Страницы

ხალხური მედიცინა

ლიკა გიორგაძე-VIII  კლასი
მიზანი 3: ჯანსაღი ცხოვრებისა და კეთილდღეობის უზრუნვლეყოფა ყველა ასაკის ადამიანისათვის.
ხალხური მედიცინით მკურნალობის შემორჩენილი მეთოდები 
      ჩვენს სოფელში არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც, დღესაც, ადამიანების განკურნებას ხალხური მედიცინის საშუალებებით ახერხებენ. ვფიქრობთ, მათ მიერ შემონახული ძველი სამკურნალო საშუალებები დავიწყებას არ უნდა მიეცეს, რადგან მათი მომზადება ძალიან მარტივია, ამასთან ეფექტური და დიდ ხარჯებთანაც არ არის დაკავშირებული. ამიტომ მათთან გასაუბრება, მონათხრობის ჩაწერა და ამ ჩანაწერების შენახვა და გავრცელება ჩვენი ვალია.
     ჩვენი რესპოდენტი ამჯერად ქალბატონი ლამარა დემეტრაძეა, რომელიც  გვაძლევს ინფორმაციას როგორ ვიმკურნალოთ ფილტვებზე და ნაოჭებზე. იგი თვლის, რომ ფილტვების სამკურნალოდ საჭიროა ალოეს წვენი, 3 ცალი კვერცხის გული, 2 სადილის კოვზი კაკაო, 1 ჭიქა ნატურალური თაფლი, ვანილი გემოვნებით, 10 გრამი სპირტი, არეული ერთმანეთში და დილით უნდა დავლიოთ უზმოზე. ასევე გვიამბობს რომ, ასაკობრივი ნაოჭების მოსაცილებლად  საჭიროა გავჭრათ ლიმონი, დავასხათ 1 ჭიქა არაყი და გავაჩეროთ 10 დღე. 10 დღის შემდეგ  გავწუროთ, დავამატოთ 100 გრამი არაჟანი  ან 1 კვერცხის გული და  წავისათ   სახეზე    ყოველ   დღე.
       ნაზი ოქრომელიძის გადმოცემით კი ხველების დროს  ჩვენი ბრძენი წინაპარი 5 კბილ ნიორს წვრილად ჭრიდა და   ჩაის ჭიქა რძეში ხარშავდა, მომზადებულ ნახარშს კი  ნელ-ნელა მთელი დღის განმავლობაში სვამდა ან ნახევარ ლიტრა რძეში  10 ცალ წვრილად დაჭრილ ხახვსა და 1 თავ ნიორს  ხარშავდა,  ამატებდა პიტნის წვენსა და თაფლს და უზმოზე  1 სუფრის კოვზს ღებულობდა. ქალბატონი ნაზი დღესაც თვლის, რომ ეს უებარი საშუალებებია ხველების სამკურნალოდ და აქტიუადაც იყენებს მათ.
       ასევე ქალბატონი ნაზის მიერ მოწოდებული ინფორმაციით  ანგინას კურნავენ ნაძვის გირჩით, რომელსაც აქუცმაცებენ. 1 ნაწილს  ასხავენ  5 წილ წყალს და მიჰყავთ  ადუღებამდე,  შემდეგ   წურავენ  და ივლებენ  ყელში 5-6 ჯერ.                                                   
       და ბოლოს, რაც არ უნდა დიდი მიღწევები ჰქონდეს მედიცინას ან, რაც არ უნდა სრულყოფილი გახდეს სამკურნალო საშუალებები, ხალხური მედიცინა მნიშვნელობას არ დაკარგავს, რადგან ადამიანი როგორც ბუნების ნაწილი, ბუნებისავე შექმნილ ფლორასთან უფრო ახლოსაა, ვიდრე ქიმიურად გადამუშავებულ ნივთიერებებთან. ცხადია, ფარმაცევტულ პრეპარატებს თავიანთი შეუცვლელი ფუნქცია აქვთ, მაგრამ არსებობს არაერთი პრობლემა, რომლებსაც საუკუნეებით ნაცადი ხალხური საშუალებები გაცილებით იოლად აგვარებს.
     21-ე საუკუნეში მედიცინა  მართლაც ძალიან მაღალ საფეხურზე ავიდა, თუმცა ხშირად ადამიანს სულ, უბრალო წინაპრების მიერ გამოცდილი და ოჯახურ ტრადიციად ქცეული რეცეპტით დამზადებული წამალი ექცევა ხოლმე შვებად. დრომ გვაჩვენა, რომ როგორც არ უნდა განვითარდეს ტექნოლოგია და რა სამკურნალო პრეპარატებიც არ უნდა გაჩნდეს აფთიაქის თაროზე, არსებობს მარადიული ღირებულებების მქონე ხალხური საშუალებები, რომელთა წყალობით არაერთი სნეული განკურნებულა.
                                           
ხალხური   მედიცინის ისტორია 
     მედიცინა - მეცნიერებისა და პრაქტიკული საქმიანობის დარგია, რომელიც მიმართულია ადამიანთა ჯანმრთელობის დაცვის, დაავადების თავიდან აცილებისა და მკურნალობის, სიცოცხლის გახანგრძლივობისკენ.  საუკუნეების განმავლობაში ადამიანთა გამოცდილებით დაგროვდა ბევრი სამკურნალო საშუალებები და მეთოდები, რომლებიც კარგადაა შემონახული და ცნობილია  ხალხური მედიცინის სახით.  მოგვიანებით მედიცინის მნიშვნელოვანი ნაწილი გახდა.
     ქართულ ხალხურ მედიცინას უდიდესი დროიდან ჩაეყარა საფუძველი.  ქართველ ერს ხალხური   მედიცინის უდიდესი   კულტურა და ტრადიციები გააჩნია.
    ჩვენს ქვეყანაში ხალხური მედიცინის მიმართულება ყოველთვის ეპოქის მოთხოვნილებათა დონეზე იყო განვითარებული. დღეს, საქართველოში მრავალფეროვან სამედიცინო მცენარეებს იყენებენ. ანტიკური ხანის ქართულმა მედიცინამ წარუშლელი კვალი დატოვა მსოფლიო ისტორიაში. მარტო ის ფაქტი რად ღირს რომ, რომ სიტყვა მედიცინა დაკავშირებულია კოლხეთის  ლეგენდარული მეფის აიეტის ქალიშვილის, მედეას სახელთან, რომელიც თავისი დროის სახელგანთქმულ მკურნალად ითვლებოდა. ინფორმაციას, საქართველოში სამკურნალო მცენარეების აქტიურ გამოყენებაზე, ვხვდებით ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში მოღვაწე აპოლონიოს როდოსელის  ,,არგონავტიკაში “.  ცნობილია რომ კოლხეთის დაბლობზე  გაშენებული იყო ,,ჰეკატეს ბაღი“, სადაც ორმოცზე მეტი სამკურნალო მცენარე მოჰყავდათ. უძველესი სამკურნალო მცენარეები, რომლებიც დღესაც ფართოდ გამოიყენება მედიცინაში არის ასკილი, დიდგულა, ვირისტერფა, მრავალძარღვა, ანწლი, აჭარის ყოჩივარდა, ბარამბო და მრავალი სხვა.
ზემოთ აღნიშნული მცენარეები მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმასთან შედარებით, რაზეც ინფორმაცია ქართულ ხალხურ მედიცინას გააჩნია. ამ მცენარეებმა გაუძლეს საუკუნეებს, მოაღწიეს დღემდე და ჩვენ ვალდებულები ვართ გავუფრთხილდეთ მათ, რადგან ზოგიერთი მათგანი გადაშენების პირასაა  ხალხური მედიცინა — ხალხის მიერ    დაგროვებული ემპირიული ცოდნა სამკურნალო საშუალებების, სამკურნალო მცენარეების, ჰიგიენური ჩვევების, დაავადების მკურნალობისა და პროფილაქტიკის შესახებ თაობიდან თაობას ზედაპირად გადაეცემოდა და ასახვა ჰპოვა ხალხის ზნე-ჩვეულებებში, თქმულებებში, სხვადასხვა სახის საექიმო წიგნებსა და კარაბადინებში. საქართველოში ჯერ კიდევ ძვ. წ. II ათასწლეულში სცოდნიათ სამკურნალო მცენარეებისა და მინერალური წყლების სამკურნალოდ გამოყენება, საკეისრო გაკვეთა, ტრეპანაცია, სისხლის გადასხმა, შხამსაწინააღმდეგო საშუალებების დამზადება და სხვ. ხალხური მედიცინის მრავალი მეთოდი თუ საშუალება შემდგომ მეცნიერულ მედიცინაში გადავიდა და, პირიქით მეცნიერული მედიცინა, თავის მხრივ, გარკვეულ გავლენას ახდენდა ხალხურ მედიცინაზე. თბილისში მრავალი გამოჩენილი სახალხო მკურნალი და დასტაქარი მოღვაწეობდა და დღესაც მოღვაწეობს (თურმანიძეთა საგვარელო, ძმები იაგუაშვილები, ციციშვილები, იაშვილები, ზაქარია ლომიძე, ვ. ასკურავა და მრავალი სხვა).
   ვფიქრობ, ხალხური მედიცინის ისტორიის ცოდნა აუცილებელია, რადგან ჩვენი წინაპრები   ახერხებდნენ   ბევრი ადამიანის   განკურნებას.

ლიკა გიორგაძე -XI  კლასი
მიზანი 3: ჯანსაღი ცხოვრებისა და კეთილდღეობის უზრუნვლეყოფა ყველა ასაკის ადამიანისათვის.
  
 
                               

Комментариев нет:

Отправить комментарий