Страницы

ტოპონინების კვალდაკვალ

ლიზი აბულაძე -VIII  კლასი
მიზანი  11: ქალაქებისა და დასახლებების ინკლუზიური, უსაფრთხო და მდგრადი განვითარება
ტოპონიმების კვალდაკვალ
    წყალი ერთ-ერთი ელემენტია იმ მთავარ ოთხთაგან (წყალი, მიწა, ჰაერი, ცეცხლი) რისგანაც დედამიწა შედგება. მას დედამიწის მთელი 2/3 უკავია, ხოლო ადამიანის ორგანიზმში 60-70%-ს აღემატება. სწორედ ამიტომაა რომ ადამიანი უწყლოდ რამოდენიმე დღე ძლებს, როდესაც საკვების გარეშე ორმოცი დღე შეუძლია სიცოცხლე.  ეს უფერო, უგემო და უსუნო ნივთიერება ძალიან დიდ როლს ასრულებს ჩვენს ცხვრებაში. იმდენად დიდს რომ ადამიანებს დღესდღეობით შეეძლოთ დასახლებულიყვნენ სხვა პლანეტებზე.  თუმცა მეცნიერები       ჯერ-ჯერობით ვარაუდობენ,  რომ წყალი მარტო დედამიწაზეა. გეოფიზიკოსები კი ამტკიცებენ, რომ დედამიწა დიდი ხნის წინ გაცივდებოდა და გადაიქცეოდა უსიცოცხლო ქვების გროვად რომ არა წყალი. წყალს დიდი სითბოტევადობა გააჩნია. ხმელეთის წყლები შთანთქავენ და გასცემენ დიდ რაოდენობით სითბოს და ამით „აწონასწორებენ“ კლიმატს. წყალი წარმოადგენს ყველაზე გავრცელებულ, უნიკალურ, მარტივ და ამავდროულად ყველაზე რთულ და იდუმალ ნივთიერებას დედამიწაზე. დღესდღობით მოსახლეობას ძირითადად სასმელი წყალი მდინარეების საშუალებით მიეწოდება, მდინარის წყალი იფილტრება და იქლორება რათა მავნე  ბაქტერიები განადგურდეს და შემდეგ  მილების საშუალებით მოსახლეობას მიეწოდება. თუმცა ასევე არსებობს ბუნებრივი წარმოშობის მიწისქვეშა ან/და მიწისზედა წყლები, რომლებიც სათავეს უმეტესწილად მაღალი ფერდობებიდან და მთებიდან იღებენ და რომელსაც გაუფილტრავად და ლაბორატორიულად ყოველგვარი ქიმიური დანამატების გარეშე (თუ არ ჩავთვლით ნიადაგის  შრეებში მიმდინარე გაწმენდა-გაფილტვრის ბუნებრივ პროცესს). ვალეც არაა ამ მხრივ გამონაკლისი, აქ უხვად ვხვდებით წყაროებს, რომელთა სახელწოდებები არცთუ იშვიათად თურქული წარმოშობისაა. ამ ყველაფერის დასადგენად გამოვიკითხე ჩვენი სოფლის უხუცესები, რომლებსაც ახსოვთ არსებული ბუნებრივი წყლების სახელწოდებების წარმოშობის ისტორიები.  გავეცნოთ მათ:
   ნანაფუარი- ის თურქული სიტყვაა, „ნანა“ ბაბოს ნიშნავს, ხოლო ,,ფუარ“ წყალს. ნანაფუარი არასდროს შრება მისი მოცულობა კი მაისისა და ივნისის თვეში იზრდება. გვალვისას კი შეუმჩნევლად აკლდება. ის არ შეიცავს მარილს, ძალიან ცივია და სასმელადაც ვარგისია.
   ყარღაფუარი - ესეც თურქული სიტყვაა და ქართულად ყვავების წყაროს ნიშნავს. ის სასმელად ცოტა მძიმეა,  მაგრამ მოსახლეობასთან ტერიტორიული  სიახლოვის გამო მაინც იყენებენ.
 ტანაფუარი -  ქართული სახელწოდებაა. იგი ხბოს წყაროს სახელითაა ცნობილი. ეს წყალი სასმელად უარგისია და საქონელს ასმევენ.
 ეშაგფუარი - თურქული სიტყვაა და ქართულად სახედრების წყაროს ნიშნავს. ის სასმელად არ გამოდგება.
 წყარო ყუზიფუარი -ასევე არ გამოდგება სასმელად.  იგი  კრავების წყაროს ნიშნავს. ამ წყალს ცხვრებს ასმევენ.
 ასევე შევხვდებით წყაროებს: მარაღფუარი,  რაც ირმის წყაროს ნიშნავს და იდანფუარი, რაც გველების წყაროს ნიშნავს. ესენი  სასმელად უარგისია.
    როგორც ხედავთ ძალიან საინტერესო სახელები და ისტორია აქვთ თითოეულს. ვფიქრობ, დავიწყებას არ უნდა მიეცეს მათი წარმოშობის ისტორია. ბევრს, ჩვენი წინაპარის გადმოცემით, სამკურნალო თვისებებიც გააჩნია, თუმცა ამას შესაბამისი კვლევა და დადასტურება დასჭირდება.

Комментариев нет:

Отправить комментарий