Страницы

სასკოლო ღონისძიებები

მიზნები: შიმშილის აღმოფხვრასასურსათო უსაფრთხოებისა  და გაუმჯობესებული კვების მიღწევა და მდგრადი სოფლის მეურნეობის ხელშეწყობა; პარტნიორობა მდგარდი განვითარებისთვის
    მოსწავლეთა თვითმმართველობის ორგანიზებით  ეკოლოგიურად სუფთა (შხამქიმიკატების გამოყენების გარეშე მოყვანილი) საკვები პროდუქტის პოპულარიზაციის მიზნით, მ/წ 25 ოქტომბერს სკოლის ეზოს მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა სასოფლო სამეურნეო კულტურების გამოფენა-დეგუსტაცია. ღონისძიების თემატურად გამრავალფეროვნების მიზნით თითოეული კლასი წარმოადგენდა საქართველოს სხვადასხვა კუთხეს. ღონისძიებას სასკოლო თემის (მოსწავლეების, პედაგოგებისა და მშობლების) გარდა ესწრებოდნენ ქალაქ ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის თანამშრომლები, პარტნიორი ორგანიზაციის „ახალციხის ციხეს“ ადმინისტრაციის წევრები, ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელობა და კულტურის სახლის თანამშრომლები.
                          
აღნიშნული ღონისძიების შესახებ ინფორმაცია ასევე განთავსდა ,,ეტალონი განათლების" ვებ-გვერდზhttps://www.etaloni.ge/geo/main/index/31363
  
მიზანი 15: დედამიწის ეკოსისტემების დაცვა, აღდგენა და მდგრადი გამოყენება, ტყეების გონივრული მართვა, გაუდაბურების აღკვეთა, ნიადაგის დეგრადაციის შეჩერება და  აღდგენა-გაუმჯობესება, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება
მოგესალმებით, ამჯერად გვინდა პირველ კლასში „ ეკო-vision”-ის კლუბის წევრების ჩართულობით განხორციელებულ სოციალური პროექტზე სახელწოდებით: ,,დავრგოთ ხე" მოგითხროთ, რომლის ხანგრძლივობა ერთ კვირას მოიცავდა. ამ ხნის განმავლობაში გვქონდა უამრავი საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა მშობელთა ჩართულობით. ვფიქრობთ, საინტერესოდ და წარმატებულად გავართვით თავი აღნიშნულ პროექტს. მოსწავლეებმა შეძლებისდაგვარად გააცნობიერეს ხეების დარგვის მნიშვნელობა და მათზე ზრუნვის/მოვლის აუცილებლობა. დიდი აღმოჩნდა მშობლებისა მოსწავლეების ინტერესი პროექტის მიმართ დასკვნით ეტაპზე, როცა სკოლის ეზოში სიმბოლურად დავრგეთ სხვადასხვა ჯიშის ხე. დიდი მადლობა გვნდა გადავუხადოთ მშობლებსა და მასწავლებლებს პროექტზე მუშაობის დროს გამოჩენილი ყურადღებისა და ხელშეწყობისთვის. წარმატებას ვუსურვებ მათ სასკოლო ცხოვრებაში. გთავაზობთ პროექტზე მუშაობის დროს გადაღებულ ფოტო- მასალას.
                        
მიზანი 3: ჯანსაღი ცხოვრებისა და კეთილდღეობის უზრუნვლეყოფა ყველა ასაკის ადამიანისათვის.
მიზანი  5: გენდერული თანასწორობის მიღწევა და ყველა ქალისა და გოგონას შესაძლებლობების გაუმჯობესება 

მოგესალმებით და მოგახსენებთ, რომ „ ეკო-vision”-ის კლუბის წევრების ჩართულობით პირველ კლასში განხორციელდა პროექტი ,,ვიცხოვროთ ჯანსაღად". პროექტის ხანგრძლივობა შეადგენდა ორ კვირას. ამ ხნის განმავლობაში პატარებისთვის დაიგეგმა და განხორციელდა ბევრი საინტერესო და სახალისო აქტივობა, რომელიც მორგებული იყო პროექტის საჭიროებებზე, მიზნებსა და ამოცანებზე. მოსწავლეები მშობლებთან და კლუბის უფროსკლასელებთან ერთად აქტიურად იყვნენ ჩართულები პროექტის მიმდინარეობაში. ვფიქრობ ,რომ პროექტის მიზანი მიღწეულია. ბავშვები აგრძელებენ პროექტის ფარგლებში მიღებული ცოდნის საფუძველზე ჯანსაღ ცხოვრებას, ვუსურვებ მათ წარმატებებს. წარმოგიდგენთ პროექტის ფარგლებში გადაღებულ ფოტო-მასალას.
                                             
მიზანი 1: სიღარიბის ყველა ფორმის აღმოფხვრა
მიზანი  17: პარტნიორობა მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად

,,ვაზიარებთ სითბოს" დღეს ქ.ვალის N2 საჯარო სკოლის მე- 11 კლასის მოსწავლეებმა სკოლის დირექტორის ხელშეწყობითა და დახმარებით სკოლის შესასვლელში კარადა დადგეს,წარწერით: ,, ჩვენ ვაზიარებთ სითბოს შენ კი გააზიარე სიკეთე". აქციის მიზანია მოსწავლეებში შემოწირულობის სახით თბილი ტანსაცმლის შეგროვება და ბავშვთა სახლის აღსაზრდელებისათვის გადაცემა. ბოროტება ბოროტებით არ იკურნება. ბოროტება იკურნება სიყვარულით და კეთილი საქმეებით. ერთმანეთს გავუკეთოთ კარგი და ის სიკეთე, რასაც სხვას გავუკეთებთ, შეიძლება ღირსიც არ არის ის ამ სიკეთისა, მაგრამ ათმაგად დაგიბრუნდებათ. ასე რომ, გვიყვარდეს ღმერთი, გვიყვარდეს ადამიანი, გვიყვარდეს ერთმანეთი. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია II.
               
მიზანი 3: ჯანსაღი ცხოვრებისა და კეთილდღეობის უზრუნვლეყოფა ყველა ასაკის ადამიანისათვის.
 მიზანი 4: ინკლუზიური და თანასწორი განათლების უზრუნველყოფა და უწყვეტი სწავლის შესაძლებლობის შექმნა ყველასათვის
მიზანი 16: მშვიდობიანი და ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობა მდგრადი განვითარებისათვის, მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა ყველასათვის, ეფექტური, ანგარიშვალდებული და ინკლუზიური ინსტიტუციების მშენებლობა ყველა დონეზე.
მოგეხსენაბათ, რომ 1 დეკემბერი შიდსსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. სსიპ ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალის N2 საჯარო სკოლაში ,,ჯანსაღი ცხოვრების წესის“ პროექტ-კვირეულის ფარგლებში ეკო-Vision”- ის კლუბის წევრებმა მორიგი შეხვედრა გამართეს სკოლის უფროსკლასელებთან. წინასწარ მომზადებულ საპრეზენტაციო მასალაზე დაყრდნობით მოსწავლეებმა ისაუბრეს შიდსის სიპმტომების, მზარდი სტატისტიკის, გავრცელების შესახებ. თემატურმა ენერჯაიზერებმა შეხვედრა კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახადა. შეხვედრას ასევე ესწრებოდა სსსმ მოსწავლე. მსგავსი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელება მომავალშიც იგეგმება.
 
მიზანი 4: ინკლუზიური და თანასწორი განათლების უზრუნველყოფა და უწყვეტი სწავლის შესაძლებლობის შექმნა ყველასათვის
მიზანი 15: დედამიწის ეკოსისტემების დაცვა, აღდგენა და მდგრადი გამოყენება, ტყეების გონივრული მართვა, გაუდაბურების აღკვეთა, ნიადაგის დეგრადაციის შეჩერება და  აღდგენა-გაუმჯობესება, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება
მ/ წ 28 ნოემბერს ქალაქ ვალის N2 საჯარო სკოლაში, მოსწავლეთა თვითმმართველობის ინიციატივით, კერძოდ კი," შემოქმედთა კლუბი"-ისა და ,,ეკო-Vision"-ის წევრების  ერთობლივი ინიციატივით მოეწყო მოსწავლეების მიერ შესრულებული ნახატების გამოფენა ეკოლოგიის თემაზე,სახელწოდებით ,,დედამიწა ჩვენი სახლია", რომელშიც აქტიურად იყვნენ ჩართულები სსმ მოსწავლეები . ღონისძიება მიზნად ისახავდა მოსწავლეების ცნობიერების ამაღლებას არსებულ გლობალურ პრობლემასთან დაკავშირებით და მათი თვალით დანახულ პრობლემის მოგვარების გზების გამოხატვას.
 
მიზანი 4: ინკლუზიური და თანასწორი განათლების უზრუნველყოფა და უწყვეტი სწავლის შესაძლებლობის შექმნა ყველასათვის
მიზანი 16: მშვიდობიანი და ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობა მდგრადი განვითარებისათვის, მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა ყველასათვის, ეფექტური, ანგარიშვალდებული და ინკლუზიური ინსტიტუციების მშენებლობა ყველა დონეზე
მ/ წ 27 ნოემბერს ქალაქ ვალის N2 საჯარო სკოლაში, მოსწავლეთა თვითმმართველობის ინიციატივით, კერძოდ კი," შემოქმედთა კლუბი"-ს ლიდერის მელანო სართანიას ინიციატივითა და ძალისხმევით სკოლაში უჩვეულო და ორიგინალური ღონისძიება ჩატარდა სახელწოდებით "ალისფერი წვიმა" , ღონისძიება თავად ინიციატორმა გახსნა ულამაზესი ჩანახატით. ღონისძიებაში,ასევე მონაწილეობას იღებდნენ სკოლის ,,შემოქმედთა კლუბი"-ის წევრები და სსმ მოსწავლე. სკოლის ადმინისტრაციამ აღნიშნული ღონისძიება დადებითად შეაფასა და წარმატება უსურვა კლუბს სამომავლო საქმიანობაში. აქვე გთავაზობთ ლიდერი შემოქმედის-მელანო სართანიას ჩანახატს: "სადღაც წარსულში ჯერ არ აღმოჩენილი პლანეტა აბობოქრებულ გრძნობებს მარადისობამდე მიათრევდა. მაგრამ, როცა გრძნობებით დატვირთული დედამიწას მოუახლოვდა წაიბორძიკა და გრძნობები დედამიწაზე მიმოფანტა. სამწუხაროდ გრძნობები ვერავინ შეამჩნია და ყველასგან უარყოფილნი ოქროსფრად მოელვარე მზისქვეშ მიიმალნენ. გავიდა დრო და ცხოვრებამ იფიქრა რომ გრძნობები უკეთესს გახდიდა სამყაროს, ამიტომ გრძნობები მზის სპეტაკ სხივებს მოპარა და ადამიანებს აჩუქა. ვარდივით გაწითლებულ სიყვარულს, რომელიც საკუთარ ეკლებსაც კი ემალებოდა ცხოვრებამ უთხრა: „ სიყვარულო გულის ვარდო რაზე ფიქროდ რისთვის დარდობ? აქ რას ზიხრ მორიდებით დღე გაანათე ფიქრებით „ შემდეგ გამჭირვალე სიმართლეს, რომელიც თავის ლანდებ ქვეშ მიმალულიყო გამოუცხადა: „მთვარის სიჩუმე გაჰყვება ქარს როცა მზის სხივი გაახელს თვალს იდუმალება გაიგებს აზრს როცა სიმართლე გააღებს კარს „ ცხოვრებამ სიმართლე სარკეში ჩაახედა. სიმართლის ანუ რეალობის მიღმა კი მღელვარე ოცნებებმა დაისადგურეს. შემდეგ ცხოვრებამ დრო გამოაღვიძა და მიახვედრა თუ როგორ იკარგება გზადაგზა „ წამი წუთს მისდევს წუთები ითვლიან საათებს საათები დადიან დღეებში დღეები იქცევა თვეებად თვეებს მოჰყვება წლები წლებიც ოდესღაც საუკუნედ გარდაიქცევა“ სიმშვიდე ირგვლივ გამეფებულ ქაოსს მიღმა იმალებოდა, როცა ცხოვრებამ ხელი მოკიდა „მოფარფატე ფიქრებს შეერევა ღამე ეჰ სიჩუმის წუთებს შეედრება რამე დააწყნარე მიწა დაამშვიდე ეს ცაც დამშვიდდება ზღვებზე ანთებული ზეცაც“ როცა სიმშვიდემ სამალავი დატოვა მას ეს სიწმინდე და სინაზეც გამოჰყვა მერე თქვა კმაყოფილმა ამ ცხოვრებამ „ეს ფიქრიც გაათავისუფლოს ოცნებამ ოცნებები დააწვება ფიქრებს და ბებერ მთებს ზეცა დააბიჯებს ვარსკვლავ-ვარსკვლავად დადნება მთვარე ქარიან ფიქრებს დაათოვს ღამე თითქოს ფიქრებმაც დაკარგეს რამე“ გრძნობებს თავისუფლება ავტომატურად გამოჰყვა და მეგობრობის უბანში შურმა ბინა დატოვა ბოლოს კი ცხოვრებამ ერთგულება და სიმამაცე გაათავისუფლა. მას შემდეგ ჩუმი ფიქრებით სავსე დედამიწაზე ცხოვრება მიდის და თუ ოდესმე გაქრება იგი მაშინ იმედის სხივიც გაქრება, მაგრამ იცოდეთ გულში იმედის სხივი ყოველთვის მაინც დარჩება სწორედ აი ასე, გრძნობებმა ცხოვრებაში ბედნიერება და იმედი შემოიტანეს.
  
მიზანი 12: მდგრადი მოხმარება და წარმოება.
მიზანი  17: პარტნიორობა მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად

მ/წ 27 ნოემბერს ქალაქ ვალის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კლუბ „ეკო-vision”-ის აქტიური წევრებისა და სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარის ინიციატივითა და ხელმძღვანელობით თემის ფარგლებში მაკულატურის შეგროვებისა და ჩაბარების აქცია-აქტივობა განახორციელეს. მას შემდეგ რაც ეკო მოსწავლეებმა ჯერ სკოლის მასშტაბით მოგროვებული მაკულატურა ჩააბარეს, ქალაქ ვალის N3 არაქართულენოვან, საჯარო სკოლას ეწვივნენ დაა თანატოლებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს სკოლის ადმინისტრაციის მიერ შეგროვებული მაკულატურის ჩაბარებაში მოგვიანებით კი, დასახლების მასშტაბით, ძველი წიგნების ჩაბარების მსურველი ოჯახები მოინახულეს და სასურველი მომსახურების მიღებაში დახმარება გაუწიეს. აღნიშნული აქტივობა სკოლამ უკვე მეოთხედ განახორციელა და ჯამში 1765 კგ მაკულატურის ჩაბარება შეძლო, ამჯერად პროცესის ინიციატორები უკვე სკოლის მოსწავლეები იყვნენ, რომლებმაც პროცესს სხვა მასშტაბები მისცეს, აღსანიშნავია ის ფაქტიც , რომ აქტივობის დაგეგმვიდან განხორციელებამდე, ყველა ეტაპზე და დონეზე , მასში სკოლის სსსმ მოსწავლეებიც იყვნენ ჩართული.
 
მიზანი 15: დედამიწის ეკოსისტემების დაცვა, აღდგენა და მდგრადი გამოყენება, ტყეების გონივრული მართვა, გაუდაბურების აღკვეთა, ნიადაგის დეგრადაციის შეჩერება და  აღდგენა-გაუმჯობესება, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება
მ/წლის 12 აპრილს  —  სსიპ ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალის N2 საჯარო სკოლის ეკო-კლუბისა და სკოლის ადმინისტრაციის ერთობლივი ინიციატივით დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა თავისუფალი გაკვეთილის ფარგლებში,  დარგეს ხეები, რომელის მიზნიც  იყო  დედამიწის ეკოსისტემების დაცვა, აღდგენა და გაუდაბურების აღკვეთა.   მათ შეძლებისდაგვარად გააცნობიერეს ხეების დარგვის მნიშვნელობა და მათზე ზრუნვის/მოვლის აუცილებლობა.
მიზანი 3: ჯანსაღი ცხოვრებისა და კეთილდღეობის უზრუნვლეყოფა ყველა ასაკის ადამიანისათვის.
მიზანი  17: პარტნიორობა მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად
  #BeActive „ევროპის სპორტის კვირეულის ფარგლებში"  ,,ეკო-Vision"-ისა და  სკოლაში სპორტის მასწავლებლის, ინგა ლაზარაშვილის ინიციატივით,  სკოლის ადმინისტრაციასთან შეთანხმების საფუძველზე ,   სსიპ ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალის N2 საჯარო სკოლის VIII და IX კლასებს შორის ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციისა და ცნობიერების ამაღლების მიზნით 2019 წლის 25  სექტემბერს  ჩატარდა შიდა სასკოლო შეჯიბრი   ფეხბურთში.
  
მიზანი 3: ჯანსაღი ცხოვრებისა და კეთილდღეობის უზრუნვლეყოფა ყველა ასაკის ადამიანისათვის.
მიზანი 4: ინკლუზიური და თანასწორი განათლების უზრუნველყოფა და უწყვეტი სწავლის შესაძლებლობის შექმნა ყველასათვის
მიზანი 16: მშვიდობიანი და ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობა მდგრადი განვითარებისათვის, მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა ყველასათვის, ეფექტური, ანგარიშვალდებული და ინკლუზიური ინსტიტუციების მშენებლობა ყველა დონეზე.
მიზანი  17: პარტნიორობა მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად
  #BeActive „ევროპის სპორტის კვირეულის ფარგლებში"  ,,ეკო-Vision"-ის და სკოლაში არსებული სპორტული კლუბის ინიციატივით  სსიპ ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალის N2 საჯარო სკოლის IV და V კლასებს შორის ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციისა და ცნობიერების ამაღლების მიზნით 2019 წლის 29 სექტემბერს  ჩატარდა შიდა სასკოლო შეჯიბრება  მხიარული სტარტები, მონაწილეთა შორის იყო სსსმ მოსწავლეც.აღნიშნულ შეჯიბრში გაიმარჯვა მეგობრობამ.
   
მიზანი 4: ინკლუზიური და თანასწორი განათლების უზრუნველყოფა და უწყვეტი სწავლის შესაძლებლობის შექმნა ყველასათვის

მიზანი  5: გენდერული თანასწორობის მიღწევა და ყველა ქალისა და გოგონას შესაძლებლობების გაუმჯობესება 
 მიზანი 16: მშვიდობიანი და ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობა მდგრადი განვითარებისათვის, მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა ყველასათვის, ეფექტური, ანგარიშვალდებული და ინკლუზიური ინსტიტუციების მშენებლობა ყველა დონეზე.
10 დეკემბერს მსოფლიო ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ამ დღის აღსანიშნავად სსიპ ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალის 2 სკოლაში არსებული კლუბის ეკო -vision-ის წევრებმა და მოსწავლეთა თვითმმართველობის ფარგლებში მოქმედმა სამოქალაქო კლუბის წევრებმა დაგეგმეს შეხვედრა და მოამზადეს თემატური პრეზენტაცია.   სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრისას  მათ ისაუბრეს ადამიანის უფლებეზე, კერძოდ  კი იმის შესახებ, რომ  ყველა ადამიანი იბადება თავისუფალი და თანასწორი, მათ გააჩნიათ  თავიანთი ღირსებები და უფლებები. საქართველოში ადამიანთა უფლებების დაცვა ხორციელდება კონსტიტუციით, ასევე საერთაშორისო კონვენციებითა და დეკლარაციებით დადაგენილი სტანდარტებით, პრინციპებისა და ნორმების საფუძველზე. კლუბის წევრებმა განახორციელეს სახალისო აქტივობები, რომელმაც უფრო საინტერესო გახადა შეხვედრა. პრეზენტაციას ესწრებოდა სსსმ მოსწავლე. ვფიქრობთ, რომ ასეთი აქტივობები გაზრდის მოსწავლეებში ცნობიერების დონეს, რის შედეგედაც ეცოდინებათ  უკეთ მათი უფლებები.
 
მიზანი 15: დედამიწის ეკოსისტემების დაცვა, აღდგენა და მდგრადი გამოყენება, ტყეების გონივრული მართვა, გაუდაბურების აღკვეთა, ნიადაგის დეგრადაციის შეჩერება და  აღდგენა-გაუმჯობესება, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება
მიზანი 16: მშვიდობიანი და ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობა მდგრადი განვითარებისათვის, მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა ყველასათვის, ეფექტური, ანგარიშვალდებული და ინკლუზიური ინსტიტუციების მშენებლობა ყველა დონეზე 
მოგეხსენებათ, 5 დეკემბერს  ნიადაგის მსოფლიო დღეა, ამიტომ ამ დღის აღსანიშნავად სსიპ ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალის 2 სკოლაში არსებული კლუბის ეკო -vision-ის წევრებმა მოამზადეს პრეზენტაცია და სტატია ამ თამასთან დაკავშირებით. შემდეგ შეხვდრა მოაწყეს სკოლის მოსწავლეებთან, სადაც ვრცლად ისაუბრეს ნიადაგის სტრუქტურისა და მისი მნიშვნელობის შესახებ. ასევე ხაზი გაუსვეს პრობლემურ საკითხებსაც, რომლებიც მოქმედებენ ნიადაგის დაბინძურებაზე და დასახეს პრობლემის მოგვერების გზები. შეხვედრას ესწრებოდა სსსმ მოსწავლეც, რომელიც ჩართული იყო წევრების მიერ დაგეგმილ აქტივობებში. ვთვლით, რომ მსგავსი ღონისძიებები ხელს შეუწყობს მოზარდებში ცნობიერების ამაღლებას და ადვილად შეძლებენ პრობლემების გადაჭრის გზების ძიებას. 
  
მიზანი 4: ინკლუზიური და თანასწორი განათლების უზრუნველყოფა და უწყვეტი სწავლის შესაძლებლობის შექმნა ყველასათვის
მიზანი 15: დედამიწის ეკოსისტემების დაცვა, აღდგენა და მდგრადი გამოყენება, ტყეების გონივრული მართვა, გაუდაბურების აღკვეთა, ნიადაგის დეგრადაციის შეჩერება და  აღდგენა-გაუმჯობესება, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება

მიზანი 16: მშვიდობიანი და ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობა მდგრადი განვითარებისათვის, მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა ყველასათვის, ეფექტური, ანგარიშვალდებული და ინკლუზიური ინსტიტუციების მშენებლობა ყველა დონეზე.
  11 დეკემბერს მსოფლიო მასშტაბით აღინიშნება მთის საერთაშორისო დღე, ამიტომ  სსიპ ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალის 2  საჯარო სკოლაში მოქმედი კლუბის "ეკო -vision"-ის წევრებმა ჩაატარეს ტრენინგ-სემინარი სკოლის მოსწავლეებისთვის  და  თემატური პრეზენტაციის გზით გააცნეს ინფორმაცია აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით. ამ დღის მიზანი იყო სხვადასხვა ინსტიტუტებისა და სამოქალაქო საზოგადოების აქტიური მონაწილეობა მთის მდგრადი განვითარების ხელშეწყობისათვის. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა ის ფაქტიც, რომ ყველაზე მაღალი სოფელი ევროპაში ბოჭორნაა თუშეთში, გომეწრის ხეობაში, იგი ზღვის დონიდან 2345 მეტრზე მდებარეობს. მონაწილეებმა ისუბრეს მთის დანიშნულებისა და მისი მდგრადი განვითარების შესახებ.  შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სკოლის  სსსმ მოსწავლები, რომლებიც აქტიურად  ჩაერთვნენ ტრენინგ-სემინარის პროცესში განხორციელებულ აქტივობებში. 
 
მიზანი 3: ჯანსაღი ცხოვრებისა და კეთილდღეობის უზრუნვლეყოფა ყველა ასაკის ადამიანისათვის.
მიზანი  5: გენდერული თანასწორობის მიღწევა და ყველა ქალისა და გოგონას შესაძლებლობების გაუმჯობესება 
მიმდინარე წლის 12 დეკემბერს სსიპ ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალის N2 საჯარო  სკოლაში არსებული სპორტის კლუბის, ,,ეკო-Vision"-ისა და  სკოლაში სპორტის მასწავლებლის, ინგა ლაზარაშვილის ინიციატივით,  სკოლის ადმინისტრაციასთან შეთანხმების საფუძველზე, ჯანსაღი ცხოვრების უზრუნველყოფისა და გენდერული  თანასწორობის მიზნით, ჩატარდა შიდა სასკოლო ტური ფრენბურთში, XI და  IX კლასებს შორის,რომელთა შორის ვაჟებთან ერთად თამაშობდნენ გოგოებიც.  აღნიშნული აქტივობით მოსწავლეები ძალიან დაინტერესდნენ და გამოთქვეს სურვილი, რომ მსგავსმა შეჯიბრებბი  კიდევ უფრო მეტად  ხშირი და მაშტაბური იყოს.
   
მიზანი 16: მშვიდობიანი და ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობა მდგრადი განვითარებისათვის, მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა ყველასათვის, ეფექტური, ანგარიშვალდებული და ინკლუზიური ინსტიტუციების მშენებლობა ყველა დონეზე
     მიმდინარე წლის 4 დეკემბერს სსიპ ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალის N2 საჯარო სკოლაში არსებულ კლუბ ,,ეკო-Vision"-ის,ლიტერატურული კლუბისა და ქართული ენა - ლიტერატურის პედაგოგების ინიციატივით, თავისუფალი გაკვეთილის ფარგლებში ჩატარდა სასკოლო აქტივობა სახელწოდებით ,,ანდაზების სკივრი", რომლის მიზანიც იყო  მოსწავლეებისთვის ანდაზების უკეთ გააზრება და  ერთიანი პლაკატის გაკეთება ,სადაც თავმოყრილი იქნებოდა სხვადასხვა ანდაზა.
უნდა აღინიშნოს, რომ მიზანი მიღწეულია, მოსწავლეებმა უფრო მეტად გააცნობიერეს ანდაზების მნიშვნელობა და შექმნეს პლაკატი აღნიშნულ თემაზე.
   
მიზანი 3: ჯანსაღი ცხოვრებისა და კეთილდღეობის უზრუნვლეყოფა ყველა ასაკის ადამიანისათვის.
მიზანი 4: ინკლუზიური და თანასწორი განათლების უზრუნველყოფა და უწყვეტი სწავლის შესაძლებლობის შექმნა ყველასათვის

მიმდინარე წლის 19 დკემბერს სსიპ ახალციხის მუნიციალიტეტის ქალა ვალის N2 საჯარო სკოლის კლუბ ,,ეკო-Vision"-ის ინიციატივით  პროექტის ,,ჯანმრთელობა უპირველეს ყოვლისა" ფარგლებში ამავე სკოლის მოსწავლეებში,რომელთა შორისაც იყო სსსმ მოსწავლე, ცნობიერების ამაღლების მიზნით ჩაატარდა ტრენინგ/სემინარი თემაზე ,,აცრა და  მისი მნიშვნელობა",რომელსაც აღნიშნული კლუბის წევრები უძღვებოდნენ. მათ ისაუბრეს  აცრების მნიშვნელობაზე,  მოიყვანეს სტატისტიკური მონაცემები, სადაც ნათლად ჩანდა  აცრის შედეგად დაავადებულ ადამიანთა რაოდენობის შემცირება, ასევე ვრცლად ისაუბრეს იმ აცრების შესახებ, რომელიც მოზარდებს აუცილებლად უნდა ჩაუტარდეთ. მათ ჩაატარეს სხვადასხვა აქტივობები,რომელშიც მოსწავლეები ხალისით ჩაერთვნენ. 
უნდა აღინიშნოს,რომ აღნიშნული შეხვედრით  მომხსენებლებმა მიზანს მიაღწიეს,რაც ბოლოს  მსმენელების მიერ ტრენინგ/სემინარის   შეფასებებმა აჩვენა.

მიზანი 3: ჯანსაღი ცხოვრებისა და კეთილდღეობის უზრუნვლეყოფა ყველა ასაკის ადამიანისათვის.
მიზანი 4: ინკლუზიური და თანასწორი განათლების უზრუნველყოფა და უწყვეტი სწავლის შესაძლებლობის შექმნა ყველასათვის

მიმდინარე წლის 19 დკემბერს სსიპ ახალციხის მუნიციალიტეტის ქალა ვალის N2 საჯარო სკოლის კლუბ ,,ეკო-Vision"-ის ინიციატივით  პროექტის ,,ჯანმრთელობა უპირველეს ყოვლისა" ფარგლებში ამავე სკოლის მოსწავლეებში,რომელთა შორისაც იყო სსსმ მოსწავლე, ცნობიერების ამაღლების მიზნით ჩაატარდა ტრენინგ/სემინარი თემაზე ეპიდემიაზე,რომელსაც აღნიშნული კლუბის წევრები უძღვებოდნენ. მათ ისაუბრეს  ქოლერასა და წიტელას შესახებ.     მათ ჩაატარეს სხვადასხვა აქტივობები,რომელშიც მოსწავლეები ხალისით ჩაერთვნენ. 
უნდა აღინიშნოს,რომ აღნიშნული შეხვედრით  მომხსენებლებმა მიზანს მიაღწიეს,რაც ბოლოს  მსმენელების მიერ ტრენინგ/სემინარის   შეფასებებმა აჩვენა.
  
მიზანი 4: ინკლუზიური და თანასწორი განათლების უზრუნველყოფა და უწყვეტი სწავლის შესაძლებლობის შექმნა ყველასათვის
მიზანი  17: პარტნიორობა მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად
20 დეკემბერს ქ.ვალის საბავშვო ბაღისა და სსიპ ქალაქ ვალის N2 საჯარო სკოლის თანამშრომლობის საფუზველზე , საბავშო ბაღის აღსაზრდელებს უმასპინძლეს სსიპ ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალის N2 საჯარო სკოლამ. აღნიშნული აქტივობა განხორციელდა   ამავე სკოლაში არსებული კლუბ ,, ეკო-Vision"ისა და ესთეტიკური კათედრის წევრების ინიციატივით. 
აქტივობის მიზანს წარმოადგენდა აღსაზრდელებისთვის სასკოლო გარემოს დათვალიერება, გამომდინარე იქიდან,რომ   სკოლაში ვიზიტი უფრო საინტერესო და დასამახსოვრებელი ყოფილიყო მე-6 კლასმა მათ შესთავაზა ,,სამი გოჭის ამბავი".  აღსაზრდელებმა ბედნიერებმა და გახარებულებმა დატოვეს სკოლა და გამოხატეს სურვილი კიდევ განეხორციელებინათ ვიზიტი სკოლაში.
 
მიზანი 4: ინკლუზიური და თანასწორი განათლების უზრუნველყოფა და უწყვეტი სწავლის შესაძლებლობის შექმნა ყველასათვის
მიმდინარე წლის 27 დეკემბერს სსიპ ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა თვითმმართველობისა და სკოლაში არსებული კლუბების ინიციატივით, საახალწლო განწყობის შექმნის მიზნით, ჩატარდა  ღონისძიება,რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ  ამავე სკოლის საბაზო საფეხურის მოსწავლეები,რომლლებიც სხვადასხვა პერსონაჟების ფორმებში იყვნენ გამოწყობილები.ღონისძიება მეტად საინტერესოდ წარიმართა.
უნდა აღინიშნოს ის ფაქტი,რომ ფორმებში გამოწყობილებმა სკოლაში, კიდევ უფრო მეტად შექმნეს საახალწლო განწყობა. 
#ბედნიერი2020!
                 
მიზანი 4: ინკლუზიური და თანასწორი განათლების უზრუნველყოფა და უწყვეტი სწავლის შესაძლებლობის შექმნა ყველასათვის;
მიმდინარე წლის 25 დეკემბერს სსიპ ახალციხი მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის,  ,,ეკო-Vision"-ის და სკოლის ადმინისტრაციის  ინიციატივით ჩატარდა საახალწლო ღონისძიება. აღნიშნული სკოლის მე-3 კლასმა ცეკვა-სიმღერის და  ლექსების საშუალებით საზეიმოდ გააცილა 2019 წელი,იქ დამსწრე საზოგადოებას კი მიულოცა 2020 წელი და უსურვა სიხარული, სიყვარული და ბედნიერება.
სკოლაში საახალწლო განწყობაზე ყველა ერთად ზრუნავს. 
#ბედნიერი2020!
                        
მიზანი 4: ინკლუზიური და თანასწორი განათლების უზრუნველყოფა და უწყვეტი სწავლის შესაძლებლობის შექმნა ყველასათვის
მიმდინარე წლის 25 დეკემბერს სსიპ ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალის N2 საჯარო სკოლაში  მოსწავლეთა თვითმმართველობის, კლუბ ეკო-Vision"-ისა და დირექციის ინიციატივით აღნიშნულ სკოლაში საახლაწლო განწყობის შესაქმნელად ჩატარდა საახალწლო ღონისძიება ,რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ აღნიშნული სკოლის პირველი კლასის მოსწავლეები. მათ მაყურებელს შესთავაზეს ცეკვები, ლექსები და სიმღერები საახალწლო თემატიკაზე , მიულოცეს დამდეგი 2020 წელი და გაახალისეს მაყურებელი.  
   
მიზანი 4: ინკლუზიური და თანასწორი განათლების უზრუნველყოფა და უწყვეტი სწავლის შესაძლებლობის შექმნა ყველასათვის
მიმდინარე წლის 26 დეკემბერს სსიპ ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა თვითმმართველობისა და სკოლაში არსებული კლუბების ინიციატივით, საახალწლო განწყობის შექმნის მიზნით, ჩატარდა  ღონისძიება,რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ  ამავე სკოლის საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები,რომელთა შორის იყო სსსმ მოსწავლე. მათ გააცილეს 2019 წელი და დამსწრე საზოგადოებას მიულოცეს დამდეგი 2020 წელი. 
აღნიშნულ ღონისძიებაზე სკოლის დირექტორმა ქალბატონმა გვანცა გოგოლაძემ შეაჯამა 2019 წელი,რომელიც მეტად საინტერესო და წარმატებული იყო სკოლისთვის და სკოლის საზოგადოებას  და იქ დამსწრეებს მიულოცა დამდეგი 2020 წელი. 
უნდა აღინიშნოს ის ფაქტი,რომ მათ თავიანთი ღონისძიებით ,სკოლაში, კიდევ უფრო მეტად შექმნეს საახალწლო განწყობა. 
#ბედნიერი2020!
  
მიზანი 16: მშვიდობიანი და ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობა მდგრადი განვითარებისათვის, მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა ყველასათვის, ეფექტური, ანგარიშვალდებული და ინკლუზიური ინსტიტუციების მშენებლობა ყველა დონეზე
მიმდინარე წლის 15 იანვარს სსიპ ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალის N2 საჯარო სკოლის  კლუბ ,,ეკო- Vision"ის წვრებმა სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით, რომელიც პირველად 2012 წლის 14 იანვარს აღნიშნეს ჩაატარეს საინფორმაციო შეხვედრა მე-8 კლასში , რომელიც მიზანდ ისახავდა მოსწავლეებში ამ დღესთან დაკავშირებით მეტი ინფორმაციის მიწოდებას. 
აღნიშნული შეხვედრა პირველმა ამავე კლუბის ლიდერმა  ქალბატონმა ირმა ხითარიშვილმა გახსნა, რომელმაც მოსწავლეებს მიულოცა სახელმწიფო დროშის დღე  და აღნიშნა, რომ დროშა ეს სახელმწიფოა, სახელმწიფო კი ჩვენ ვართ. 
  
მიზანი 16: მშვიდობიანი და ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობა მდგრადი განვითარებისათვის, მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა ყველასათვის, ეფექტური, ანგარიშვალდებული და ინკლუზიური ინსტიტუციების მშენებლობა ყველა დონეზე.
ქართული თეატრი 14 იანვარს, ,,ქართული თეატრის" დღეს ზეიმობს. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით სსიპ ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალის N2 საჯარო სკოლის კლუბ ,, ეკო-Vision"-ის წევრებმა,, რომლებიც აქტიურად თანამშრომლობენ სკოლაში მოქმედ თეატრალურ დასთან(რომელსაც ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ქალბატონი ნანა გოზალიშვილი ხელმძღვანელობს და რომელმაც არაერთი წარმატებული გამოსვლით დაამახსოვრა თავი მაყურებელს) სკოლაში სწავლის განახლებისთანავე, 16 იანვარს ამავე სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. შეხვედრაზე გაიმართა პრეზენტაცია თემაზე: ,,ქართული თეატრი დღეს და გუშინ" . შეხვედრა მეტად საინტერესოდ წარიმართა. პრეზენტაციის დასრულებისას შეხვედრის მონაწილეებმა არაერთი ემოციური მოსაზრება გამოთქვეს ქართული თეატრის შესახებ და იმ სპექტაკლის სავარაუდო თემატიკაზე და ჟანრზე შეთანხმდნენ, რომელსაც გაზაფხულზე დაგეგმილ თეატრალურ ფესტივალზე წარმოადგენს სკოლა. აღნიშნულ შეხვედრას ასევე ესწრებოდა კლუბის ლიდერი ქალბატონი ირმა ხითარიშილი.

მიზანი 4: ინკლუზიური და თანასწორი განათლების უზრუნველყოფა და უწყვეტი სწავლის შესაძლებლობის შექმნა ყველასათვის

24 იანვარი განათლების საერთაშორისო დღეა!
მიმდინარე წლის 24 იანვარს სსიპ ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალის N2 საჯარო სკოლის კლუბ ,,ეკო-Vision"-ის წევრებმა განათლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლების მიზნით გააკეთეს პრეზენტაცია, რომელსაც სკოლის დაწყებითი კლასის საფეხურის მოსწავლეები ესწრებოდნენ. შეხვედრა თავდაპირველად ამავე სკოლის დირექტორმა ქალბატონმა გვანცა გოგოლაძემ გახსნა,მან აღნიშნა,რომ განათლება არის ადამიანის ფუნდამენტური უფლება, საზოგადოებრივი სიკეთე და პასუხისმგებლობა.

2018 წელს გაეროს გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით, 24 იანვარი განათლების საერთაშორისო დღედ გამოცხადდა, როგორც გლობალური მშვიდობისა და მდგრადი განვითარების მთავარი საფუძველი.
    
Комментариев нет:

Отправить комментарий