Страницы

ჯანსაღი ცხოვრების წესი

მიზანი 3: ჯანსაღი ცხოვრებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა ყველა ასაკის ადამიანისთვის
     ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციისა და ცნობიერების ამაღლების მიზნით 2019 წლის 11 ოქტომბერს სსიპ ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალის N2 საჯარო სკოლაში ,სკოლის თვითმმართველობის ორგანიზებით ჩატარდა შიდა სასკოლო შეჯიბრება  მხიარული სტარტები სახელწოდებით ,,ვირბინოთ და ვითამაშოთ ერთად“, სპორტულ აქტივობაში ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ ამავე სკოლის  VI  და VII კლასის მოსწავლეები, სადაც გაიმარჯვა მეგობრობამ.
       
  
                      
                    
მიზანი 3: ჯანსაღი ცხოვრების და კეთილდღეობის უზრუნველყოფა ყველა ასაკის ადამიანისთვის.
2019 წლის 26 ოქტომბერს სსიპ ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალის N2 საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეებმა ეკო-კლუბის წევრებთან ერთად ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებისა და ცნობიერების ამაღლების მიზნით ლაშქრობა მოაწყეს რეგიონის ერთ-ერთ ყველაზე რთულად დასალაშქრ ისტორიულ ძეგლზე ,,ოქროს ციხეზე“. სადაც მათ ფეხით ექვსი კილომეტრი გაიარეს და კიდევ ერთხელ გაიაზრეს რომ ფეხით სიარული ჯანსაღი ცხოვრების ერთ-ერთი აუცილებელი და მნიშვნელოვანი პირობაა.
                      
                                

მიზანი 3 : ჯანსაღი ცხოვრების და კეთილდღეობის უზრუნველყოფა ყველა ასაკის ადამიანისთვის
გერმანელმა მეცნიერებმა მასშტაბური გამოკვლევების შემდეგ შეადგინეს სქემები, რომლის მიხედვით წვენები გამოიყენება ამა თუ იმ დაავადების სამკურნალოდ. მაგალითად პომიდვრის წვენი არის ნაღველმდენი, ანთებსაწინააღმდეგო, ანტიმიკრობული, ამცირებს სიმსივნეების წარმოქმნის რისკს, ტონუსს მატებს სისხლძარღვებს. ფორთოხლის წვენი ორგანიზმს მატებს ენერგიას, ხსნის დაღლილობას, იცავს ვირუსებისგან, ამაგრებს სისხლძარღვებსა და იმუნიტეტს. ყურძნის წვენი კი სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალოდ, (მაგრამ დიაბეტით დაავადებულებს ეკრძალებათ.) ზოგადად კი წვენებით მკურნალობისას ორგანიზმი მდიდრდება სასარგებლო მიკროელემენტებითა და ვიტამინებით. ფიტონციდები, რომელსაც შეიცავს წვენები, ებრძვის ვირუსებს, პარაზიტებს, ასე რომ, სასარგებლო ვიტამინებთან ერთად იღებთ ანტიბიოტიკებს. მაგალითად, ფოლიუმის მჟავას, ბიოტინს, კალიუმს, კალციუმს, ფოსფორს, რკინას, მაგნიუმსა და თუთიას. სსიპ ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალის N2 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეებმა გასულ სასწავლო წელს “პროფესიული უნარების განვითარების პროგრამის“ ფარგლებში სკოლისათვის გადმოცემული ინვენტარის გამოყენებით სცადეს სკოლის საცდელ ნაკვეთში მოკრეფილი სხვადასხვა ჯიშის ვაშლის წვენის დამზადება, წარმადობის გამოთვლა და დაგემოვნება, ამავე აქტივობის ფარგლებშიც წინასწარ მოძიებული ლიტერატურაზე დაყრდნობით გაიგეს ასევე რომ: თითქმის ყველა ხილის წვენი ერთმანეთს კარგად ერწყმის, მაგრამ კურკიანი ხილი (ალუბალი, ბალი, ქლიავი) - ვერ იტანს სხვა ხილს. სამაგიეროდ, თურმე ერთმანეთს კარგად ერევა სტაფილო და ვაშლი, მსხალი და ბოლოკი, სტაფილო, ჭარხალი, ნიახური. კლუბის წევრებმა გარკვეული რეკომენდაციებიც მოუმზადეს ნატურალური წვენების მოყვარულთათვის. გახსოვდეთ! - წვენებით მკურნალობის დაწყებამდე მოეთათბირეთ ექიმს. გასტრიტის, წყლულის, მაღალი მჟავიანობისა და კუჭ-ნაწლავის სხვა დაავადებების, პანკრეატიტის დროს - წვენები არარეკომენდებულია. - დასაწყისში ორგანიზმის შესაჩვევად წვენები გააზავეთ წყლით. - წვენები დალიეთ მომზადებიდან 5-15 წუთში, რათა მათი სამკურნალო ეფექტი არ დაქვეითდეს.
მიზანი 3: ჯანსაღი ცხოვრებისა და კეთილდღეობის უზრუნვლეყოფა ყველა ასაკის ადამიანისათვის.
მიზანი  17: პარტნიორობა მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად
სსიპ ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ არლის საჯარო სკოლაში, სსიპ ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალის N2 საჯარო სკოლის კლუბ "ეკო-vision"-ის წევრებმა თანამედროვე, ევროპული სტანდარტების შესაბამისად რეაბილიტირებული და აღჭურვილი სპორტული დარბაზი დაათვალიერეს. მასპინძელი სკოლის სპორტული კლუბის წევრების ინიციატივით ამ დარბაზში არაერთი სპორტული აქტივობის ერთად განხორციელების ინიციატივა განიხილეს. უახლოეს მომავალში, კი სპორტული ღონისძიებების ციკლს მინი ფეხბურთის ამხანაგური მატჩი გახსნის.
                        

Комментариев нет:

Отправить комментарий