Страницы

პროექტი

მიზანი 16: მშვიდობიანი და ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობა მდგრადი განვითარებისათვის, მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა ყველასათვის, ეფექტური, ანგარიშვალდებული და ინკლუზიური ინსტიტუციების მშენებლობა ყველა დონეზე.
მიზანი  17: პარტნიორობა მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად

მიმდინარე წლის 16- 19 იანვარს ,,ეკო -Vision"-ის წევრი ეკა ხითარიშვილი მონაწილეობას იღებდა ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის ახალ პროექტში- მეწარმეობის ზამთრის სკოლაში,რომლის მიზანიც იყო ცოდნის ამაღლება და ახალი გამოცდილების მიღება სამეწარმეო საქმიანობაში.

ზამთრის სკოლის ფარგლებში ჩატარდა ტრენინგები შემდეგ თემატიკაზე:

• მეწარმეობის არსი და ფორმები;
• ბიზნეს იდეის გენერირება;
• სამეწარმეო საქმიანობის დაგეგმვა;
• ინოვაციური საქმიანობა და ტექნოლოგიები;
• სოციალური მეწარმეობა;
• ანტრეპრენერობა ბიზნეს სამყაროში;
• წარმატებული სოციალური საწარმოების წარმატების გზა;
• სამეწარმეო სამართლის ძირითადი პრინციპები;
• სტარტაპების სპეციფიკა.

პროექტის მეორე ეტაპზე, მონაწილეები თავიანთ თემში მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას გაუზიარებენ სხვა ადგილობრივ ახალგაზრდებს. ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად ჩატარდება შეხვედრები რეგიონებში სოციალური მეწარმეობისა და პროფესიული არჩევანის შესახებ.
შეხვედრის კურიკულუმი მომზადდება მონაწილეთა და სტუდენტების ჩართულობით.





















მიზანი 16: მშვიდობიანი და ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობა მდგრადი განვითარებისათვის, მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა ყველასათვის, ეფექტური, ანგარიშვალდებული და ინკლუზიური ინსტიტუციების მშენებლობა ყველა დონეზე.
მიზანი  17: პარტნიორობა მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად

უსაფრთხო სკოლა სრულფასოვანი განვითარების საფუძველია 
სამცხე-ჯავახეთის განვითარების ცენტრის ბავშვთა დაცვის მიმართულების ფარგლებში, 2020 წლის,16 იანვარსჩატარდა სამუშაო შეხვედრაძალადობისგან დაცული სკოლის პროგრამის ფარგლებში მოქმედ უსაფრთხოების კომიტეტებთანსამოქმედო გეგმების გაწერის მიზნით.შეხვედრას უძღვებოდ მოწვეული  ქალბატონი მარიამ ნარიმანიშვილი, სსიპ ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალის N 2საჯარო სკოლის უსაფრთხოების კომიტეტის წევრები  და  ეკო - vision კლუბის წარმომადგენელი ემზარ გოზალიშვილი.
ძალადობისგან დაცული სკოლის პროგრამის მიზანიაუსაფრთხო გარემოს შექმნა სკოლებში და ნებისმიერი ტიპის ძალადობის შემთხვევებზე შესაბამისი და დროული რეაგირების ხელშეწყობა. სწორედ ამ მიზნით, შედგა პირველი შეხვედრა და გაიწერა  სამოქმედო გეგმა
   

























მიზანი 15: დედამიწის ეკოსისტემების დაცვა, აღდგენა და მდგრადი გამოყენება, ტყეების გონივრული მართვა, გაუდაბურების აღკვეთა, ნიადაგის დეგრადაციის შეჩერება და  აღდგენა-გაუმჯობესება, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება
მიზანი 16: მშვიდობიანი და ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობა მდგრადი განვითარებისათვის, მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა ყველასათვის, ეფექტური, ანგარიშვალდებული და ინკლუზიური ინსტიტუციების მშენებლობა ყველა დონეზე.
მიზანი  17: პარტნიორობა მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, ანაკლიაში “მომავლის ბანაკი“ ფუნქციონირებდა, სადაც  ,3 000 მოსწავლემ დაისვენა, რომელთა შორის იყო სსიპ ქალაქ ახალციხის N2 საჯარო სკოლის  ,,ეკო-Vision"-ის  წევრი ეკა ხითარიშვილი . მასთან ერთად ბანაკში იყვნენ ქ. თბილისის #116, 145, ქ. ქუთაისის #13, #9 საჯარო სკოლის მოსწავლეები. ბავშვებს 6 დღის განმავლობაში   უტარდებოდათ ტრენინგი  სხვადასხვა თემაზე, როგორიცაა: ეკოლოგია, გარემოს დაბინძურება, პროექტების წერა, საქართველოს შეიარაღებული ჯარები, ქართველი გმირები. მათ ასევე გუნდურად წარადგინეს გარემოს დაბინძურების თემაზე მორგებული სხვადასხვა პროექტი. 
ბანაკის მიზანი იყო, სხვადასხვა სახის კულტურულ-საგანმანათლებლო და გასართობ-შემეცნებითი აქტივობების საშუალებით, საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მცხოვრები ახალგაზრდების აქტიური დასვენების უზრუნველყოფა, საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციისთვის ხელშეწყობა. 
ბანაკი შედეგიანი და  სასარგებლო გამოცდილების მომტანი გამოდგა ეკო კლუბის წევრისათვის.



Комментариев нет:

Отправить комментарий