაბედს კი აქ წყაროს გაკეთება მოუნდომების.  ამიტომ გაუყიდია თავისი მზითვები. ქუთაისში უყიდია მილები და წყარო გაუყვანია. ეს ყველაფერი კი მეცხრამეტე საუკუნეში 1899 წ მოხდა. მისგან 100 მეტრში არის წყარო ხლუპუნა. ის მიწიდან ხლუპუნით (ხმაურით) ამოდიოდა და ამიტომ  შეერქვა მას ეს სახელი. იგი  სასმელად ვარგისია. ასევე არის წითლიგვერდისა და ახორეთის  წყაროები,  რომლებიც სასმელად ვარგისია. ბინალიას წყარო - ბინალია კაცი ყოფილა, რომელიც ამ წყაროსთან ახლოს ცხოვრობდა და ადგილ მდებარეობის მისაგნებად ხალხი იძახდა ბინალიასთან რომ წყაროაო... და მის მერე დაერქვა ამ წყაროს ბინალია. მეტად საინტერესი ისტორია აქვს ორლის წყაროსაც. თურმე ერთმა ვალელმა კაცმა მეზობელ სოფლიდან ორლიდან მოიყვანა ცოლად   ქალი,  რომელსაც გრძელი და ხშირი თმა ქონდა.  გავიდა ხანი და მამა  შვილის მოსანახულებლად წასულა.  რომ  ჩამოსულა, დაუნახავს,  რომ  მის  შვილს გრძელი თმები სულ გასცვენოდა.  დასკვნა გამოუტანია, რომ ვალის წყალი არ მოუხდა  მის შვილს  და წყლის გამოყვანა დაუგეგმავს და განუხორციელებია კიდეც. ამასთან დაუწესებია კიდეც,  რომ სამი დღე ვალელები ისარგებლებდნენამ წყლით, ხოლო ორი დღე კი - ორლელები.  დღესაც ვალის მოსახლეობა ამ განრიგს მიჰყვება.                                                                                    
   მიუხედავად იმისა, რომ დღეს ჩემს რუბრიკაშინ  “ჩემი მხარის ისტორია“  ტრადიციულად ვალეში არსებული ბუნებრივი წყაროები მიმოვიხილე, არ შემიძლია არ გავცდე მის ფარგლებს და არ ავღნიშნო ის ფაქტი, რომ ჩემი მხარე, სამცხე-ჯავახეთი, ერთ-ერთი უმდიდრესია და ცნობილი ბუნებრივი და თერმული წყლების მრავალფეროვნებით საქართველოს მასშტაბით. მინდა სიამაყით ჩამოვთვალო ზოგიერთი მათგანი  და ვშიშობ რომ კიდევ ბევრი გამომრჩება: ბორჯომის წყლები, ფლატე, ხერთვისის წყალი, მლაშეს წყალი, სოფელ წინუბნის წყალი, ახალციხის გოგირდოვანი წყალი, აბასთუმნის გოგირდოვანი წყლები, წყალთბილის, ურავლის წყალი და კიდევ ვინ იცის რამდენი სამკურნალო თვისებებით გაჯერებული ცნობილი ან ნაკლებად ცნობილი წყლისა და წყაროს  „პატრონია“ ჩემი რეგიონი.

Комментариев нет:

Отправить комментарий