Страницы

საქველმოქმედო ღონისძიება

მიზანი 3: ჯანსაღი ცხოვრებისა და კეთილდღეობის უზრუნვლეყოფა ყველა ასაკის ადამიანისათვის.
მიზანი  17: პარტნიორობა მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად
მიმდინარე წლის 6 დეკემბერს სსიპ ახალციხის მუნიციპალიტეტის მოსწავლეთა თვითთმმართველობის ინიციატივითა და ,,ეკო- vision"- ის წევრების აქტიური მონაწილეობით ჩატარდა საქველმოქემდო კონცერტი სლოგანით -ერთად ხატიასათვის.
... სწორედ იმ დროს სიკეთის ქალაქში, სიცოცხლის ქუჩაზე, მადლიერების ხეივნის ქვეშ დიდ ლოდზე ცისფერკაბიანი და გულჩათხრობილი გოგონა იჯდა... (ლ. სარიშვილი)
საქველმოქმედო ღონისძიებამ სახელწოდებით ,,ბედნიერებას იმ დღეს ეცვა ცისფერი კაბა" სლოგანით -ერთად ხატიასათვის, ქალაქ ვალის კულტურის სახლში, ქალაქ ვალის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით, ანშლაგით ჩაიარა.
ქველმოქმედების და სიკეთის ზეიმი მსოფლიოში ყველაზე კეთილშობილი ბავშვების მონაწილეობით. ბავშვებისა, რომლებსაც ღირსეული პედაგოგები ღზრდიან!!!

,,სიკეთის ქალაქის ბინადარნო, სიკეთისა და სიცოცხლის გადარჩენისათვის ბრძოლის დროა!“....
აღნიშნულის შესახებ გამოქვეყნა ეტალონის ოფიციალურ ვებ-გვერძე. გთხოვთ იხილოთ ბმული: https://www.etaloni.ge/geo/main/index/33364?fbclid=IwAR15V976cpgMez1DRnGayWVhawjSzLmBN_9-aGjPJvt-8oW6erfgiNLLTqU
   
  
                                  
მიზანი 4: ინკლუზიური და თანასწორი განათლების უზრუნველყოფა და უწყვეტი სწავლის შესაძლებლობის შექმნა ყველასათვის
მიმდინარე წლის  30 ნოემბერს სსიპ ქალაქ ვალის N2 საჯარო სკოლის ქართული ენის კათედრისა და მოსწავლეთა თვითმმართველობის ინიციატივით ჩატარდა ტერენტი გრანელისადმი მიძღვნილი პოეზიის საღამო,რონელიც მიზნად ისახავდა ტერენტი გრანელის პოეზიის გაცნობასა და გაანალიზებას. მე- 11 კლასის მოსწავლეები საინტერესოდ წარდგნენ მაყურებლის წინაშე. აღნიშნულ ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდა სსსმ მოსწავლე, რომელიც მაყურებლის წინაშე ტერენტი გრანელის ერთ-ერთი ლექსით ,,ალბათ მოვა დრო...." წარსდგა.

   

                               

Комментариев нет:

Отправить комментарий