Страницы

ვალის საზაფხულო საძოვრები

მიზანი  11: ქალაქებისა და დასახლებების ინკლუზიური, უსაფრთხო და მდგრადი განვითარება
ლიზი აბულაძე
ვალის  საზაფხულო საძოვრები
   ვაგრძელებთ ჩვენი კუთხის ისტორიის შესწავლას. ამჯერად შევეხებით ვალის მიმდებარე ტერიტორიებს და მასთან ახლოს მდებარე წყაროებს, რომლებსაც გაცნობის შემდეგ თავადაც დამეთანხმებით, რომ მეტად საინტერესო ისტორიები აქვთ. გაგაცნობთ მათ.
მაშ ასე:
ბიჩანაგები -  ეს ტერიტორიაა, სადაც მოსახლეობას მხოლოდ ზაფხულში თუ შეხვდებით. ეს სახელწოდება თურქულია და ქართულად სათიბებს ნიშნავს. სწორედ ბიჩანაგების ტერიტორიაზეა სათიბები. მოგეხსენებათ ვალის მოსახლეობა მისდევს მეცხოველეობას. მათი საკვების მოსამზადებლად უწევთ მათაში წასვლა.  თიბვის პერიოდი ერთ ან ორ კვირას გრძელდება. ეს დამოკიდებულია ამინდზე.  ხალხი  (ბიჩანაგებში) ბუნებრივი წყაროებით სარგებლობენ.  ამ ტერიტორიაზეა ყველაზე კარგი და ცივი წყარო სამავაზანა.  მას ეს სახელი იმიტომ ჰქვია, რომ ამ ტერიტორიაზე სამი ავაზანი(საცავი) იდგა.  ის ყველაზე მაღალი მთის მწვერვალიდან ჩამოედინება.
 ჩახრახი ესეც ერთ-ერთი ბუნებრივი წყაროა. ჩახრახი ქართული სიტყვაა.  ამ სახელწოდების მთაც არსებობს. როგორც გადმოცემიდან ჩანს შოთა რუსთაველის მამას ჩახრახის მთაზე უამრავი ცხვარი ჰყოლია და მასზე ლექსიც კი არის დაწერილი.  
                                                                                                                                                                                      
     ,,ცხვარი ჰყავდა   ჩახრახს  მთაზე                                                                             
 შოთას  მამას  ურუცხველი,                                          
       მეტსახელად  მას დაარქვეს                                                                            
 მთის ბატონი ჩახრახელი“  
    ასე დაერქვა იქ გამომდინარე წყალს ჩახრახი. მარაღფუარას ტერიტორიზევეა  წითელი წყარო.  მას წითელი შეფერილობა აქვს, რასაც იქ არსებული წითელი ფერის ქვიშა აძლევს. აქვეა წყარო ჩუხჩუხამას მისი სახელი მისი ხმოვანებიდან გამომდინარე დაერქვა, რადგან როდესაც ის მიწიდან ამოდის ჩუხ-ჩუხის ხმა აქვს. ასევე არის დედოფლის წყარო , მას ეს სახელი თამარ მეფის საპატივცემულოდ დაარქვეს.  ერთ ერთი გადმოცემის თანახმად თურმე თამარს (თამარ მეფეს) ამ წყაროს წყალი დაულევია.
 ექსი ეილები -  ეს ტერიტორიაა, რომლის  სახელწოდება თურქულია და ქართულად ძველ ბინებს ნიშნავს. მთის ფერდობებიდან ჩამოედინება წყარო, რომელიც ამ ტერიტორიაზე გადის და ამის გამო ამ წყაროს ექსი ეილები ეწოდება. 
 ქალათაფა - მისი ქართული სახელწოდებაა თავების გროვა.  როგორც გადმოცემიდან ვიგებთ ერთხელ რუმის სულთანს თამარ მეფისთვის გაუგზავნია წერილი, სადაც თამარის ცოლობას ითხოვდა . თამარ მეფე ძალიან გაბრაზებულა და მისთვის ჭკუის სწავლება გადაუწყვეტია. მან ჯარისკაცებს გაათხრევინა დიდი ხევი. უბრძანა ზემოდან ოდნავ დაეფარათ და ზედ ერთი ორი მეომარი წამოუგორებიათ  ღვინის კასრებთან ერთად. ხევის გადაღმა კი ქართველთა ჯარი იყო დაბანაკებული. ისეთი სურათი დაიხატა,  თითქოს თამარი საქორწილოდ ხვდებაო.  როდესაც რუქნადინი და მისი მხლებლები მისკენ დაიძვრნენ ხევში ჩაცვივდნენ. თამარმა კი ქართველთა ჯარს უბრძანა ყველასათვის თავი მოეკვეთათ. იმ ადგილას თავების გროვა ეყარა,რომელიც შემდეგ პატარა ბორცვად იქცა.  სწორედ ამ ხევიდან გამოდის ბედივის წყარო.
   როდესაც ვალის მთებს გაუყვები გზა და გზა უამრავი წყარო შგხვდებათ და სწორედ ერთ-ერთი მათგანია თეთრი წყარო, რომელიც ქოთანაზე მდებარეობს. ქოთანა ტერიტორიის სახელია.  ეს სახელი მისი ქოთნისებრივი ფორმის გამო დაერქვა, ხოლო წყაროს თეთრი (გადმოცემის თანახმად) იმიტომ დაერქვა, რომ თურმე დედაკაცებს ვირები მოჰყავდათ, რომელითაც მაწონი მიჰქონდათ. ვირები წყაროში ჩაწოლინან და მთელი ქოთნები დაუტეხავთ. მაწონს კი წყალი თეთრი გაუხდია და ამიტომ ეწოდება ეს სახელი მას. ამ წყაროსგან ოდნავ მოშორებით შეხვდებით დამპალ წყაროს. მას ეს  სახელი მისივე საგემოვნო თვისებების გამო დაერქვა- ის სათავეს ჭაობიანი ადგილებიდან იღებს და გემოც შესაბამისი აქვს.
   როგორც ხედავთ, ვალის და მისი შემოგარენის ტოპონიმებს ძალზედ საინტერესო ისტორიები (ან თქმულებები) ახლავს თან, შევეცდები კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია მოვიძიო მათთან დაკავშირებით.

Комментариев нет:

Отправить комментарий