Страницы

პარტნიორობა სხვა სკოლასთან

მიზანი მე-15: დედამიწის ეკოსისტემების დაცვააღდგენა და მდგრადი გამოყენებატყეების 
გონივრული მართვაგაუდაბურების აღკვეთანიადაგის დეგრადაციის შეჩერება და  აღდგენა-გაუმჯობესებაბიომრავალფეროვნების შენარჩუნება             
შეხვედრაზერომელიც საკონფერენციო დარბაზში მიმდინარეობდა დაისახა თანამშრომლობის სამომავლო გეგმებიუახლოეს დღეებში ასევე შეიქმნება ინიციატივების გაზიარებისათვის 
ელექტრონული პლათფორმაღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებისათვის მოეწყო
 საინფორმაციო ტური ციხის ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავების შესახებ.აქცია 
სახელწოდებით ჩვენი მწვანე ინიციატივა ახალციხის ციხე-ზე სიმბოლურად, 22 აპრილს გაიმართაინიციატივის ფარგლებში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი 
გაფორმდაახალციხისციხეახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრსა და იმ სკოლის
 დირექტორებს შორისრომლებიც ნიკო კეცხოველის პრემიის ფარგლებში აქტიურად 
თანამშრომლობენ კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციის ქსელ CENN-თანაღნიშნული მემორანდუმითქალაქ ახალციხის და ახალციხის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლებიქალაქ ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრი და ახალციხის ციხე  ადმინისტრაცია თანხმდებიან დაწესებულებებს შორის კომუნიკაციისათანამშრომლობისა და კოორდინაციის გაძლიერების აუცილებლობაზეგარემოსდაცვითი მწვანე ინიციატივების
გარემოსდაცვითი განათლებისჯანსაღი ცხოვრების წესისმდგრადი ტურიზმისა და
 გარემოსთან მეგობრული დამოკიდებულების პოპულარიზაციაში მდგომარეობის
 გასაუმჯობესებლად.


მიზანი მე-17: პარტნიორობა მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად
22 მაისს ახალციხის ციხის საკონფერენციო დარბაზში ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღე აღინიშნა. ღონისძიებაში „ახალციხის ციხე“ -ს ადმინისტრაცია, ქალაქ ახალციხის და ახალციხის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლები, ქალაქ ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის და კავკასიის გარემოსდაცვითი არასმთავრობო ორგანიზაციის “CENN“ -ის წარმომადგენლები მონაწილეობნენ. შეხვედრა „მწვანე ტური ახალციხის ციხეზე“ აქციის ფარგლებში დაიგეგმა. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ მოწვეული ექსპერტები და დარგის სპეციალისტები . ღონისძიების ფარგლებში დაიგეგმა სხვადასხვა საინტერესო ინიციატივების განხორციელება.
 
 

მიზანი 17: პარტნიორობა მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად
 დღეს 13 ნოემბერს()იპ „ახალციხის ციხის“ ციტადელზე ციხის ადმინისტრაციისა და ქალაქ ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მხარდაჭერითა და ინიციატივით გაიმართა შეხვედრა თემაზეგამოწვევა სკოლებისათვის ,,ვაზიარებთ სიკეთეს“. შეხვედრაში მონაწილეობდნენ და გამოწვევა მიიღეს ახალციხის მუნიციპალიტეტში შემავალ სკოლების თვითმმართველობის წარმომადგენელმა მოსწავლეებმათავმჯდომარეებმა და სკოლის დირექტორებმადაანონსდარომ აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში გაიმართება არაერთი სამუშაო შეხვედრა და ღონისძიებამათ შორის გარემოსდაცვითი აქტივობები ხოლო წლის ბოლოს პროექტის შემაჯამებელ შეხვედრაზე გამოვლინდება მოძრაობის გამარჯვებული სკოლა და მიენიჭება ,,სიკეთის ელჩის“ წოდება.
  

 
  მიზანი 17: პარტნიორობა მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად
ქალაქ ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრმა მშვიდობის კორპუსის მხარდაჭერის პროგრამის მოხალისესთან ერთად, პროგრამის ფარგლებში, მ/წ 20 ნოემბერს ახალციხეში ა(ა)იპ „ახალციხის ციხეს“ საკონფერენციო დარბაზში, ციტადელზე მოაწყო ინგლისურენოვანი კონფერენცია თემაზე „ჩემი მხარის ისტორია“. კონფერენციაში მონაწილეობას ღებულობდნენ ქალაქ ახალციხის და ახალციხის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეები, რომელთა შორისაც იყო სსიპ ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალის N2 საჯარო სკოლის ეკო-Vision"-ის წევრი სალომე მღებრიშვილი. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ქალაქ ახალციხის და ახალციხის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლის დირექტორები,ინგლისური ენის პედაგოგები,მომხსენებლების მშობლები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები. 
  
  
მიზანი 4: ინკლუზიური და თანასწორი განათლების უზრუნველყოფა და უწყვეტი სწავლის შესაძლებლობის შექმნა ყველასათვის
მიზანი  17: პარტნიორობა მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად
უსაფრთხო სკოლის მოდელის დანერგვა ორ საჯარო სკოლაში
ს-ჯ განვითარების ცენტრის ბავშვთა დაცვის მიმართულების ფარგლებში, 2019 წლის 17 ნოემბერს დასრულდა 5-დღიანი ტრენინგი მასწავლებლებისთვის უსაფრთხო სკოლის მოდელის დანერგვის თაობაზე.

აღნიშნულ ინიციატივაში ჩართული არიან ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ურავლისა და ქალაქ ვალის N2 საჯარო სკოლები. სულ 37-მა მასწავლებელმა გაიარა გადამზადება ძალადობისაგან დაცული სკოლის პროგრამის შესახებ. ტრენინგს უძღვებოდნენ მოწვეული ტრენერები ნინო ყიფიანი და ლელა კლდიაშვილი.



📌ძალადობისგან დაცულის სკოლის პროგრამის მიზანია უსაფრთხო გარემოს შექმნა სკოლებში და ნებისმიერი ტიპის ძალადობის შემთხვევებზე შესაბამისი და დროული რეაგირების ხელშეწყობა.

  

 
               
მიზანი  17: პარტნიორობა მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად.
 დღეს, 26 ნოემბერს, ,,ეკო-vision,,-ის კლუბის წევრების სამუშაო შეხვედრა შედგა. კლუბის წევრებმა სამოქმედო გეგმის განხორციელება და კლუბის წევრების ინიციატივით ჩატარებული აქტივობები შეაჯამეს. კლუბის ლიდერის მონაწილეობით სამომავლო გეგმები დასახეს და თანამშრომლობის სტრატეგიის დოკუმეტზეც დაიწყეს მუშაობა. კლუბის წევრებმა შეხვედრის ფარგლებში დირექციის მონაწილეობით მორიგი შეხვედრა დაგეგმეს და უახლოეს დღეებში ჩანიშნული ღონისძიებების / აქტივობების დეტალებზე შეჯერდნენ.
მიზანი 16: მშვიდობიანი და ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობა მდგრადი განვითარებისათვის, მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა ყველასათვის, ეფექტური, ანგარიშვალდებული და ინკლუზიური ინსტიტუციების მშენებლობა ყველა დონეზე.
მიზანი  17: პარტნიორობა მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად

საერთაშორისო კონფერენცია, რომელსაც თბილისში მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ვერგელანდის ევროპულ ცენტრთან ერთად ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით უმასპინძლა, საერთაშორისო გამოცდილების ურთიერთგაზიარებასა და სამომავლო ერთობლივი პროექტების ინიცირებას მიეძღვნა.

კონფერენციაში განათლების ექსპერტები, პრაქტიკოსი პედაგოგები,  საქართველოდან, მოლდოვადან, უკრაინიდან, საფრანგეთიდან და ნორვეგიიდან განათლების სპეციალისტები და სკოლების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ,რომელთა სორისაც იყვნენ სსიპ ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალის N2 საჯარო სკოლის დირექტორი,ინგლისური ენის პედაგოგი და სკოლის ბაზაზე არსებული კლუბ ,,ეკო-Vision"-ის წევრები.

კონფერენცია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ბერიკა შუკაკიძემ, გახსნა.

ორი დღის განმავლობაში კონფერენციის მონაწილეები სკოლებში ევროპის საბჭოს დოკუმენტის- „დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების ჩარჩოს" დანერგვის პრაქტიკას გაეცნენ, გამოწვევებზე, რისკებზე და სამომავლო ინიციატივებზე იმსჯელეს.

კონფერენციაზე მონაწილე ქვეყნების წარმომადგენელი სკოლების წარმატებული პრაქტიკა გამოიფინა, თუ როგორ ნერგავენ სკოლები ევროპის საბჭოს „დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების ჩარჩოს" და როგორ ავითარებენ დემოკრატიულ კულტურას.

ორდღიანი კონფერენცია „რეგიონული თანამშრომლობისა და უკრაინას, საქართველოსა და მოლდოვას შორის წარმატებული გამოცდილების გაზიარების“ პროექტის ფარგლებში გაიმართა.

კონფერენციაზე პროექტის ფარგლებში მიღწეული შუალედური შედეგები შეჯამდა და  შემდგომი თანამშრომლობისათვის ახალი ინიციატივები დაისახა.
აღნინული ინფორმაცია ასევე  განთავსდა სხვადასხვა  საინფორმაციო ვებ-გვერძე.გთავაზობთ ბმულებს:
  
                                       
მიზანი 3: ჯანსაღი ცხოვრებისა და კეთილდღეობის უზრუნვლეყოფა ყველა ასაკის ადამიანისათვის.
მიზანი 4: ინკლუზიური და თანასწორი განათლების უზრუნველყოფა და უწყვეტი სწავლის შესაძლებლობის შექმნა ყველასათვის
მიზანი  17: პარტნიორობა მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად
მოგეხსენებათ, რომ ჯანმრთლობა ადამიანისათვის ფასდაუდებელი სიმდიდრეა. იგი წარმოადგენს სიცოცხლის ხარისხის განმსაზღვრელ უმნიშვნელოვანეს ფაქტორს. სწორედ თემის აქტუალურობიდან გამომდინარე ეკო-vision -ის წევრებმა, ბოლო სამუშაო შეხვედრაზე, დაგეგმეს პროექტი - კვირეული ,,ჯანმრთელობა უპირველეს ყოვლისა“. პირველ თემად აირჩიეს ,,ჯანსაღი ცხოვრების წესი“. კლუბის წევრებმა ამ თემასთან დაკავშირებით მოამზადეს საინფორმაციო მასალა, როგორც power-point-ის, ასევე ვიდეო-რგოლის სახით. შეხვედრა, ქალაქ ვალის საზოგადოებრივ ცენტრში დაიგეგმა, მასზე დასასწრებად ქალაქ ვალის N1 და N3 საჯარო სკოლების მოსწავლეებიც იქვნენ მოწვეული. შეხვედრა მ/წ 28 ნოემბერს გაიმართა. შეხვედრას დასახლების მასშტაბით სამივე საჯარო სკოლის წარმომადგენელი მოსწავლეები და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელობაც ესწრებოდა. კლუბის წევრებმა ამომწურავად ისაუბრეს ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვის აუცილებლობაზე, შეხვედრის წამყვანებს აუდიტორიისათვის ასევე მომზადებული ჰქონდათ ე.წ. ენერჯეიზერები, რითაც პროცესი უფრო სახალისო გახადეს. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ აღნიშნულ შეხვედრას ესწრებოდა სსსმ მოსწავლეც, რომელმაც არამხოლოდ ინტერესით მოისმინა საჭირო და სასარგებლო ინფორმაცია არამედ ხალისით ჩაერთო კიდეც სხვადასხვა აქტივობებში. ყველაფერმა შესანიშნავად ჩაირა, რაზეც დამსწრეთა მიერ გაკეთებული უკუკავშირი მეტყველებდა. ვფიქრობთ, ასეთი შეხვედრები ხელს შეუწყობს მოზარდებში ცნობიერების ამაღლებას და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.
  
 
  
მიზანი 12: მდგრადი მოხმარება და წარმოება.
მიზანი  17: პარტნიორობა მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად

მ/წ 27 ნოემბერს ქალაქ ვალის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კლუბ „ეკო-vision”-ის აქტიური წევრებისა და სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარის ინიციატივითა და ხელმძღვანელობით თემის ფარგლებში მაკულატურის შეგროვებისა და ჩაბარების აქცია-აქტივობა განახორციელეს. მას შემდეგ რაც ეკო მოსწავლეებმა ჯერ სკოლის მასშტაბით მოგროვებული მაკულატურა ჩააბარეს, ქალაქ ვალის N3 არაქართულენოვან, საჯარო სკოლას ეწვივნენ დაა თანატოლებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს სკოლის ადმინისტრაციის მიერ შეგროვებული მაკულატურის ჩაბარებაში მოგვიანებით კი, დასახლების მასშტაბით, ძველი წიგნების ჩაბარების მსურველი ოჯახები მოინახულეს და სასურველი მომსახურების მიღებაში დახმარება გაუწიეს. აღნიშნული აქტივობა სკოლამ უკვე მეოთხედ განახორციელა და ჯამში 1765 კგ მაკულატურის ჩაბარება შეძლო, ამჯერად პროცესის ინიციატორები უკვე სკოლის მოსწავლეები იყვნენ, რომლებმაც პროცესს სხვა მასშტაბები მისცეს, აღსანიშნავია ის ფაქტიც , რომ აქტივობის დაგეგმვიდან განხორციელებამდე, ყველა ეტაპზე და დონეზე , მასში სკოლის სსსმ მოსწავლეებიც იყვნენ ჩართული.
                                                 

Комментариев нет:

Отправить комментарий