Страницы

დასუფთავების აქცია

მე-15 მიზანი: დედამიწის ეკოსისტემების დაცვა,აღდგენა და მდგრადი გამოყენება,ტყეების გონივრული მართვა, გაუდაბურების აღკვეთა,ნიადაგის დეგრადაციის შეჩერება და აღდგენა გაუმჯობესება, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება.
სსიპ ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალის N2 საჯარო სკოლაში 8 ოქტომბერს გაკვეთილების შემდეგ, ეკო-კლუბის წევრების ინიციატივით და დირექციის მხარდაჭერით განხორციელდა დასუფთავების აქცია, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებმა დაასუფთავეს სკოლის ეზო.მოსწავლეები მთელი ენთუზიაზმით ჩაერთვნენ აღნიშნულ აქციაში. გადავწყვიტეთ მსგავსი აქცია მოვაწყოთ სხვა ტერიტორიაზეც , რითიც მცირედ, მაგრამ ჩვენს მოკრძალებულ წვლილს შევიტანთ გარემოს დასუფთავებაში.
                                   

მიზანი 15: დედამიწის ეკოსისტემების დაცვა, აღდგენა და მდგრადი გამოყენება, ტყეების გონივრული მართვა, გაუდაბურების აღკვეთა, ნიადაგის დეგრადაციის შეჩერება და  აღდგენა-გაუმჯობესება, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება

#ჩვენვასუფთავებთგარემოს

სსიპ ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალის N2 საჯარო სკოლის კლუბ "ეკო-vision"-ის წევრების მორიგი დასუფთავების აქციის იდეა სპონტანურად ახალციხე- ადიგენის დამაკავშირებელ გზაზე გადაადგილებისას დაიბადა. პოლიეთილენის ბოთლებისა და თუნუქის ქილების (ძირითადად ალკოჰოლური სასმელების) სიმრავლე გზისპირა გაზონზე შეუმჩნეველი არ დარჩენიათ პატარა "ეკო მოქალაქეებს" , შესაბამისად მათ არც ძალისხმევა დაიშურეს გზისპირი, რომ მოეწესრიგებინათ და ნაგავი უახლოეს ურნამდე მიეტანათ.

 

Комментариев нет:

Отправить комментарий