Страницы

სტუმრად მეხანძრესთან

მიზანი  5: გენდერული თანასწორობის მიღწევა და ყველა ქალისა და გოგონას შესაძლებლობების გაუმჯობესება 
მიზანი 16: მშვიდობიანი და ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობა მდგრადი განვითარებისათვის, მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა ყველასათვის, ეფექტური, ანგარიშვალდებული და ინკლუზიური ინსტიტუციების მშენებლობა ყველა დონეზე.

მიზანი  17: პარტნიორობა მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად
მოგეხსენებათ, კვირის სამუშაო შეხვედრაზე დაიგეგმა შეხვედრა მეხანძრეებთან. ამიტომ სსიპ ახალციხის მუნიციპალიტეტის ქ. ვალის მე-2 საჯარო სკოლის კლუბ ,,ეკო-vision-ის" წევრები , თავისუფალი გაკვეთილის ფარგლებში,13 დეკემბერს ეწვივნენ ჩვენს ქალაქში არსებულ სახანძრო სამსახურს. მეხანძრეებმა მოსწავლეებს გააცნეს სახანძრო აღჭურვილობა, მათი დანიშნულება და გამოყენება. კლუბის წევრებმა დაუსვეს დასვეს კითხვები, რაზეც მიიღეს მათგან  ამომწურავი პასუხები. ზოგიერთმა მოსწავლემ მოირგო კიდეც ჩაფხუტი, სასუნთქი აპარატი. საუბრისას მათ აღნიშნეს, რომ საკმაოდ რთული და საპასუხისმგებლო პროფესია აქვთ. ისინი ყოველთვის მზად არიან საფრთხის შემთხვევაში დაეხმარონ ადამიანებს  და სათანადოდ იზრუნონ მათ ჯანმრთელობაზე. უყვართ თავიანთი პროფესია და არ ერიდებიან სირთულეებს. უნდა აღვნისნოთ,რომ  ყველა პროფესია არის დასაფასებელი და საპასუხისმგებლო.
  
                                                    

Комментариев нет:

Отправить комментарий