Страницы

წიგნიერების დღე

მიზანი 16: მშვიდობიანი და ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობა მდგრადი განვითარებისათვის, მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა ყველასათვის, ეფექტური, ანგარიშვალდებული და ინკლუზიური ინსტიტუციების მშენებლობა ყველა დონეზე.
მიზანი  17: პარტნიორობა მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად
ამბობენ, რომ წიგნები ადამიანების საუკეთესო მეგობრები არიან, სწორედ ყველაზე წიგნიერმა ადამიანებმა შეიძლება შემოიკრიბონ გვერდით საინტერესო მეგობრები. წიგნები ჩვენს გვერდით იბადებიან, ცხოვრობენ, იცრიცებიან ,ფურცლები უყვითლდებათ და ყველაზე ამამაღლებელ საიდუმლოებებს გვასწავლიან .
ცნობილი ფაქტია, რომ ,,ბავშვის კითხვის მოტივაციაზე დადებითად მოქმედებს საკუთარი არჩევანით შერჩეული წიგნების კითხვა. თუ მასწავლებელმაც ურჩია რამდენიმე კონკრეტული წიგნის წაკითხვა, მიეცით ბავშვს საშუალება, რომ თავისი წიგნებიც დაამატოს ან ჩაანაცვლოს. მკითხველისთვის ავტონომიის მინიჭება მნიშვნელოვანია.“ 
დღეს, 12 დეკემბერს წიგნიერების დღე აღინიშნა სსიპ ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალის #2 საჯარო სკოლაში . მე-7 კლასის მოსწავლეებმა, კლუბ ,,ეკო- Vision"-ის წევრებმა, ფილოლოგიის კათედრის წარმომადგენელმა ქალბატონმა ლიანა სარიშვილმა, ბიბლიოთეკარმა ქალბატონმა მზია ასპანიძემ ,ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის ორგანიზებით საინტერესო აქტივობებით დატვირთული შეხვედრა მოაწყეს .
შეხვედრის მიზანი გახლდათ კითხვის სტრატეგიების გახსენება, წიგნიერების დონის ამაღლება, გამომსახველობითი კითხვის მნიშვნელობის გაგება- გააზრება . მოსწავლეებმა ისაუბრეს თავიანთი საყვარელი წიგნების შესახებ, წაიკითხეს საინტერესო ფრაზები ქართული და მსოფლიო ლიტერატურის სხვადასხვა ნიმუშებიდან, გამოთქვეს აზრი ამა თუ იმ ავტორის სტილის თავისებურების შესახებ, დაამზადეს თემატური პლაკატები. მასწავლებლებთან და კლუბ ეკო- Vision-ის წევრებთან ერთად წაიკითხეს ნაწყვეტები საბავშვო მწერლის ნოდარ დუმბაძის მოთხრობიდან ,,მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“.
  
  
 

Комментариев нет:

Отправить комментарий