Страницы

ვორქშოპი

მიზანი 12: მდგრადი მოხმარება და წარმოება.
მიზანი 16: მშვიდობიანი და ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობა მდგრადი განვითარებისათვის, მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა ყველასათვის, ეფექტური, ანგარიშვალდებული და ინკლუზიური ინსტიტუციების მშენებლობა ყველა დონეზე
მიმდინარე წლის 17 დეკემბერს სსიპ ახალციხის მუნიციპალიტეტის ქ. ვალის მე-2 საჯარო სკოლაში არსებული კლუბ ,,ეკო-vision"-ის და ხელოვნების პედაგოგის ინიციატივით ჩატარდა ვორქშოფი, სახელწოდებით ,,ახალი სიცოცხლე",რომლის მიზანი იყო ნარჩენების მდგრადი მოხმარება და წარმოება. ვორქშოფში მონაწილეობას იღებდნენ აღნიშნული სკოლის,როგორც უფროსკლასელები,ასევე დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები,რომელთა შორისაც იყო სსსმ მოსწავლე. მოსწავლეებმა გამოუსადეგარი და სხვადასხვა ნივთების ნარჩენებისგან შექმნეს ახალი ნივთები,ძირითადად,კი საახლწლო თემატიკის.
აღნიშნული ვორქშოფი საახალწლო მუსიკის ფონზე მიმდინარეობდა.
  
                            

Комментариев нет:

Отправить комментарий