Страницы

გასვლითი აქტივობა

მიზანი 12: მდგრადი მოხმარება და წარმოება.
მიზანი 15: დედამიწის ეკოსისტემების დაცვა, აღდგენა და მდგრადი გამოყენება, ტყეების გონივრული მართვა, გაუდაბურების აღკვეთა, ნიადაგის დეგრადაციის შეჩერება და  აღდგენა-გაუმჯობესება, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება
მიზანი 16: მშვიდობიანი და ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობა მდგრადი განვითარებისათვის, მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა ყველასათვის, ეფექტური, ანგარიშვალდებული და ინკლუზიური ინსტიტუციების მშენებლობა ყველა დონეზე
ვალე პატარა, მაგრამ მყუდრო ქალაქია გამორჩეული ხალხით ტრადიციებითა და მენტალიტეტით.სწორედ ამ პატარა ქალაქის მკვიდრია ემზარ გოზალიშვილი,რომელიც უკვე რამდენიმე წელია ნარჩენებისაგან (საბურავები, ლუდის ბოთლები) საოცარ ნაკეთობებს აკეთებს და თავის ეზოს,, ემზი ლენდს" უწოდებს.ეკო კლუბის წევრი და პატარა მოხალისეები დღეს შეხვდნენ და გაესაუბრნენ მას. შეხვედრა ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი გამოდგა. ბატონმა ემზარმა მათ ნარჩენებისაგან დამზადებული ნივთების ისტორია უამბო.16 წლის წინ ,მაშინ როდესაც ქ.ვალეში სკვერიც კი არ იყო მას აზრად მოუვიდა შვილიშვილისათვის ეზო მოეწყო და გაელამაზებინა სწორედ ამ მიზნით სტუმრობდა მაღაზიებსა და ,,ვულკანიზაციებს" და იქ მყოფ ადამიანებს საბურავებსა და ბოთლებს სთხოვდა. სახლში მოტანილ ნარჩენებს კი გულმოდგინედ ამუშავებდა და მათგან ულამაზეს ნივთებს ქმნიდა.
                    
                     

მიზანი 15: დედამიწის ეკოსისტემების დაცვა, აღდგენა და მდგრადი გამოყენება, ტყეების გონივრული მართვა, გაუდაბურების აღკვეთა, ნიადაგის დეგრადაციის შეჩერება და  აღდგენა-გაუმჯობესება, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება;
მიზანი  17: პარტნიორობა მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად;
მიმდინარე წლის 23  იანვარს,   სსიპ ახალციხის მუნიციპალიტეტის ქ. ვალის მე-2 საჯარო სკოლის კლუბ ,,ეკო-vision-ის" წევრები , თავისუფალი გაკვეთილის ფარგლებში ესტუმრნენ  ჩვენს ქალაქში ადგილობრივ მებოცვრეს. მოსწავლეებმა ამომწურავი ინფომრაცია მიიღეს ბოცვრებზე  და იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოვუაროთ ბოცვრებს. მასპინძელმა საუბარში აღნშნა,რომ რომ ხშირად ადამიანებს ერთმანეთში ერევათ კურდღელი და ბოცვერი. მიუხედავად მსგავსებისა, ეს ორი ცხოველი მაინც სხვადასხვაა. განსხვავდება მათი ხასიათიც. კურდღელს არ გააჩნია კონკრეტული საცხოვრებელი ტერიტორია, უფრო მომთაბარე ცხოვრებას ეწევა.ბოცვერი პირიქით _ თხრის სოროს და წლიდან წლამდე ხვეწავს, უმატებს დამატებით სათავსებს, რომ უკეთ მოკალათდეს. დიდი სხვაობაა მათ გამრავლებაშიც, კურდღლის ბაჭიები გაცილებით დამოუკიდებელი და სიცოცხლისუნარიანები არიან, დაბადებისთანავე დამოუკიდებლად შეუძლიათ კვება. ახალდაბადებული ბოცვერი უფრო უსუსურია და მასზე დედა ბოცვერი ზრუნავს. გარდა ამისა, კურდღლები და ბოცვრები ერთმანეთში არ ჯვარდებიან. 
   
მიზანი 3: ჯანსაღი ცხოვრებისა და კეთილდღეობის უზრუნვლეყოფა ყველა ასაკის ადამიანისათვის.
მიზანი  11: ქალაქებისა და დასახლებების ინკლუზიური, უსაფრთხო და მდგრადი განვითარება.
სსიპ ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალის N2 საჯარო სკოლის კლუბ ,,ეკო-Vision"-ის წევრები წინა საახლწლოდ ადგილობრივ მკვიდრს სტურობდნენ ,რათა ენახათ თუ ,როგორ აცხობენ ახალი წლისთვის      უგემრიელს  ფურნის ქადებს. წევრებმა უყურეს ფურნის ,ანთებას, ქადების გაშლას. მათ გაიგეს თუ როდის  უნდა გამოცხვეს ქადა და დაახლოებით რა ტემპერატურაზე. ქადების გამოცხობის შემდეგ მათ ერთად დააგემოვნეს თავიანთი უგემრიელესი ქადები.

   
მიზანი 3: ჯანსაღი ცხოვრებისა და კეთილდღეობის უზრუნვლეყოფა ყველა ასაკის ადამიანისათვის.
მიზანი  17: პარტნიორობა მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად
მ/წ 04 თებერვალს ქალაქ ვალის N2 საჯარო სკოლის კლუბ ,,ეკო-Vision"-ის წევრები ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ არლის საჯარო სკოლას ეწვივნენ, ვიზიტის მიზანი სამომავლო თანამშრომლობა და გაცვლითი ღონისძიებების დაგეგმვა იყო. შეხვედრამ საინტერესო და ძალზე მეგობრულ ატმოსფეროში ჩაიარა."ეკო-vision"-ის აქტიურმა წევრებმა თანატოლებს ენერჯაიზერებით გაჯერებული პრეზენტაცია წარუდგინეს, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით.
                                       
მიზანი 15: დედამიწის ეკოსისტემების დაცვა, აღდგენა და მდგრადი გამოყენება, ტყეების გონივრული მართვა, გაუდაბურების აღკვეთა, ნიადაგის დეგრადაციის შეჩერება და  აღდგენა-გაუმჯობესება, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება
მიზანი 16: მშვიდობიანი და ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობა მდგრადი განვითარებისათვის, მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა ყველასათვის, ეფექტური, ანგარიშვალდებული და ინკლუზიური ინსტიტუციების მშენებლობა ყველა დონეზე.

მიზანი  17: პარტნიორობა მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად
ვფიქრობ ერთ-ერთი ძალიან საინტერესო პროფესიაა  მეტყევეობა სწორედ ამიტომ ,,ეკო- vision" -ის წევრებმა გადავწყვიტეთ მივსულიყავდით ჩვენს თემში მცხოვრებ მეტყევესთან და გავსაუბრებოდით მას.
  ჩვენი ვეწვიეთ სტეფანე თელიაშვილს რომელიც  88 წლის არის და იგი თვის ასაკთან შედარებით ძალიან კარგად გამოიყურება ალბათ სწორედ ეს ტყის დამსახურებაა რადგან იგი 36 წლის განმავლობაში სუნთქავდა სუფთა ჰაერს. მან სიამოვნებით მიგვიღო და არ დაიზარა ჩვენთვის მოეხრო თავის შესახებ:
-რომელ წელს დაიწყეთ მეტყევედ მუშაობა??
-1962 წლიდან 1993 წლამდე
-რომელი ტყე გებარათ?
-ინჯგოლის ტყე
-რამდენი წელი იმუშავეთ მეტყევეთ?
-მე ვიმუშავე 35 წელი და შემდეგ როდესაც წამოვედი უკვე ჩემმა შვილმა გააგრძელა მუშაობა მეტყვედ რონელმაც  15 წელი იმუშავა.
-საინტერესო იყო თუ არა მეტყევედ მუშაობა?
                                      
- კი ძალიან საინტერესო იყო მეტყვევედ მუშაობა და ამასთანავე ძალიან რთულიც რადგან  ყოველთვის ცხენით მიწევდა გადაადგილება დიდ მანძილზე, თუმცა შმდგომში სამსახურმა მაჩუქა  მოტოციკლეტი რათ უფრო ადვილი გამხდარიყო ჩემთვის მუშაობა.
-რაიმე საინტერესო ამბავი თუ გადაგხდენიათ?
- კი რათქმაუნდა ბევრი ამბავი გადამხდენია თვს მაგალითად ერთხელ როდესაც მივდიოდი მოტოციკლეტით ჩემ მეგობართან ერთად თურქებმა სროლა აგვიტეხეს , ორმა ტვიამ ჩაგვიქროლა და ძლივს გადავრჩით ცოცხლები.
  

Комментариев нет:

Отправить комментарий