Страницы

ტრენინგ-სემინარი

16 ნოემბერს მსოფლიო ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს დღე 1995 წლიდან UNESCO-ს ინიციატივით აღინიშნება და მისი მიზანი არატოლერანტობისა და დისკრიმინაციის საფრთხეებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა.
ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მ/წ 15 ნოემბერს  სსიპ ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალის N2 საჯარო სკოლის ,,ეკო-vision"-ის წევრებმა,ამავე სკოლის IV-V კლასის მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლების მიზნით ჩაატრეს ტრენინგ-სემინარი თემაზე: ,,ტოლერანტობა და თანასწორობა". აღნიშნულ ტრენინგ - სემინარს ასევე ესწრებოდა სსსმ მოსწავლე,რომელიც აქტიურად იყო ჩართული სხვადასხვა  აქტივობაში.
  
  
 
 
მიზანი 16: მშვიდობიანი და ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობა მდგრადი განვითარებისათვის, მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა ყველასათვის, ეფექტური, ანგარიშვალდებული და ინკლუზიური ინსტიტუციების მშენებლობა ყველა დონეზე.
მიზანი  17: პარტნიორობა მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად

 სამცხე-ჯავახეთის განვითარების ცენტრის ბავშვთა დაცვის მიმართულების წარმომადგენელი მარიამ ნარიმანიშვილი ესწრებიდა შეხვედრას,რომელიც ქალაქ ვალის #2 საჯარო სკოლაში. ძალადობისგან დაცული სკოლის პროგრამის ფარგლებში მოქმედ უსაფრთხოების კომიტეტის მიერ,ვალის N2 საჯარო სკოლის საბაზო საშუალო კლასების მოსწავლეთა მშობლებთან ინფორმირების მიზნით
აღნიშნულ პროგრამაში ჩართული არიან ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ურავლის, ქ. ვალის N2 და ადიგენის მუნიციპალიტეტის, სოფელ ბოლაჯურის საჯარო სკოლები.
✅შეხვედრას უძღვებოდნენ უსაფრთხო კომიტეტისთავმჯდომარე ქ. ფიქრია ჩხიტუნიძე და საბაზო საფეხურის მშობელი ელიზა გოზალიშვილი .

ℹ️ძალადობისგან დაცული სკოლის პროგრამის მიზანია, უსაფრთხო გარემოს შექმნა სკოლებში და ნებისმიერი ტიპის ძალადობის შემთხვევებზე შესაბამისი და დროული რეაგირების ხელშეწყობა. აღნიშნულ პროექტში ჩართულნი არიან კლუბ სსიპ ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალის N2 საჯარო სკოლის კლუბ ,,ეკო-Vision" ის წევრები მე-11 კლასის მოსწავლეები ეკა ხითარიშვილი და ემზარ გოზალიშვილი. რომლებიც აღნიშნული ტიპის შეხვედრას მოსწავლეებთან 3-7 თებერვალს გეგმავენ.

Комментариев нет:

Отправить комментарий