Страницы

საავტორო სტატიები

მიზანი15: დედამიწის ეკოსისტემების დაცვააღდგენა და მდგრადი გამოყენება, ტყეების გონივრული მართვა,გაუდაბურების აღკვეთანიადაგის დეგრადაციის შეჩერება და  აღდგენა-გაუმჯობესებაბიომრავალფეროვნების შენარჩუნება.
ვერიკო მანველიშვილი, მე-11 კლასი,
სსიპ ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალის N 2 საჯარო სკოლა
ძაღლი ადამიანის  მეგობარი
#დაიცავი  შენი  მეგობარი
   რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი თავშესაფრის გარეშე დარჩენილი ცხოველებისთვის?! ალბათ გაგიკვირდებათ, მაგრამ  ეს არის სიყვარული და სითბო, რაც ყველაზე მეტად სჭირდებათ ძაღლებს. სანაცვლოდ კი არანაკლებ სიყვარულსა და ერთგულებას გვიბრუნებენ, რისი მაგალითები და ფაქტები მრავლადაა მსოფლიოში. ზუსტად ამიტომ უნდა გავუფრთხილდეთ ძაღლებს, ისინი ხომ ადამიანების საუკეთესო მეგობრები არიან.
დღესდღეობით მსოფლიოში 500 მილიონი ძაღლია, რომელთა 80% სამწუხაროდ მაწანწალაა. მაწანწალა ძაღლები არის თემა რომელიც ყველაზე მეტად მაწუხებს და მთრგუნავს. დღესდღეობით აქტუალური თემაა, როგორც მსოფლიოში ასევე საქართველოში. ყოველი ფეხის ნაბიჯზე, ქუჩასა თუ მოსახვევში, უთუოდ შევხვდებით უპატრონო ცხოველებს, რომლებიც ლუკმა-პურის ან თავშესაფარის საპოვნელად საკმაოდ მძიმე გზას გადიან. ყოვლედღიურად ვხვდებით მიუსაფარ ცხოველებს, რომლებიც ჩვენი ქალაქის ქუჩების ბუნებრივ ნაწილადაა უკვე ქცეული. მათი არსებობა პრობლემას წარმოადგენს არა მარტო იმის გამო, რომ ქუჩაში მათ აუტანელ პირობებში უხდებათ ცხოვრება და რომ მათ სიცოცხლეს ყოველი ფეხის ნაბიჯზე საფრთხე ემუქრებათ, არამედ იმის გამოც, რომ უსახლკარო ცხოველები ხშირად ინფექციური დაავადებების მატარებლად გვევლინებიან და საფრთხეს უქმნიან საზოგადოებას. დღესდღეობით მაწანწალა ძაღლების პრობლემის მოგვარების მეთოდები არაეფექტური და უმეტესად ბარბაროსულია, რაც ვფიქრობ ძალიან ცუდია მათთვის ვინც ამ ფაქტს ეწირება. იმის მაგივრად რომ გადავრჩინოთ, მოვუაროთ ან ცხოველთა დაცვის დაწესებულებებში მოვატავსოთ და ვიზრუნოთ მათზე, უმოწყალოთ ვხოცავთ მხოლოდ იმიტომ, რომ გარემოში ზედმეტ არსებებად აღვიქვამთ.
 მოვუწოდებ ყველას, თუ შევხვდებით ძაღლებს ქუჩაში, რომელსაც დაუნდობელ სიტყვას -„მაწანწალას“ ვუწოდებთ, ვიზრუნოთ მათზე საჭიროებისამებრ, ნუ გავანადგურებთ მათ, ისინიც ხომ ბუნების ნაწილნი არიან, ბუნებას კი გაფრთხილება და დაცვა სჭირდება, გარემოზე ზრუნვა ხომ ყველა ჩვენგანის ვალია. ჩვენს ირგვლივ გარემო დაცვას მოითხოვს, დაცული გარემო კი ჯანსაღი ცხოვრების საწინდარია.
                     
                                         
მიზანი 15: დედამიწის ეკოსისტემების დაცვააღდგენა და მდგრადი გამოყენება, ტყეების გონივრული მართვა, გაუდაბურების აღკვეთანიადაგის დეგრადაციის შეჩერება და  აღდგენა-გაუმჯობესებაბიომრავალფეროვნების შენარჩუნება
 მელანო სართანია, მე-11 კლასი
სსიპ ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალის N 2 საჯარო სკოლა

დედამიწა ჩვენი სახლია
,,მითხარი,  როგორია შენი სახლი და   გეტყვი ვინა ხარ შენ!“
სახლი ყველასათვის საყვარელი ადგილია. ყველას უყვარს სახლში თბილად და წყნარად ჯდომამშვიდი ცხოვრებამაგრამ  რა არის ჩვენი ნამდვილი სახლი?
   სახლი ის ადგილია,  სადაც დიდ დროს ვატარებთ, და იცით   რა,   რადგან დედამიწაზე დავდივართვსუნთქავთვცხოვრობთვარსებობთ და ვიღწვით, თამამად შემიძლია ვთქვა,  რომ დედამიწა   ჩვენი   ნამდვილი  სახლიაამიტომაც მას ჩვენი მხრიდან ზრუნვა და გაფრთხილება სჭირდებამაგრამ რამდენად ვუფრთხილდებით მას?..
    სამწუხაროდ,  ეს არც ისე კარგად გამოგვდის- ბუნებრივ რესურსებს ყოველთვის სათანადოდ და ეკონომიურად ვერ ვიყენებთ, ვანაგვიანებთ ქუჩებს, ეზოებს, სკვერებს, მდენარეებს, მინდვრებსა და ტყეებს. ჰაერს ვაბინძურებთ ათასნაირი სატრანსპორტო საშუალებების და მწარმოებელი ქარხნების გამონაბოლქვებით.  პრობლემა მტკივნეულია.  რას ვაკეთებთ მის მოსაგვარებლად?    ყველაფერს და მაინც  ვერაფერს...
ჩვენი ნამდვილი სახლის ნაწილია ტყეც   რომელიც კაცობრიობის აკვანია . ის დედამიწაზე სიცოცხლეს ამკვიდრებს.  ტყე ბუნების საოცრებააგანუმეორებელი ქმნილება, ბიოსფეროს მნიშვნელოვანი ელემენტი და ეკოლოგიური წონასწორობის ერთ-ერთი ფაქტორი, რომელზეც დამოკიდებულია სიცოცხლის შენარჩუნება და თვით კაცობრიობის ყოფნა- არყოფნაც  კიამიტომაც მას სამართლიანად უწოდებენ დედამიწის „მწვანე ფილტვებს,“ რომელიც გამოყოფს სიცოცხლისთვის ასე აუცილებელ ჟანგბადს,  შთანთქავს ნახშიროჟანგს, წმენდს ჰაერს მტვრისა და გამონაბოლქვი აირებისაგან.  ნათქვამია „ტყე შეუნახე შვილებსა“-ო.  მაგრამ   მომავალ თაობას ტყეს  რამდენად ვუნახავთ?   ბოლო 2 კვირის განმავლობაში  მე და ჩემმა მეგობრებმა გამოვკითხეთ   150 ადამიანი, მათგან  მხოლოდ 15-ს  ე. ი 10%-ს აქვს დარგული რაიმე  ჯიშის ხე  ბოლო 7-8 წელიწადში, ისიც მხოლოდ საკუთარ ეზოსა და ნაკვეთში, არცერთ მათგანს ამ დროის მანზილზე ხე არ დაურგავს ტყეში და  უმეტესობას არ ახსოვს ბოლოს როდის დარგო ხე.
      ცხადია,  ადამიანების  მიერ   მოჭრილი და გაჩეხილი  ხეების რაოდენობა აღემატება ბუნებრივად გამხმარი და დაღუპული ხეების რაოდენობას.
    ,,ბოლო 25 წელიწადში საქართველოს ტყის საფარი დაახლოებით 25-30%-ით შემცირდაროგორც ადგილობრივიასევე საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევებით დასტურდებარომ ტყეები მასობრივად ნადგურდებაარსებული მონაცემითჩვენი ქვეყნის ტყეებიდან პირწმინდად გაქრა 9500 ჰარაც რამდენიმე მილიონი ძირი ხეა.“  ( ინტერნეტ -გაზეთი „რეზონანსი“ 2017  წელი, 20 ივნისი)“.  ჯერ კიდევ   2   წლის   წინ    დაფიქსირებული ამგვარი სგანგაშო სტატისტიკის ფონზე,  აღნიშნული პრობლემის სიმწვავეს ამძაფრებს   რეალობა- ტყეების და მწვანე საფარის განადგურების ტენდენცია არ შენელებულა.
       სსკ- 303- მუხლის 1-ლი   ნაწილი   ხე-ტყის უკანონოდ მჭრელებს საკუთარი სახლების   წინ   დიდ ბანერებზე რომ ჩამოვუკიდოთ   ან   საძინებელ ოთახებში კალენდართან ერთად გამოვუკრათ, მაინც რთული იქნება მათთვის ამ ჩვეულებაზე უარის თქმა-  ,,ჩვეულება ხომ რჯულზე უმტკიცესია!“
     მაშ როგორ  მოვაგვაროთ  ეს პრობლემა?   უნდა  გავერთიანდეთ, ასი თვალი და ყური გამოვიბათ:
·         შევქმნათ  უფრო აქტიური მოხალისეთა გუნდები;
·         ადამიანებს საწვავისა და სამშენებლო მასალის  ხელმისაწვდომი ალტერნატიული ვარიანტები შევთავაზოთ;
·          ბოლოს და ბოლოს,  ჩვენს სიახლოვეს მაინც დავუმეგობრდეთ ხეებს, დავარქვათ სახელები, გავუკეთოთ დამცავი  ნიშნები, დავაყენოთ მათთან ახლოს ვიდეო-კამერები;
    მიუხედავად იმისა, რომ   ყოველთვის მოვუწოდებდით ერთმანეთს მსგავსი ლოზუნგებით,  არაერთი გარემოსდაცვითი აქცია გვახსოვს, მულტფილმებიც ბევრი  გადავიღეთ, - ფილმებიც ვიდეო-რგოლებიც,   ჩვენ თავებსაც მივეცით პირობა, რომ წელიწაში ერთ ხეს მაინც დავრგავდით,    ტყის რესურსები საფრთხეშია,  ეს  ყველას  გულისტკივილია, მეტიც-  სამშობლოს თავად ვანადგურებთ და ეროვნული ღირსების საკითხიცაა,  მაგრამ რა?!   
    ახლა თბილ ღუმელთან ვზივარ  და ვფიქრობ  მუხის შეშაზე,  ღუმელში რომ იწვის, - დედამიწაზე,  ჩემს თბილ სახლზე,  ეზოში დამწვარ ფოთლებზე და კვამლზე- ჰაერს რომ აბინძურებს,  ნაგავი კი ვერ გადამიყრია,  რადგან ნაგვის ურნა სავსეა ( ზოგ ჩემს მეზობელს ეს არ ადარდებს და მაინც უმტებს ზემოდან) ,  ხვალ რომ გარეთ გავალ, ჩვენს  შეშას დავაკვირდები,  ნედლია თუ ხმელი და ალბათ გული მეტკინება , რადგან გუშინ  ბავშვებმა რომ  ხის ტოტები დაამტვრიეს,  ისევ  ეზოში ყრია...
„ სხვა საქართველო სად არის“ ? კი არა სხვა დედამიწა სად არის?
  ჩემს ქვეყანაში მალე „ალერსიანი ძეწნა“ კი არა  „ ლამაზი საქართველოოს“-თვის ,,ზღაპრისმომყოლი ჭადარიც“ კი აღარ დაჩება. რადგან  ხეების მოძულეთა  ენთუზიაზმით  ვჩეხავთ  და ვანადგურებთ ხეებს.
   მახსენდება ძველი ანდაზა: მითხარი ვინ არის შემი მეგობარი და გეტყვი ვინ ხარ შენ-ო.   ამას მე ასე გადავაკეთებდი:  ,,მითხარი რამდენი ხე დარგე დედამიწაზე და გეტყვი,  ვინა  ხარ შენ“  ან ,,მაჩვენე შენი სახლი და გეტყვი ვინა  ხარ შენ“, ან:  ,, მითხარი როგორ უვლი შენი სამშობლოს ტყეებს და გეტყვი გიყვარს თუ არა ის შენ!“, ან...
       ასე და ამგვარად,  დედამიწა ჩვენი სახლია,  ჰაერით თუ უჰაეროდ, ხეებით თუ უხეებოდ,   სუფთა თუ   ნაგავსაყრელებით,  ის  ულამაზესია,  თუმცა მას სათანადოდ ვერ ვუფრთხილდებით. მასზე ვერ ვზრუნავთ ისე, როგორც ის ზრუნავს ჩვენზე. მოდით,  ყველამ ერთად უკეთ ვიზრუნოთ ჩვენს სახლზე.
            
                                                      
მიზანი 15: დედამიწის ეკოსისტემების დაცვა, აღდგენა და მდგრადი გამოყენება, ტყეების გონივრული მართვა, გაუდაბურების აღკვეთა, ნიადაგის დეგრადაციის შეჩერება და  აღდგენა-გაუმჯობესება, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება
სსიპ ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალის N2 საჯარო სკოლის
XI   კლასის მოსწავლე  -  ეკა ხითარიშვილი
                                                                     ოზონის შრე
                 ზოგადად ყოველთვის მიჩნდებოდა კითხვაარამარტო მე არამედ ჩემს თანატოლებსაც თუ რა არის ოზონის შრერატომ არის მნიშვნელოვანი მისი არსებობდა დედამიწისთვისდა სწორედ ამიტომ გადავწყვიტე უფრო მეტი გამეგო ოზონის ის სახებ და  შემდგომ  გამეზიარებიმა თქვნეთვი                      ოზონის შრე ეს არის დედამიწის ატმოსფეროს ნაწილისადაც ექსპერიმენტული მეთოდით შესაძლებელი ხდება ოზონის დადგენაოზონის შრეს ან ოზონისფეროს ან სტრატოსფეროს უწოდებენიგი წარმოადგენს ბუნებრივ ეკრანს და იცავს დედამიწას და მთელ ბიოსფეროს მზის ულტრაიისფერი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისაგან.
          ბოლო ხანებში ფრეონის ფართო გამოყენებამ აეროზოლის ბალონებშიმაცივრებსა თუ კონდიციონერებში გამოიწვია ამ აირის იმაზე მეტი რაოდენობით დაგროვებავიდრე ატმოსფეროს შეულძლია შეიწოვოს, . ატმოსფეროში მოხვედრისას ეს აირები იშლებიან და წარმოქმნიან ქლორსრომელიცთავის მხრივაზიანებს და ანადგურებს ოზონის შრე.
        ალბა გაგიჩნდებათ კითხვა რა მოხდება თუ ოზონის შრე დაიზიანდებადა რა საფრთხე გვემუქრება ჩვენ და ჩვენს  ეკოსისტემასროგორც ვიცით წინა საუკუნეში კოსმოსში გაგზავნილმა ხომალდებმა და თნამგზავრებმა დაარღვიეს ოზონის შრის მთლიანობა და წარმოიქმნა ოზონის ხვრელიუნდა ავღნიშნო რომ აქამდე მეცნიერები ამაში დიდ საფრთხეს ვერ ხედავდნენ, თუმცა ახლა როდესაც ასეთი დიდი რაოდენობით აირი გამოიყოფაისმევა კითხვა გაუმკლავდება თუ არა ასეთი დიდი რაოდენობით აირს ატმოსფერო და სწორედ ეს მოვლენები ოზონის შრის თანდათან შეთხელებას გამოიწვევსამ შემთხვევაში მავნე რადიაციის საფრთხე გაიზრდებამჟავა წვიმა (გოგირდის და აზოტის მჟავაწარმოიქმნება, რაც ანადგურებს და კლავს მცენარეებსა და ცხოველებს და ზოგადად ეკოსისტემას. აქვე მინდა ავღნიშნო ისიცრომ მჟავა წვიმა ჩაედინება ტყეში და მდინარეებშიწამლავს მდინარეებსა და კლავს ყველა ცოცხალ არსებასასევე გამოიწვევს იმ წყლის რესურსების დაბინძურებას რომელსაც ჩვენ სასმელ წყლად მოვიხმართ რის დეგადაც გაიზრდება სხვადასხვა დაავადებების გავრცელების რისკი და მოიმატებს სიკვდილიანობის მაჩვენებელი.
       საბოლოოდ ყოველი ჩვენგანი უნდა გავუფრთხილდეთ გარემოსუნდა დავიცვათ ეკოსისტემა დაბინძურებისაგანშევეცადოთ შევამციროთ ატმოსფეროში სხვადასხვა მიზეზით გამოწვეული გამონაბოლქვის  გაფრქვევა /გამოყოფა და ზოგადად მსოფლიო ორგანიზაციებმა მეტად უნდა იზრუნონ ისეთი საყოველთაო რეგულაციების შემოღებაზე  რაც შეზღუდავს ოზონის შრის გათხელება.
  
 სსიპ ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალის N2 საჯარო სკოლის
XI  კლასის მოსწავლე- ეკა ხითარიშვილი
მიზანი 15: დედამიწის ეკოსისტემების დაცვა, აღდგენა და მდგრადი გამოყენება, ტყეების გონივრული მართვა, გაუდაბურების აღკვეთა, ნიადაგის დეგრადაციის შეჩერება და  აღდგენა-გაუმჯობესება, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება

    ეკოლოგიური ხელოვნება ანუ ეკო-არტი
       როდესაც გვესმის სიტყვა ეკოლოგია ყოველთვის მას ვაკავშირებთ მხოლოდ ბუნებასთან, ჩვენ გარემოსთან, ცხოველებთან. თუმცა არასდროს დავფიქრებულვართ იმაზე შეიძლება თუ არა რომ ეკოლოგიას და ხელოვნებას კავშირი ჰქონდეს ერთმანეთთან.არადა ყველა გენიალური მწერლისა თუ პოეტის შემოქმედება სავსეა  ბუნებაზე შექმნილი შედევრებით.
 მეოცე საუკუნეში ხელოვნებაში გაჩნდა ახალი მიმართულება,ეკო-არტი, რომელსაც ბუნებისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება ახასიათებს.  ეკოლოგიური ხელოვნება, ანუ ეკო-არტი, თავისი ფორმით და შინაარსით დაკავშირებულია სოციალური პასუხიმგებლობის ეთიკასთანრომლის ერთ-ერთი მიმართულება გულისხმობს გარემოს დაცვასა და მასზე ზრუნვის წახალისებასდღეს მსოფლიომ თვალი გაუსწორა ეკოლოგიურ დაბინძურებასთან დაკავშირებულ პრობლემებსშედეგადმრავალი ხელოვანირომელთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდებააცნობიერებს ეკოლოგიაზე ზრუნვის აუცილებლობას და ცდილობენ თავიანთი შემოქმედება მიუძღვნან ეკოლოგიას.
 ეკო-არტი ჩაისახა ნიუ-იორკის Dwan Gallery-შისადაც 1968 წელს მოეწყო გამოფენა სახელწოდებით Earth Works, ისეთი არტისტების მონაწილეობითროგორებიც არიან რობერტ სმიტსონიუოლტერ დე მარია და რიჩარდ ჰეიზერი.
      ეკო-არტის მთავარი კონცეფცია ძირითადად აქტივიზმს მოიცავსსადაც ერთიანდება როგორც გარემოსდაცვითიასევე კულტურულ და სოციალური აქტივიზმიეკოლოგიურ ხელოვნებას რამდენიმე დამახასიათებელი პრინციპი აქვსესენია:
·   ცნობიერების ამაღლება გარემოსდაცვითი მიმართულებით.
·   ეკომეგობრული ნამუშევრების შექმნა ძირითადად  ბუნებრივი მასალებით (წყალიხექვაან თავად ბუნებრივი მოვლენებით (ელვა).
·   შემოქმედებითი საშუალებებით დაზიანებული გარემოს აღდგენა.
·   საზოგადოების ინფორმირება დაბინძურებული გარემოს შედეგად კლიმატური ცვლილებების შესახებ.
     დღეს უკვე არსებობენ ადამიანები რომლებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია ეკოლოგიური ხელოვნება და მე გამოვყოფ სამ ჩემთვის ძალიან საინტერესო პიროვნებას, რომლებიც ცდილობენ ნახონ ისეთი ადგილები რომლებიც არ არის ცნობილი და გააცნონ საზოგადოებას ან ცდილობენ შექმნან საკუთარი „ეკოლოგიური ხელოვნების“ ნიმუში, ეს პიროვნებები არიან   რიჩარდ ლონგი,   დევიდ ნეში  და    ენდი გოლდსუორსი.
      რიჩარდ ლონგი ეკო-არტის ერთ-ერთი პირველი ინგლისელი  წარმომადგენელია , რომელიც  მოგზაურობს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში და  თავისი შემოქმედებისთვის აგროვებს მასალებსან ადგილზევებუნებრივ გარემოში ქმნის ინსტალაციებსა თუ სკულპტურებს.მაგ: მისი შემოქმედებია:
       მეორე პიროვნება, რომელიც ასევე ძალინ მნიშვნელოვანი ხელოვანია, არის დევიდ ნეში რომელიც დაზიანებული ხეებისაგან ქმნის საკუთარ ნამუშევრებს.
  ენდლი გოდსუორსი თანამედროვე ინგლისელი სკულპტორი,  თვლისრომ ბუნება და მისი შემადგენელი ელემენტები ცვალებადია – ისინი იზრდებიანცოცხლობენ და კვდებიანსწორედ ამ იდეით შთაგონებულიიგი ცდილობსმისი ნამუშევრებიცბუნების მსგავსადცოცხალი და წარმავალი იყოს.
მეც მინდა მომავალში ჩემი წვლილი შევიტანო ეკო-არტში,ბევრი იდეა მაქვს თუმცა როგორ შევძლებ მის განხორციელებას ჯერ არ ვიცი.ერთი კი ვიცი ვეცდები ვიცხოვრო ისე რომ არ დავაზიანო გარემო.
 
                                                 
მიზანი 3: ჯანსაღი ცხოვრებისა და კეთილდღეობის უზრუნვლეყოფა ყველა ასაკის ადამიანისათვის.
მიზანი  5: გენდერული თანასწორობის მიღწევა და ყველა ქალისა და გოგონას შესაძლებლობების გაუმჯობესება 
სსიპ ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალის N2 საჯარო სკოლის
მე-9 კლასის მოსწავლე - ლალი იარაჯული
მე და ჩემი დამოკიდებულება სპორტისადმი სპორტი სათავეა ჯანსაღი ცხოვრებისა,ყველა სპორტს თავისი ხიბლი და სილამაზე აქვს,სიყვარული კი სხვა განზომილებაა,რომელიც გულიდან მოდის,რომელსაც გრძნობ და გინდა გახდე მისი ნაწილი, როგორც ყველა ადამიანი მეც ვარ სპორტის სიყვარულით გატაცებული.რამდენად უცნაურად არუნდა მოგეჩვენოთ(რადგან გოგო ვარ)ძალიან მიყვარს ძიუდო,რატომ ძიუდო? პასუხი ერთია არ მახსოვს როგორ აღმოვჩნდი ამ სპორტის სიყვარულით გატაცებული ძიუდოს წრეზე.პირველად ყველა გაოცებული მიყურებდა ,რადგან ოცდაორ ბიჭს შორის,მხოლოდ მე ვიყავი გოგო.თუმცა მათი გაოცებული თვალების შემოხედვისას არც კი შემშინებია,რადგან ჩემში იყო ამ სპორტის უსაზღვრო სიყვარული,არცერთი მეცადინეობა არ გამიცდენია და ასე ვიზრდებოდი ნაბიჯ-ნაბიჯ,ნელ-ნელა.პატარა ვიყავი,მაგრამ ცხოვრებამ მასწავლა რთული გზით სიარული.ჩემს თავს ვეკითხებოდი იქნებ ამ გზამ მიბიძგა ამ სპორტისაკენ .თითქოს ჭიდაობის დროს ვებრძოდი იმ სირთულეებს რომელიც ცხოვრებამ მარგუნა. ამ სპორტით ვისწავლე მოწინაღმდეგის მოგერიება,გამომიმუშავდა თავდაცვის დიდი ინსტიქტი,რაც მეხმარება ყოველდრიურ ცხოვრებაში,ვისწავლე რა არის მიზნის მიღწევა,ჩემი ოცნება იყო ჩემი თავი დამენახა ამ სპორტში წარმატებულის სტატუსით. ბევრს ვვარჯიშობდი,რომ ჩემი დიდი სურვილი ამესრულებინა,ვარჯიშის დროს მავიწყდებოდა ყველა პრობლემა,ყველა ტკივილი,სიდუხჭირე,ყველა ცრემლი,რომელიც თან მდევდა ყოველდღიურ ცხოვრებაში,სწორედ ჭიდაობის დროს მავიწყდებოდა ყველა ეს პრობლემა და ვხდებოდი ლაღი,როგორც ჩემი ასაკის ბავშვები.ასეთი შრომით მივედი იმ დღემდე,როცა ტატამზე გამოაცხადეს ჩემი სახელი და გვარი,არშემიძლია სიტყვებით გადმოვცე ის განცდა,რასაც იმ დროს ვგრძნობდი. აქ უნდა ასრულებულიყო პატარა გოგოს დიდი ოცნება ,ჭიდაობის დროსაც მხოლოდ ამაზე ვფიქროდი,მახსენდებოდა ყველა ჩემი ვარჯიში,ეკლიანი ცრემლით ნაბანი გზა რაც ამ ხნის განმავლობაში გამოვიარე.სამი წუთი საუკუნედ მექცა ამბობენ:დაღმართს აღმართი მოყვებაო,და სულ ცოტა ხანში სიხარულის ცემლები მცვიოდა, რადგან ხმამაღლა გამოაცხადეს ჩემი სახელი და გადმომცეს გამარჯვებისთვის დამსახურებული თასი და მედალი,რომელიც ადასტურებდა,რომ ამ შეჯიბრში მე პირველი ადგილი ავიღე,ეს უკვე წარმატება და ჩემი მიზნის მიღწევა იყო,ჯერ რაიონის ფარგლებში,თუმცა წინ დიდი გზა მაქვს გასავლელი და იმედს არ ვკარგავ რომ იქნებ რაიონის გამარჯვებიდან საქართველოს მაშტაბით გადავინაცვლო ან იქნებ მსოფლიოს ვინ იცის? მივხვდი,რომ ცხოვრებას არუნდა დავნებდე,წინ ვიარო და ყველაფერი კარგად იქნება,ამის შემდეგ იყო კიდევ ბევრი წარმატება,კიდევ აღებული პირველი ადგილები,სწორედ ასე დავმეგობრდი ჩემს საყვარელ სპორტთან და ტატამთან,რომელზე დგომისას სულ სხვა ადამიანი ვხდები.ჩემი საყვარელი სპორტსმენი ბექა ღვინიაშვილია,ჩემი მხრის შვილი,თიანეთის სიამაყე,მისი ყოველი წარმატება ჩვენი წარმატებაცაა,ის ჩემი სოფლის იარაჯულების გვერდით მიბმული სოფელ ღვინიანებიდანაა,ისიც სოფლის შვილია, როგორც მე,მსმა წარმატებებმა დიდი წვრილი შიეტანა ამ სპორტის სიყვარულში,მე მის ნაკვალევზე გავიზარდე მისი გზა განვლე,იმ ტატამზე ვიდექი,რომელზეც მან მრავალ წარმატებას მიაღწია და გახდა ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსანი.არვიცი ჩემი მომავალი როგორი იქნება რადგან დღეს ოჯახური პირობების გამო მოწყვეტილი ვარ ჩემს მშობლიურ მხარეს და აქ მესხეთის ულამაზეს კუთხეში ჩამოვედი დროებით ჩამოვშორდი სპორტსაც რომელიც ჩემი ცხოვრების სტიმულია,სხვა მხარეში წარვდექი ჩემი დაწერილი თემით ,აქ ამ თემაში ჩავდე ჩემი უსაზღვრო სიყვარული და ის განვლილი გზა,რომელმაც თქვენამდე მომიყვანა.არ ვიცი როგორ გზას მარგუნებს ღმერთი,თუმცა ამაყად შემიძლია ვთქვა,რომ თქვენ წინ ის უსუსური გოგო კიარა,ძლიერი,თავდაჯერებული და ცხოვრებასთან მებრძოლი გოგო დგას,რომელსაც სიცოცხლე ძალიან უხარია და ცხოვრებას არასოდეს დანებდება.
მიზანი 5: გენდერული თანასწორობის მიღწევა და ყველა ქალისა და გოგონას შესაძლებლობების გაუმჯობესება 
მიზანი 15: დედამიწის ეკოსისტემების დაცვა, აღდგენა და მდგრადი გამოყენება, ტყეების გონივრული მართვა, გაუდაბურების აღკვეთა, ნიადაგის დეგრადაციის შეჩერება და  აღდგენა-გაუმჯობესება, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება
სსიპ ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალის N2 საჯარო სკოლის
IX  კლასის მოსწავლე -  სალომე მღებრიშვილი
მეტყევე?! - რატომაც არა?

სმენიათ პროფესია მეტყევის შესახებ? თუ არა ჯერ ენციკლოპედიურ ცოდნას გაგიზიარებთ ამ პროფესიის შესახებ და მოგვიანებით ჩვენს სიახლოვეს მცხოვრებ ორ ყოფილ მეტყევეს გაგაცნობთ ქალბატონ ნაირა და სტეფანე თელიაშვილებს. იქამდე კი... მეტყევე არის ტყის მოწყობის, დაცვის და გამოყენების სპეციალისტი. ბევრი მეტყევეს აიგივებს ტყის მცველთან ეს კი ორი განსხვავებული პროფესიაა. ადამიანების უმრავლესობას ერთმანეთში ერევა ტყის მცველი და მეტყევე; თუმცა მონათესავე, მაგრამ სხვადასხვა პროფესიებია. მეტყევე არის ტყის გამგებელი. იგი პასუხისმგებელია სატყეო მეურნეობის არსებობაზე. მეტყევეს არამარტო ტყის ბინადართა დაცვა აინტერესებს, არამედ ეხმარება ტყეს, როგორც ეკოსისტემას. მეტყევე პასუხისმგებელია იმაზე, რომ ხეების ჭრამ ტყე არ დააზარალოს, რომ გამოჭრილ და გამომწვარ ადგილზე დროულად ჩაიყაროს ახალი ნერგები, არ გაჩნდეს ხერგილები და ა.შ. იგი ამზადებს თესლებსა და ნერგებს, განსაზღვრავს მათი დარგვის დროსა და ადგილს. მეტყევისა და მისი დამხმარეების მონდომების წყალობით ცარიელ ადგილას შეიძლება ხელოვნური ახალნაშენი ტყე გაჩნდეს. ტყე რომ ჯანმრთელი იყოს, მეტყევე თვალს ადევნებს ხეების ავადმყოფობის ნიშნებს, მავნე მწერების გამოჩენას. საჭიროებისამებრ, გეგმავს ხეების სანიტარულ გამოჭრას. ასეთი გამოჭრების დროს იჭრება ავადმყოფი, დაზიანებული და გამომხმარი ხეები, რომელთა განკურნება შეუძლებელია. ხშირად, ავადმყოფი ხე თავად ხდება ინფექციისა და მავნებლების ბუდე. მოჭრილი, ავადმყოფი ხეების და ჯანმრთელი ხეების ერთად გადაზიდვაც კი არ შეიძლება. მაგრამ, ამასთანავე, არ შეიძლება მოჭრილი, გამხმარი, თუ დაზიანებული მორების ხანგრძლივად ტყეში გაჩერებაც. ეს ხანძრის საშიშროებას წარმოქმნის. როცა საქმე ეხება ძვირფას ჯიშებს, იშვიათ ეგზემპლიარებს, თუ უბრალოდ ხეებს, რომელთაც ისტორიული მნიშვნელობა გააჩნიათ, მეტყევე ცდილობს, მათ სიცოცხლე გაუხანგრძლივონ. იმისათის, რომ მუშაობა კარგად წარმართოს, მეტყევეს უნდა ჰქონდეს ღრმა ცოდნა, რომელსაც მხოლოდ უმაღლესი განათლება იძლევა. მაგრამ ყველაფრის მიუხედავად, მეტყევის შრომის უარყოფითი მხარე ის არის, რომ მხოლოდ შორეულ შედეგებს იძლევა. თუ აგრონომის შრომა რამოდენიმე თვეში იძლევა შედეგს, მეტყევის შრომა ოცი, ორმოცი, ორმოცდაათი და ოთხმოცი წლის მერე იძლევა შედეგს. მაგარამ, ეს პროფესია მაინც უყვართ ადამიანებს, რომელთაც აინტერესებთ მცენარეები, ცხოველები და შრომა ცოცხალ ბუნებაში ურჩევნიათ, ვიდრე ბიოლოგიურ ლაბორატორიებში.იმისათვის, რომ მეტყევე გახდე, უნდა დაამთავრო უმაღლესი სასწავლებელი სპეციალობით ,,სატყეო მეურნეობა“ ან ,,სატყეო საქმე. იყო კარგი მეტყევე ძალიან რთულია, ამიტომაც პირადად მე ვფიქრობ, რომ ეს სფერო ადამიანებში დაინტერესებას ნაკლებად იწვევს და ამიტომაც საჭიროა ამ პროფესიის წარმომადგენლებმა დაანახონ მომავალ თაობას ამ პროფესიის არსი და ღვაწლი. სწორედ ამ მიზნით ქალაქ ვალეში მცხოვრებ სტეფანე თელიაშვილსა და ნაირა თელიაშვილს უნდა ვეწვიოთ ,,ეკო-vision" -ის წევრები, მათთან ინტერვიუს ჩაწერის ან უბრალოდ მათი საქმიანობის შესახებ საუბრით პროფესია მეტყევე-ს პოპულარიზაცია უნდა გავუწიოთ და ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას ჩვენი ძალისხმევა და მონდომება დავუპირისპიროთ.
მიზანი 15: დედამიწის ეკოსისტემების დაცვა, აღდგენა და მდგრადი გამოყენება, ტყეების გონივრული მართვა, გაუდაბურების აღკვეთა, ნიადაგის დეგრადაციის შეჩერება და  აღდგენა-გაუმჯობესება, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება                          
სსიპ ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალის
N2 საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე -ეკა ხითარიშვილი
         იცით თუ არა რომ?
      (გოდერძის უღელტეხილი)
          თბილისიდან თუ საქართველოს სამხრეთ-დასავლეთით წახვალ  და  477 კილომეტრს გაივლი, მოხვდები მაღალმთიან აჭარაში გოდერძის უღელტეხილზე, რომელიც ზღვის დონიდან 2027 მეტრზე მდებარეობს. ალბათ 477 კილომეტრი  რომ წაიკითხეთ წასვლა  გადაიფიქრეთ, არა? თუმცა არ შეშინდეთ, დედაქალაქიდან გოდერძის უღელტეხილამდე მიმავალი უმოკლესი გზითაც შეგიძლიათ წახვიდეთ, რომელიც ახალციხეზე გადის. გზად შეგიძლიათ სამცხის ულამაზესი ისტორიული ადგილები მოინახულოთ და ამის შემდეგ  ხულოს გავლით გოდერძის უღელტეხილზე გადახვიდეთ.
   უღელტეხილის მიდამოებში შემორჩენილია ბუნების საოცრება „გოდერძის განამარხებული ტყე“,რომლის შესწავლის შედეგად მეცნიერებმა  დადგინეს, რომ პალმის, მაგნოლიის და დაფნის ხეები 9 მილიონი წლის წინ ვულკანის ამოფრქვევის შემდეგ ფერფლს დაუფარავს და დროთა განმავლობაში გაუქვავებია.ამ ფაქტმა ცოტა არ იყოს დამაბნია და გამაკვირვა -  ვულკანი და საქართველო?
მაშინვე გადავწყვიტე მომეძიებინა ინფორმაცია და აი რას მივაკვლიემსოფლიოში უამრავი მოქმედი თუ ჩამქრალი ვულკანია.დღეს კავკასია ამ მხრივ მშვიდი რეგიონია,მაგრამ ოდესღაც დაახლოებით 7-8 მილიონი წლის წინ, კავკასიაში ვულკანიზმის გააქტიურება დაიწყომაშინდელი ვულკანების ყველაზე დიდი გამოვლინება სამხრეთ საქართველოშიმცირე კავკასიონზე ყოფილაგანსაკუთრებით კი სამცხისა და აჭარის საზღვარზეგოდერძის უღელტეხილთანვულკანიზმის შემდეგი გააქტიურებარომელიც შედარებით მცირე მასშტაბის იყო, 3 მილიონი წლის წინ დაფიქსირდა და ის ისევ სამხრეთ საქართველოს ტერიტორიას უკავშირდებ.“ამბობს   "ილიაუნის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისგეოგრაფიის დეპარტამენტის უფროსი ლაშა სუხიშვილი-
   გოდერძის უღელტეხილზე ერთ- ერთი ულამაზესი ადგილია  „ მწვანე ტბა. ის მდებარეობს ზღვის დონიდან 2058 მეტრზე,რომელიც   თოვლისწვიმისა და მიწისქვეშა წყლებით  საზრდოობსტბისა და მის მიმდებარე ტერიტორიის სანახავად დაახლოებით 1 საათია საჭირო,სადაც შეიგრძნობთ ნამდვილ ბუნების სილამაზე.
  გოდერძის უღელტეხილი წელიწადის ყველა დროს ლამაზია ,მაგრამ განსაკუთრებით ლამაზია იანვარ-თებერვალში. რადგან ამ დროს არის ყველაზე მაღალი ხარისხის თოვლი  და იწყება  ყველაზე გრძელი სათხილამურო სეზონი საქართველოში.
  მაღალმთიან აჭარაში ყოფნის დროს არ უნდა დაგვავიწყდეს ხიხანის ციხეს მონახულება.
აჭარაში ერთ-ერთი მნიშვნელოვან სანახაობად ხიხანის ციხე ითვლება. იგი  წარმოადგენდა ქართველ დიდებულთა თავშესაფარს, რომელიც მნიშვნელოვან ადგილას იყო აშენებული.როდესაც თბილისსა და გორს მტერი შემოესეოდა ქართველთა დიდებულები ხიხანის ციხეს აფარებდნენ თავს. ამავდროულად ამ ციხეს თამარ მეფის ციხედაც მოიხსენიებენ,რადგან უამრავი ლეგენდაა მასთან დაკავშირებული.

და ბოლოს გოდერძის უღელტეხილიდან 7 კილომეტრში მდებარეობს სოფელი ბეშუმირომელიც მდებარეობს ალპურ ზონაში და შემოფარგლულია წიწვოვანი ტყეებით. სოფელში,აგვისტოში ტრადიციული სახალხო დღესასწაული - შუამთობა იმართეება დღესასწაული   შუამთობა ტარდებარომლის დროსაც სხვადასხვა ღონისძიებებთან ერთად  დოღ იმართება.

   რას არ წააწყდები ჩვენ ულამაზეს და ყოვლის მნახველ ქვეყანაში.
   
მიზანი 15: დედამიწის ეკოსისტემების დაცვა, აღდგენა და მდგრადი გამოყენება, ტყეების გონივრული მართვა, გაუდაბურების აღკვეთა, ნიადაგის დეგრადაციის შეჩერება და  აღდგენა-გაუმჯობესება, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება
სსიპ ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალის N2 საჯარო სკოლის
XI კლასის მოსწავლე-მელანო სართანია
გავუფრთხილდეთ დედამიწას, არ მოგვიწყოს მან გაფიცვა !!!
   დედამიწა  სიცოცხლისათვის საჭირო ყველა პირობას გვაძლევს, მაგრამ ჩვენ წინდაუხედავად   და  დაუდევრად ვიყენებთ  მშობლიური პლანეტისგან ბოძებულ რესურსებს. მას არ ვაფასებთ, არ ვუფრთხილდებით, არ ვიცავთ, ვაბინძურებთ, ვაზიანებთ, თითქოს მას გამუდმებით ვებრძვით! ის კი  ცდილობს,  როგორმე გადარჩეს და მოგვაწოდოს ჩვენთვის ასე აუცილებელი ჟანგბადი,  წყალი,   საკვები,  მზის   სითბო   და იდეა- ცხოვრების    მშვენიერებისა   და     სიცოცხლით ტკბობის   შესახებ   (საოცარ ფლორასთან და ეგზოტიკურ  ცხოველთა   სამყაროსთან   ერთად),    საკუთარ   გულში   დამალული  უამრავი სასარგებლო წიაღისეული, მომავლის იმედი  და   ბევრი სხვა რამ.
      მე რომ მის ადგილზე ვყოფილიყავი,  დიდი  ხნის  წინ გავიფიცებოდი და ადამიანებს ბედის ანაბარა დავტოვებდი. გავაჩერებდი წყლის წრებრუნვას, ხეებს ვუბრძანებდი- ჟანგბადი აღარ გამოეყოთ,   ( რადგან ადამიანები მათ გამუდმებით ჩეხავენ) ,   მზის სხივებს გალაქტიკაში დავტოვებდი და სითბოს აღარ მივიღებდი, აღარ ვიბრუნებდი,   აღარც ჩემი ღერძის და აღარც მზის გარშემო. დედამიწზე სიცოცხლე აღარ იარსებებდა...
      საბედნიეროდ,   ჩვენს პლანეტას ჩემზე უკეთესი ხასიათი და მოთმინების უნარი აქვს, ამიტომ ცდილობს გადაგვარჩინოს და გააგრძელოს წყლის წრებრუნვა, ყველაფრის მიუხედავად,   ხეებმა მაინც შთანთქონ ნახშირორჟანგი და გამოყონ ჟანგბადი, სითბო შეინარჩუნოს და იბრუნოს,   როგორც საკუთარი ღერძის,  ასევე - მზის გარშემო,  მაგრამ სადამდე?!  სადამდე ეყოფა მოთბინება  ?!  როდემდე გაუძლებს ჩვენს ასეთ ზეწოლას?!    თუ   ისევ გავაგრძელებთ მისთვის ტკივილისა და ტანჯვის მიყენებას,  ვეღარ   გაუძლებს და უბრალოდ სიცოცხლეს შეწყვეტს.
    მე რომ დედამიწასთან საუბარის საშუალება მქონოდა,   ბოდიშს მოვუხდიდი  ყველაფრისთვის,  რაც ადამიანს მისთვის დაუშავებია,  მაგრამ „ ბოდიში რომ წამალი იყოს,  აფთიაქში გაიყიდებოდა“, ამიტომ ჩემი ბოდიშით ვითარებას ვერ გამოვასწორებდი, მაგრამ თუ ჩვენ ყველა ერთად ვიმოქმედებთ,  ყველაფერი მოგვარებადია.   მოდით,  დედამიწას  ყველა ერთად  გავუფრთხილდეთ,   სანამ  მართლა გაიფიცება !
         პარტნიორობა და ერთმანეთის მხარში დგომა ყველაფერს გამოასწორებს. 
       როდესაც ჩვენი პლანეტის განუმეორებლობაზე ვსაუბრობთ, არ  უნდა დაგვავიწყდეს, რომ  მსოფლიო ყოველწლიურად  გრანდიოზული   ღონისძიებებით აღნიშნავს  როგორც დედამიწის   დღეს (ის შეერთებული შტატების სენატორმა გეილორდ ნელსონმა დააფუძვნა გარემოზე სამსჯელოდ და პირველად 1970 წლის 22 აპრილს გაიმართა),   ისე-გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეს  ( 5  ივნისს).  იგი დღესრღეობით ყოველწლიურად აღინიშნება 193-ზე მეტ ქვეყანაში, ხოლო მსოფლიოში მრავალი გაერთიანება დედამიწის კვირას აღნიშნავს.   უნდა აღინიშნოს, რომ 2016 აშშ, ჩინეთის  და სხვა 120 ქვეყნის მიერ ხელი მოეწერა  ,,პარიზის შეთანხმებას“, რის შედეგადაც უნდა ამოქმედდეს ისტორიული კლიმატის  დაცვის შეთანხმება. იგი 2015 წელს  გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენციის მონაწილე 195 სახელმწიფომ დადო პარიზში.
     საყურადღებოა, რომ   ჩვენს სკოლაშიც არაერთხელ აღგვინიშნავს ეს დღე  საინტერესო ღონისძიებებითა თუ პროექტ-გაკვეთილებით:  ,,ჩემი მწვანე საკლასო ოთახი“,  ,,დარგე ხე,  გაამწვანე გარემო“,  ,,გამომშვიდობება ნეკერჩხლის წითელ  ფოთოლთან“,  ,,შვლის ნუკრის ნაამბობი  და ხერხემლიანი ცხოველები“  და სხვ.
    ასე თუ  ისე , ცხადია ყველაფერი რაც ჩვენ ვაკეთეთ დედამიწისათვის , მსოფლიოსთან ერთად თუ მის გარეშე არასაკმარისია,  არ  გავჩერდეთ, წინ დედამიწის გადასარჩენად!
     გავუფრთხილდეთ   დედამიწას, არ მოგვიწყოს მან გაფიცვა!
   
მიზანი 6:   წყლის მდგრადი მართვისა და სანიტარული ნორმების დაცვის საყოველთაო უზრუნველყოფა
სსიპ ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალის N2 საჯარო სკოლის
XI  კლასის მოსწავლე - მელანო სართანია
   სიცოცხლე ანუ  H2O

წყალი არის  ჩვენი პლანეტის ერთ- ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალა, რომლის რაოდენობა სავარაუდოდ დედამიწაზე   შეადგენს  1400 მილიარდ მ3-ს. მსოფლიო ოკენეში გვხვდება წყლის 96%, დანარჩენი კი - მიწისქვეშა წყლების, ტბების, მყინვარების, ნიადაგის ტენის და მდინარეების სახით. წყალი  ატმოსფეროში გვხვდება  წვიმის წყალის სახით. ჩვეულებრივ პირობებში წყალში  გახსნილია  სხვადასხვა რაოდენობით მარილები, ორგანული ნივთიერებები და აირები.
    წყალი დედამიწის 2/3-ს შეადგენს. ძალიან ძნელია მოვძებნოთ ისეთი სხეული ბუნებაში, რომლის შემადგენლობაშიც წყალი არ იყოს. წყალი არის ის ერთადერთი  არაორგანული ნივთიერება, რომელიც გვხვდება სამივე აგრეგატულ მდგომარეობაში: მყარი, აირადი და თხევადი.

   XVIII საუკუნის შუა ხნამდე წყალს თვლიდნენ დაუყოფელ ნივთიერებად.  1783 წელს ფრანგი ქიმიკოსი ანტუან ლავუაზიე იმ დასკვნამდე მივიდა, რომ  წყალს გააჩნია  საკმაოდ რთული აგებულება, რომლის შემადგენლობაში შედის წყალბადი და ჟანგბადი.
     ერთი საუკუნის განმავლობაში ყველა წყალს  თვლიდა უგემო, უსუნო და უფერო ნაერთად. მისი ჩაწერა შეიძლებოდა ერთადერთი ფორმულით H2O(წყალბადის ოქსიდი).  მხოლოდ 1932 წელს მსოფლიოში გავრცელდა სენსაციური ცნობა იმის შესახებ, რომ ჩვეულებრივი წყლის გარდა ბუნებაში არსებობს მძიმე წყალიც. დღეისმდგომარეობით წყლის იზოტოპური ნაირსახეობა შეადგენს 135-ს.
  წყალი არის ისეთი მოძრავი, რომ აქტიურ ადამიანზეც კი ამბობენ   “ წყალივითააო“ . წყალივით მოძრავი და ცვალებადია შეხედულებები მის აგებულებაზემეცნიერები აგრძელებენ კვლევებს და ელიან ახალ აღმოჩენებს წყალთან მიმართებაშიმაგალითად,  დღეს უკვე დამტკიცებულია თეორია წყლის ინფორმაციული მეხსიერების შესახებ.  ეს არის  წყლის თვისება აღიქვას და გადასცეს ნეგატიური ან პოზიტიური ინფორმაცია იმ მატერიის შესახებ, რომელთანაც მას ჰქონია ადრე კონტაქტი.
      ყველა ზემოთქმულის გათვალისწინებით, ადამიანები უბრალოდ  ვერ ვიარსებებთ წყლის გარეშე,  მაგრამ რამდენს დაგვრჩენია ონკანი გახსნილი, რამდენჯერ დაგვინახავს გზაზე დაქცეული სასმელი წყლის ნაკადი, რამდენჯერ არ გადაგვიხდია წყლის გადასახადი და რამდენჯერ ჩაგვიგდია მდინარეში ნაგავი?.. არ გვხსოვს, რომ:  ,,ყველა, საქართველოში  მცხოვრები, ვალდებულია უზრუნველყოს წყლის რაციონალური და მდგრადი გამოყენება და დაცვა, არ დაუშვას მისი გაბინძურება, დანაგვიანება და დაშრეტა.“( საქართველოს კანონი წყლის შესახებ)
    წყალი, მნიშვნელობით ადამიანის ორგანიზმისთვის, მეორე ნივთიერებაა ჟანგბადის შემდეგ. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ადამიანს საკვების გარეშე შეუძლია გაძლოს ოთხი კვირა, ხოლო წყლის გარეშე  არა უმეტეს შვიდი დღისა.
     მეცნიერთა უმრავლესობა თვლის, რომ ადამიანის სიცოცხლე წარმოადგენს ,,ბრძოლას წყლის მოსაპოვებლად“. ბავშვის ორგანიზმი დაბადებიდან ერთი წლის ასაკამდე შეიცავს 80-85% წყალს.  18 წლის ასაკისთვის ორგანიზმში წყლის შემცველობა მცირდება 65-70%-მდე.მოხუცებში კი - 25%-მდე.
დედამიწა  + წყალი = სიცოცხლე
 ვინაიდან წყლის  გარეშე დედამიწაზე სიცოცხლე არ იქნებოდა და  წყალი სიცოცხლის „გასაღებია“ , ჰიდროსფეროსა და მის რესურსებს უნდა მოვუფრთხილდეთ და გონივრულად გამოვიყენოთ.
  
                                                  
მიზანი 15: დედამიწის ეკოსისტემების დაცვა, აღდგენა და მდგრადი გამოყენება, ტყეების გონივრული მართვა, გაუდაბურების აღკვეთა, ნიადაგის დეგრადაციის შეჩერება და  აღდგენა-გაუმჯობესება, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება                                                            
  თოვლი
    დღეს 22 ნოემბერს ჩემს მშობლიურ ქალაქში, პატარა და მყუდრო ვალეში პირველი თოვლი მოვიდა, ხოდა მეც ძალიან მომინდა რამე თოვლზე, ზამთრის მოლოდინზე და თოვლთან ასოცირებულ ემოციებსა თუ ფაქტებზე ერთდროულად დამეწერა.
 მაინც,  რა  არის თოვლი?
      ერთი  შეხედვით  ადამიანებისთვის  ეს  იმ თეთრ  და ნაზ ფანტელებთან ასოცირდება, რომელიც მხოლოდ ერთი  სეზონისთვის -   ცივი და  სუსხიანი ზამთრისთვის არის დამახასიათებელი. დიახ, ეს ასეც არის, მაგარამ კონკრეტული განმარტება იმის შესახებ, თუ რა არის თოვლი? - შემდეგში მდგომარეობს. თოვლი  ატმოსფერული ნალექის  სახეა, რომელიც შედგება მრავალი ფიფქისგან. მას აქვს მყარი კრისტალური წყლის ნალექის   ფორმა   და ღრუბლებიდან ცვივა.  თოვლს  არის   რბილი სტრუქტურა. ეს  იმ შემთხვევის გარდა, თუ იგი  გარე წნევითაა დაწნეხილი. ფიფქი იქმნება იმ დროს, როდესაც წყლის წვეთები  ღრუბლებში მტვრის ნაწილაკებს ეწებება და იყინება. ახლადწარმოქმნილი ყინულის მყარი კრისტალები თავიდან არ აჭარბებს 0,1მმ დიამეტრს, მაგრამ  როდესაც ქვემოთ ვარდება  მათი ზომა  თანდათან მატულობს ,,ატმოსფერული ტენის კონდენსაციის შედეგად“. იმისთვის, რომ  შეიქმნას ერთი ფიფქი, თურმე საჭიროა მილიონი  რაოდენობის წყლის მიკრო-წვეთი. ცნობილია, რომ თურმე  ,,დედამიწაზე ზამთარში ნალექის სახით მოდის დაახლოებით სეპტილიონი ( 24 ნული) ფიფქი“.
     სულ ცოტა  ხნის წინ, მეცნიერები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ბუნებაში  არ არსებობს ორი ერთნაირი  ფიფქი. ეს ფაქტი მეცხრამეტე საუკუნის ოთხმოციან  წლებში ამერიკელმა ფოტოგრაფმა უილსონ ბენტლიმ  დაადგინა.  პირველი ფოტო მან 1885 წლის 15 იანვარს გადაუღო ფიფქს. შემდგომში  მან გააგრძელა ფოტოების გადაღება და 5000 –ზე მეტ  ფიფქს გადაუღო სურათი. შემდეგ კი   დაიწყო ფიფქების  შესწავლა თავის ფიზიკოს მეგობარ- პერკინსთან ერთად. სწორედ  ბენტლი და პერკინსი იყვნენ ის ადამიანები, რომლებმაც პირველად განაცხადეს,  რომ  არ არსებობს ბუნებაში ორი ერთნაირი ფიფქი. დღეს კი მეცნიერებმა  შეძლეს და  დაამტკიცეს ასეთი მოსაზრება, რომ  ,,დედამიწაზე ფიფქების  ფორმების  რაოდენობა  აჭარბებს ატომების რაოდენობას“.
    უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ ადამიანების უმეტესობას თოვლი საერთოდ არ უნახავს. მათ თოვლი ნანახი აქვთ სურათებსა და ფილმებში. ჩვენ კი ამ მხრივ ძალიან განებივრებულები ვართ და ძალიან შევეჩვიეთ თოვლს. მე პირადად ძალიან მიყვარს თოვლში სიარული. არაჩვეულებრივი სანახავია თოვის პროცესი. როცა, თოვლი მოდის ისმის  ჩუმი ხმა,  თითქოს თოვლი შრიალებს, ეს კი - ფიფქების მსხვრევის ხმაა. ფიფქები შესახედავად ძალიან ლამაზია, ზოგი–დიდია, ზოგი– პატარა, ზოგი- ვარსკვლავს გავს, ზოგი კი-ყვავილს.
   ვფიქრობ, თოვლი ყველა ადამიანს უყვარს, რადგან ის ყველას კარგ ხასიათზე აყენებს  და  მათში  ცივი ზამთრის კი არა უფრო საახალწლო სამზადისის სურვილს და სადღესასწაულო მოლოდინს აღძრავს.
       ბოლოს,  მინდა გესაუბროთ იმ სარგებლობაზე, რასაც თოვლში სიარულს მოჰყავს. თურმე თოვლში სეირნობა ფიზიკური აქტივობის ერთ-ერთი ფორმა ყოფილა.  გართობის მიზნით გუნდაობა, თოვლის ბაბუის გაკეთება, სრიალი თხილამურებით   და სხვა მოქმედებები გვანთავისუფლებს გარკვეული რაოდენობის კალორიებისაგან. ზოგიერთი ექსპერტი თვლის, რომ როცა გარეთ თოვლს ადამიანს სძინავს უფრო მშვიდად. ალბათ გსმენიათ, რომ ძილი  ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფიზიოლოგიური პროცესია. ასევე ძალიან სასარგებლოა  თოვლში გართობა ფსიქიკური ჯანმრთელობისათვის. ამ გზით უმჯობედება მათი გუნება-განწყობა.  უნდა ავღნიშნო, რომ თოვის დროს იწმინდება და სუფთავდება  ჰაერი. სწორედ ამიტომ ვფიქრომ,   თავი კარგად  რომ  იგრძნოთ მნიშვნელოვანია  ხშირად ვისეირნოთ  თოვლით დაფარულ ქუჩებში.
 ხშირად ისეირნეთ თოვლში!
  
მიზანი 3: ჯანსაღი ცხოვრებისა და კეთილდღეობის უზრუნვლეყოფა ყველა ასაკის ადამიანისათვის.
მიზანი 15: დედამიწის ეკოსისტემების დაცვა, აღდგენა და მდგრადი გამოყენება, ტყეების გონივრული მართვა, გაუდაბურების აღკვეთა, ნიადაგის დეგრადაციის შეჩერება და  აღდგენა-გაუმჯობესება, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება
სსიპ ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალის N2 საჯარო სკოლის
XI  კლასის მოსწავლე -ეკა ხითარიშვილი    

  მევენახეობა მესხეთში

„სადაც ქართველი კაცია,
იქვე ვაზი ჰყავს ძმობილად,
ვინ იცის ვაზიც,ქართველიც,
იქნება ერთად შობილან!“
    ვკითხულობ ჩემთვის უცნობი პოეტის სიტყვებს და სრულიად ვეთანხმები. თუ საქართველოს ისტორიას გადავხედავთ ქართველი კაცისთვის ვაზი და ღვინო ოდითგანვე სათაყვანებელი იყო.  „იქნებ ვაზია სამშობლო?თუ დაბლარია დაჩოქილმა უნდა დაკრიფო,თუ მაღლარია -ცაში ხელაპყრობილმა“- წერს ნოდარ დუმბაძე.
 უხსოვარი დროიდან ჩვენი წინაპრები უვლიდნენ  და გამოჰყავდათ არაერთი ვაზის ჯიშები,საყოფაცხოვრებლო ნივთებსაც კი ვაზის გამოსახულებით ამკობდნენ.
     დღეს ნებისმიერ ქართველს, რომ ჰკითხო საქართველოს რომელი კუთხე ითვლება მევენახეობის სამშობლოდო,დაუფიქრებლად დაასახელებენ კახეთს,იმერეთს, შეიძლება რაჭაც თქვან.სამცხე-ჯავახეთს ალბად რამდენიმე ადამიანი იტყვის(ესაც კარგია).

მესხეთში რომ უძველესი დროიდან მევენახეობა იყო გავრცელებული ამაზე მეტყველებს არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ქვევრები,საწნახელები,მარნები და ა.შ. ასევე სხვადასხვა ისტორიულ წყაროებში შემორჩენილია ინფორმაცია სამცხე-ჯავახეთის სოფლებში გაველურებული ვაზის ნარჩენების შესახებ.
     ჯავახეთში,არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილ ვერცხლის თასზე გამოსახულია  ვაზის ანუ „სიცოცლის ხე“,რომელიც ძველი წელთაღრიცხვით მესამე ათასწლეულით თარიღდება.
   აგრეთვე თქვენი ყურადღება მინდა შევაჩერო იმ ფაქტზე რომ როდესაც წმინდა ნინო საქართველოში, ქართველის გასაქრისტიანებლად,ჯავახეთის გზიდან შემოდის, მას ხელში სწორედ ვაზის ტოტებისგან შეკრული ჯვარი უჭირავს.
მესხეთში ვაზის მრავალი ჯიში ყოფილა გავრცელებული.ივანე ჯავახიშვილი მესხეთში გავრცელებულ მხოლოდ რამდენიმე  ჯიშს ასახელებს. ესენია „ბუდეშური,თითა-ყურძენი,ცხენისძუძუ,საღვინე და ხარისთვალა.“
განსხვავებული მოსაზრება აქვს ნიკო კეცხოველს  და სამცხე-ჯავახეთში უხსოვარი დროიდან არსებულ ვაზის სხვადასხვა ჯიშს ასახელებს,მაგალითად: „თავცეცხლა,კლერტმაგარა,არიჭული,ბეჯანა და სხვა“.
ასევე 1950-იან წლებში მკვლევარები ასახელებენ მესხეთში შემდეგი  ვაზის სახეობებს,როგორიცაა:“ალიგოტე“,“ჩინური“,“მწვანე გორული“,“რქაწითელი“,“პინოშავი“.
თავდაპირველად მესხეთში ვაზის დაბალი ჯიშები ყოფილა გავრცელებული,მოგვიანებით ისინი განადგურებულა.
დღეს მესხეთში დიდი ენთუზიაზმით მიმდინარეობს   უძველესი ტერასების აღდგენითი სამუშაოები.
   ერთდროს სამცხეში ტერასები მდინარე მტკვრის ზემო წელზე იყო გაშენებული. მიწის სიმცირის გამო მოსახლეობამ ფერდობები გაასწორა,ერთი მხარე ქვის კედლებით ამოაშენა და მიწა ისე მიაყარა.ტერასებზე სამცხელ გლეხებს ძირითადად ვენახები და ბაღები ქონდათ გაშენებული.
   ოსმალების მიერ, ამ მხარის დაპყრობის შემდეგ,ტერასებიც განადგურდა და მევენახეობაც დაკნინდა და შეიძლება ითქვას აღარ არსებობდა.მეოცე საუკუნის 50-იან წლებში მესხეთში იმერეთიდან მოსახლეობის გადმოსახლების შემდეგ მევენახეობა კვლავ აღორძინდა.
                      

იზანი 4: ინკლუზიური და თანასწორი განათლების უზრუნველყოფა და უწყვეტი სწავლის შესაძლებლობის შექმნა ყველასათვის

სსიპ ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალის N2 საჯარო სკოლის
XI კლასის მოსწავლე - მელანო სართანია

   შენ მარტო არ ხარ!!!
 „ერთი ყველასათვის და ყველა ერთისათვის„  
 ხშირად გამიგონია  მოიქეცი ნორმარული ადამიანივით“!   ჩემი აზრით, 
  ნორმა არ   არსებობს!!!
    ყველა პიროვნება ერთნაირი ვერ იქნებაყველას ვერ ექნება ერთნაირი შესაძლებლობები (როგორც -ფიზიკური ისე -გონებრივი).  ასერომ ყველა ადამიანი განსხვავებულია,  თუმცა  ამ განსხვავების მიუხედავად,   ყველას აქვს სიცოცხლისა და ზრდა-განვითარების უფლებაყველა თანაბარიაგახსოვდეს „ შენი უფლებები მთავდება იქ,  სადაც იწყება სხვისი უფლებები“.  რაც შეეხება    შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) პირის  უფლებებს,  სახელმწიფო ვალდებულია,  მათ  შეუქმნას ყველა საჭირო პირობა ინდივიდუალური განვითარებისთვისსპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე  (სსსმპირებსათვის  კი საჭიროა ეროვნული სასწავლო გეგმის მოდიფიცირება,  ანუ ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენა და განხორციელება.  სსსმ  მოსწავლეები ჩართულნი არიან ინკლუზიური განათლების პროგრამაში. ნკლუზიური განათლების დანერგვა პროფესიული განათლების სისტემაში, რომელიც  2013 წლის  იანვრიდან  დაიწყო.  ეს პროგრამა გულისხმობს სსსმ მოსწავლისათვის მოქნილი და მის შესაძლებლობებს მორგებული გრძელვადიანი და მოკლევადიანი მიზნების ჩამოყალიბებასა და შესაბამისი აქტივობების შედგენას, რომელსაც მულტიდისციპლინარული გუნდი განიხილავს.  სსსმ მოსწავლე მარტო არაა საკუთარ განსაკუთრებულობასთან. მას  არაერთი პროფესიონალი პედაგოგი  ეხმარება და   წარმატებისათვის გზას უკვალავს. ამავდროულად,  სსსმ  მოსწავლეებისათვის   მნიშვნელოვანია თანატოლებთან კომუნიკაცია „ ერთი ყველასთვის და ყველა ერთისათვის“. ჩვენ მზად ვართ თანადგომა გამოუცხადოთ   სსსმ   მოსწავლეებს.
     სსსმ მოსწავლე ჩემს  კლასშიცაა, ის  გულკეთილი და ყურადღებიანია.   უყვარს ჩვენთან ერთად ღონისძიებებში მონაწილეობა და  სასკოლო ექსკურსიებზე წამოსვლა, ჩვენ ერთად დასუფთავების აქციებსა და  ეზოს გამწვანების ღონისძიებებშიც ვმონაწილეობთ.  არ დაგიმალავთ და თავიდან მას პრობლემები ჰქონდა ჩვენთან ურთიერთობაში, ხშირად არ გვესმოდა მისი, გავურბოდით, მაგრამ მასწავლებლებმა ჩვენთან ერთად არაერთ საგანმანათლებლო პროექტში ჩართეს  და ახლა  ეს ბარიერი გადალახულია.
      ერთხელ,  როდესაც ზაფხულში ლაშქრობა მოვაწყვეთ  კლასელებმა, შოთაც  წავიყვანეთ.   ფიჩხი   მოვაგროვეთ, საგზალი გავშალეთ და კოცონი გავაჩაღეთ. ახლომახლო ყველა ხე მოვინახულეთ, ზოგს დავუმეგობრდით კიდეც, შოთაც კმაყოფილი იყო. ჩვენთან ერთად დარბოდა და სოკოებს ეძებდა.  
     შარშან,  გაზაფხულზე  სპეცმასწავლებელმა შემოგვთავაზა, რომ შოთიკოსთან ერთად პოეზიის საღამო მოგვეწყო. მართლაც, ლექსები ამოვარჩიეთ და ჩავატარეთ ტერენტი გრანელისადმი  მიძღვნილი პოეზის საღამო. შოთაც აქტიურად მონაწილეობდა, თავის ლექსი თითქმის ზეპირად იცოდა და მომეჩვენა, რომ გრძნობით კითხულობდა.
       გარდა  ზემოთაღნიშნულისა, ჩვენი კლასელი სსსმ მოსწავლე ყოველთვის  ჩართულია ჯგუფურ მუშაობასა და სკოლისგარეშე აქტივობებში. მიმაჩნია, რომ   ხანდახან ჩვენგან  არაფრით არ გამოირჩევა.  ჩვენ მზად ვართ,  მას ყოველთვის დავეხმაროთ. 
         თანამედროვე სამყაროში  არცერთი ადამიანს უფლება არ უნდა შეილოხოს. ყველა ბავშვს აქვს უფლება, რომ ისწავლოს და იცხოვროს სრულყოფილი ცხოვრებით.
          სსსმ მოსწავლეებს შევახსენებ, რომ ისინი მარტო არ არიან!!!
   
მიზანი 15: დედამიწის ეკოსისტემების დაცვა, აღდგენა და მდგრადი გამოყენება, ტყეების გონივრული მართვა, გაუდაბურების აღკვეთა, ნიადაგის დეგრადაციის შეჩერება და  აღდგენა-გაუმჯობესება, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება
მიზანი 12: მდგრადი მოხმარება და წარმოება.

სსიპ ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალის N2 საჯარო
სკოლის IX კლასის მოსწავლე - სალომე მღებრიშვილი

ნიადაგი - დედამიწის ნაწილი, რომელსაც დაცვა სჭირდება
    კნუტს სჭირდება  კატა   გასაზრდელად, სპლიყვს სჭირდება სპილო აღსაზრდელად, ბავშვს სჭირდება დედა, ასეა მცენარეების შემთხვევაშიც მცენარეს სჭირდება  ნიადაგი იმისთვის ,რომ გაიზარდოს  და  აყვავდეს. მცენარესა და ნიადაგს შორის ურთიერთგავლენა მეტად მრავალმხრივი. ალბათ უმრავლესობამ იცის ის, თუ რა არის ნიადაგი? რისგან შედგება ის?  ან რა მნიშვნელობა აქვს მას?  მართლაც:
რა არის ნიადაგი?
   ნიადაგი წარმოადგენს  დედამიწის ქერქის  ზედა ნაყოფიერი ნაწილანუ მისი ზედა ფენას იმ სიღრმემდესადამდეც მცენარის ფესვების ძირითადი მასა აღწევს. ის  შედგება როგორც მკვრივიისე აიროვანი და ცოცხალი ნაწილებისაგან.
    მკვრივ ნაწილში  ჭარბობს  ისეთი  ნივთიერებებირომლებიც წარმოიქმნება ქანების გამოფიტვის  ედეგად, აესთია  მაგალითად მინერალური  ნივთიერებები.
     რაც შეეხება  მის ცოცხალ სამყაროს, ნიადაგის ცოცხალი ნაწილი შედგება მაკროდა მიკროო  რგანიზმებისაგანრომელთა შორის აღსანიშნავია ბაქტერიები,  წყალმცენარეები, სოკოები .  ერთსა და იმავე ნიადაგის სხვადასხვა  ნაწილში ან თუნდაც, სხვადასხვა ნიადაგშიამ ნაწილების რაოდენობათა  თანაფარდობა და რაოდენობა  განსხვავებულია.იგი სოფლის მეურნეობის ძირითადი საწარმოო საშუალებაარომელიც მცენარეს ამარაგებს წყლითა და  საკვები ელემენტებით.
     მიუხედავად ამ ყველაფრისა მაინც ჩნდება კითხვები მაგ: ის თუ  რისგან წარმოიქმნება ნიადაგი?  ან ის თუ რის გამო  იფიტება?
   ამ კითხვებზე  პასუხის გასაცემად მოვიძიე მასალები და აღმოჩნდა, რომ ნიადაგის წარმოქმნის ძირითად ფაქტორებს წარმოადგენსდედაქანიბიოსფეროჰავარელიეფიხნოვანება და ადამიანის სამეურნეო ზემოქმედება. ნიადაგის წარმოქმნის პროცესების ზემოქმედებით ნიადაგი  გარდაიქმნება დედაქანად. ნიადაგის  ქიმიურ შემადგენლობაზე  დიდადაა დამოკიდებული წყლისჰაერისა და სითბური რეჟიმი.. ნიადაგის შედგენილობაზე არის დამოკიდებული  მოსავლის მიღებაც. ბოლო პერიოდში შხამქიმიკატების მასიურმა გამოყენებამ ძალიან დააბინძურა ნიადაგი. რაზეც მეტყველებს ის ფაქტი, რომ ამ წელს ჩვენს სოფელში კარტოფილის მოსავლის ხარისხი საგრძნობლად შემცირდა. მისი ძირითადი ნაწილი ნიადაგში დალპა. ვფიქრობ საჭიროებს გამოკვლევას და საჭირო ზომების მიღებას. ამას ემატება კიდევ საყოფაცხოვრებო და სამშენებლო ნარჩენები, რომლებიც აზიანებს  ნიადაგს, ასევე საწარმოების მიერ ჩაშვებული ქიმიური ნივთიერებები. არ უნდა დაგვავიწყდეს ტრანსპორტის გამონაბოლქვი, რომლის გამოც ატმოსფერო ბინძურდება და მერე ეს მავნე ნივთიერებები ნიადაგში ილექება.  ამ და სხვა მიზეზების გამო საქართველოს სხვადასხვა ადგილას ნიადაგი გამოფიტული და განადგურებულია. ზუსტად ეს ყველაფერი მას ძალიან დიდ ზიანს აყენებს, რის გამოც ჩვენი საზოგადოების და თითოეული ადამიანის ვალია მისი დაცვა , მასზე ზრუნვა, დახმარება და მისი გადარჩენა განადგურებისგან.
  
მიზანი  5: გენდერული თანასწორობის მიღწევა და ყველა ქალისა და გოგონას შესაძლებლობების გაუმჯობესება 

სსიპ ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალის N2 საჯარო სკოლის
XI კლასის მოსწავლე- ვერიკო მანველიშილი

მოძველებული სტერეოტიპები, გენდერი და ჩვენ!
       გენდერული თანასწორობა გახლავთ თანაბარი შესაძლებლობები,  როგორც პირადი, ასევე   საზოგადოებრივი  ცხოვრების ყველა სფეროში. გენდერული თანასწორობა მიზნად ისახავს ორივე სქესის წარმომადგენლის, მამაკაცებისა და ქალების საზოგადოებაში სრულ მონაწილეობას, ასევე იცავს ერთი სქესის წარმომადგენელს საწინააღმდეგო სქესის ზემოქმედებისაგან.    
   გენდერული თანასწორობა გულისხმობს, რომ  ქალსა და მამაკაცს აქვთ  წარმოჩენის, უფლებამოსილების, პასუხისმგებლობის  თანაბარი შესაძლებლობები.   მიუხედავად იმისა, რომ ამ პრინციპების დაცვა გათვალისწინებულია საერთაშორისო კანონმდებლობით, ქალებს  მამაკაცებთან შედარებით  შეზღუდული აქვთ უფლებები დასაქმების, განათლებასა და სხვა სფეროებში. თუმცა არსებობს ისეთი  სახელმწიფოები, სადაც ქალებს  აქვთ მინიჭებული  სრული და თანაბარი უფლებები და შესაძლებეობები. ვფიქრობ, ასეთი სახელმწიფოები იქნებიან შედარებით მეტად მშვიდობიანნი და წარმატებულნი. თანასწორობა, ხომ ყოველივე კარგის საწინდარია.
      დღესდღეობით ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ პრობლემად ითვლება ქალისა და მამაკაცის თანაბარუფლებიანობა. თუმცა ვფიქრობ, ამ თვალსაზრისით პროგრესი გვაქვს, რადგან ყველა სფეროში ცდილობენ არ მოხდეს არცერთი სქესის დისკრიმინაცია, ან უბრალოდ უგულებელყოფა.  ვთვლი, რომ ეს საკითხი არ უნდა განიხილებოდეს როგორც პრობლემა, რადგან ქალიც და მამაკაციც ხომ ერთნაირი შესაძლებლობებით არსებობენ. უპირველეს ყოვლისა, კონსტიტუციის თანახმად, ყველა ადამიანს თანაბარი უფლება და შესაძლებლობები აქვს, რომელიც გულისხმობს, რომ ქალსა და მამაკაცს შეუძლია დაეუფლოს იმ პროფესიას, რომელიც მათთვის იქნება საინტერესო, რაც მათ უყვართ და ანიჭებთ ბედნიერებას. იმიტომ, რომ ქალია ეს არ ნიშნავს იმას, რომ მას არ შეუძლია თუნდაც ტაქსის მძღოლი გახდეს, ან სხვა ამდაგვარ პროფესიას დაეუფლოს. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მიხედვით ადამიანის თავისუფალი ნიშნის თანახმად, ქალს შეუძლია დაეუფლოს თუნდაც ტაქსის მძღოლობას. გარდა ამისა, ვფიქრობ, რომ როდესაც განვიხილავთ ქალისა და მამაკაცის უფლებებს, ხშირად ვაწყდებით სტერეოტიპებს, რომელიც თავად საზოგადოებაშია გაბატონებული და საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში საზოგადოებას ახსოვს ისეთი, როგორი სახითაცაა კონკრეტული აზრი.   
     გენდერული უთანასწორობის აღმოფხვრის მთავარი არსი კი იმაში მდგომარეობს რომ, ქალებმა თავად უნდა გავაცნობიეროთ, რომ  ქალსა და მამაკაცს შორის არ არსებობს დომინანტი. აღსანიშნავია, რომ ისეთ ქვეყნებში სადაც ტრადიციები და სტერეოტიპები მძაფრად არის გავრცელებული, ქალს უკარგავს უფლებამოსილებას. შესაბამისად, პროცესი გენდერული უთანასწორობის დაძლევისა, შეიძლება ითქვას ნელა ან საერთოდ არ  მიმდინარეობს.
      უმთავრესია, ქალებმა აღმოაჩინონ და დაძლიონ საკუთარ თავში  (ფსიქოლოგიურად) უთანასწორობის განცდა. შესაბამისად საკუთარი უფლებები შეუსაბამონ საკუთარ შესაძლებლობებს. ვფიქრობ, წინააღმდეგ შემთხვევაში ადამიანის უფლებების დამცველი ვერცერთი ორგანიზაცია ვერ შეძლებს უთანასწორობის  პრობლემის  აღმოფხვრას.                                                                                                                                                                 
      ამრიგად, ვთვლი, რომ პრობლემა საზოგადოებაშია, მათ უნდა გაიაზრონ, რომ ყველა ადამიანი თანასწორია და არ უნდა აჰყვნენ საზოგადოებაში გაბატონებულ აზრს(მოძველებულ სტერეოტიპებს),  რომელმაც შესაძლებელია  მათ აზროვნების საშუალება დაუკარგოს.
  

მიზანი 1: სიღარიბის ყველა ფორმის აღმოფხვრა
მიზანი 3: ჯანსაღი ცხოვრებისა და კეთილდღეობის უზრუნვლეყოფა ყველა ასაკის ადამიანისათვი
მიზანი 10: უთანასწორობის შემცირება ქვეყნებში და ქვეყნებს   შორის;

  სსიპ ახალციხის მუნიციპალიტეტის  ქალაქ ვალის N2 საჯარო სკოლის 
 მე-  11 კლასის მოსწავლე - მელანო    სართანია

 ,,არ  შეიძლება შენ იყო კარგად, როცა გარშემოში  ვინმე ცუდადაა“

     ჩვენი ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების ფონზე თავს იჩენს არაერთი საჭირბოროტო საკითხი.   ერთის მხრივ,  სასმელი წყლის  უსაფრთხოება,  საკვებისა და სამკურნალო საშუალებების ვარგისიანობა,  საცხოვრებელი გარემოს ეკოლოგიური და  ფიზიკური  კეთილსაიმედოობა  და მეორეს მხრივ,  კულტურული და მატერიალური მემკვიდრეობისადმი   ჩვენი პასუხისმგებლობა,   ტოლერანტული ღირებულებების პრაქტიკაში დანერგვა,  ჯანსაღი კომუნიკაციის  მხარდაჭერა და საკუთარი თუ სხვისი უფლებებისათვის ბრძოლის  უნარები და სხვ.   თუმცა  ადამიანთა კეთილდღეობისათვის  დაბრკოლებას წარმოადგენს  არათანაბარი სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა, კერძოდ  არათანაბარი  შემოსავლები და ჯანდაცვისა და სადაზღვეო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის პრობლემები.  აღნიშნული   საკითხის   სიმწვავე  ყველა ადამიანის ყოველდღიურობის ნაწილია   და   სულ ერთია,  სად  ცხოვრობს ის-ქალაქად, სოფლად, დაბაში, მთაში თუ ზღვის ნაპირზე...  შესაბამისად,  პრობლემებს სხვადასხვანაირად ებრძვიან.  განსაკუთრებით აქტიურად  განიხილება    ეს  საკითხები   ქალაქებსა   და   დიდ   ურბანულ დასახლებებში.
         აღნიშნული  პრობლემა   ცხოვრების     უთანასწორო  პირობებითაა გამოწვეული და თანდათან  მეტი სიმძაფრით იჩენს თავს    ეკონომიკურად არასტაბილური ოჯახებისა და მათი შთამომავლებისათვის. ადამიანები, რომელთა ეკონომიკური მდგომარეობა  მძიმეა, არ აქვთ შემოსავალი, სტაბილური სამუშაო ადგილი და   რთულია  მათი სოციალური ურთიერთობებიც. კერძოდ,   დანარჩენი  საზოგადოებისათვის  ისინი, ღარიბი ადამიანები  არასასურველი პარტნიორები, მეზობლები ან   უსიამოვნო ნაცნობები არიან. მართალია, ხელისუფლება სოციალურად დაუცველ ადამიანებს საარსებო შემწეობას სთავაზობს,  მაგრამ   ამ ადამიანებისათვის ეს შემოსავალი არასაკმარისია და არ იძლევა   სხვა სოციალური სტატუსის მქონე პირთა მსგავსი   ადგილის დამკვიდრების შესაძლებლობას ცხოვრებაში ,  თანაბარუფლებიანობის განცდას. 
          ყოველივე ამის გათვალისწინებით,  საკამათო აღარაა,   რომ   სოციალური უთანასწორობა  ხელს უშლის  ადამიანთა  შორის ურთიეთშემწყნარებლობისა და საერთო საქმისათვის გაერთიანების პრინციპს.  აფერხებს საზოგადოების წევრთა თანამშრომლობის პროცესს,  გარემო პირობების  გაუმჯობესებაზე ორიენტირებულ  ღონისძიებებსა და ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებისათვის დაგეგმილ აქტივობებს. ასევე საფრთხეს უქმნის ადამიანთა ჯანმრთელობას,  განვითარების შესაძლებლობას ართმევს  საზოგადოებრივი ცხოვრების  სხვადასხვა სფეროს: განათლებას, კულტურას, სპორტის მიმართულებასაც კი...აქედან გამომდინარე  სოციალური და ეკონომიკური პრობლემების მქონე ადამიანებისათვის წარუმატებლობები გარდაუვალია, მაგრამ ამავე საფრთხის ქვეშ არიან  შედარებით მაღალი სოციალური მდგომარეობის მქონე ადამიანები, რადგან საზოგადოებრივი განვითარების პროცესი  მათთვისაც შეფერხებულია.
   აღსანიშნავია, რომ  განვითარებულ  ქვეყნებში  უთანასწორობის  პრობლემა ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრობლემად განიხილება. ,,უთანასწორობის შემცირება ამ ქვეყნებისთვის მოსახლეობის კეთილდღეობისკენ გადადგმული უმნიშვნელოვანესი ნაბიჯიაგანვითარებად და ახლად წარმოქმნილ ეკონომიკებში როგორც მეტი თანასწორობაისე ცხოვრების სტანდარტების გაუმჯობესებაარსებითადსაჭიროა მოსახლეობის უკეთესი მომავლისთვის[1].
        კვლევებმა  აჩვენა, რომ  იმ ქვეყნებში, სადაც სოციალური უთანასწორობა შემცირებულია, ადამიანთა გარდაცვალების მაჩვენებელიც მცირეა, დაცულია ქალთა უფლებები,  ნაკლებია საკუთრების ხელყოფის, მკვლელობების შემთხვევები, მცირეა მოზარდი დედების რაოდენობა, უგულებელყოფილია ბავშვთა კეთილდღეობისათვის საჭირო პირობები, არსებობს ძალადობის მეტი საშიშროებები, ადამიანები ნაკლებად ცლიან ქველმოქმედებისათვის,  ბიზნეს-ლიდერები კი არ ინტერესდებიან ჰუმანიტარული პროექტებით...
    ,,არსებობს მტკიცებულებათა განსაკუთრებით ვრცელი სიარომელიც გაზრდილ უთანასწორობას პოპულაციის ჯანმრთელობის გაუარესებასთან აკავშირებსასობით კვლევა აჩვენებსრომ შედარებით თანასწორ საზოგადოებებში სიცოცხლის ხანგრძლივობა უფრო მაღალიახოლო სიკვდილიანობა – დაბალი...(ქეით პიკეტი  – ბრიტანელი ეპიდემიოლოგიტი )
   ხოლო  ის  სოციალური ჯგუფი, სადაც უთანასწორობა მინიმუმამდეა დაყვანილი,   მდგრადი განვითარებისათვის სასიცოცხლო   ნიადაგია, რადგან  ადამიანებს არ უწევთ ენერგიისა და საკუთარი რესურსების ფლანგვა ადგილის მოპოვებისთვისა და თვითდამკვიდრებისათვის ბრძოლაში, ისინი თავიანთ უნარებს საერთო სახალხო საქმისათვის იყენებენ, თავს არ გრძნობენ გარიყულებად, მათი სტრესული მდგომარეობა მინიმუმამდეა დაყვანილი, რაც მათ შრომისუნარიანობას, ჯანსაღი კომუნიკაციის  თვისებებსა  და  წინსვლის, ცხოვრების გაუმჯობესების  მზარდ  სურვილს უნარჩუნებს.  ადამიანები  საზოგადო  ცხოვრების კეთილმოწყობაზე მეტად ფიქრობენ, რადგან საკუთარი ცხოვრება მეტ-ნაკლებად მოწყობილი აქვთ:,, ძლიერი საზოგადოებრივი ცხოვრება შედარებით თანასწორ საზოგადოებებში იმასაც ნიშნავსრომ ადამიანები საერთო სიკეთეზე უფრო მეტად არიან ორიენტირებულნი – მეტს გადაამუშავებენმეტს ხარჯავენ ჰუმანიტარულ დახმარებაშიპოზიციებს იუმჯობესებენ გლობალური მშვიდობის ინდექსშიხოლო ბიზნეს-ლიდერები უფრო მეტად ითვალისწინებენ გარემოს დაცვის საერთაშორისო კონვენციებს[2]
      თანამედროვე მსოფლიოს წინაშე  2015 წლიდან დგას ამოცანა,  რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში უთასწორობის შემცირება   ე. წ. ,,პალმას თანაფარდობას“ პრინციპს ემყარებოდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ  ქვეყანაში  მდიდართა და ღარიბთა შემოსავლებს შორის ერთგვარი წონასწორობა/თანაფარდობა   იქნას დაცული. კერძოდ:   ,,… პოპულაციის უმდიდრესი 10 პროცენტის შემოსავლები უღარიბესი 40 პროცენტის შემოსავლებს არ უნდა აღემატებოდეს“(ქეით პიკეტი, წყარო იგივე).
      რაც შეეხება სიკეთის კეთებასა და სიღარიბესთან  კეთილშობილურ ბრძოლაში ცივილიზებულ ადამიანთა მონაწილეობას, ვფიქრობ ეს აუცილებელი და შეუცვლელი პირობაა მდგრადი განვითარებისათვის. 
      ჩემს გარშემო მშობლებისაგან, მეზობლებისაგან, მეგობრებისაგან, თანატოლებისგანაც ხშირად გამიგონია კითხვა-პასუხის ტრადიციული ფორმულა-,,-როგორ ხარ?  -კარგად, არა მიშავს...“ ყოველთვის ვუსვამდი   ჩემს თავს შეკითხვას: ,,პრობლემა ხომ ამ წუთში არ გვაქვს და რად ვამბობთ, არა მიშავს-“ ახლა კი ვხვდები, ,, არ შეიძლება შენ იყო კარგად, როცა გარშემო ვინმე ცუდადაა“.
         უთანასწორობის შემცირება და შედარებით დაბალი  სოციალური შემოსავლების  მქონე ადამიანთა  ცხოვრების კეთილმოწყობა,  სიღარიბესთან ბრძოლა და  სიკეთის ქმნის  უნარი  რომ   ადამიანთა პიროვნული   თავისუფლების  გარანტიაა, ჩვენვე წაგვადგება,    მდგრადი  განვითარების მთავარი ფაქტორია  და ახალი   თაობების  სამომავლო კეთილდღეობას ისახავს მიზნად,  ეს ჯერ კიდევ რუსთაველმა თქვა მე-12 საუკუნეში:
,,მიეც გლახაკთა საჭურჭლე, ათავისუფლე მონები, მიღწვიან მომიგონებენ, დამლოცვენ, მოვეგონები-ო“.
        უთანასწორობის შემცირება სამართლიანობისა და  ობიექტურობის განცდას ამძაფრებს.   თანაბარი შესაძლებლობები  თანაბარი პასუხისმგებლობები და ერთიანი სულისკვეთებაა ქვეყნის აღმშენებლობის საშვილიშვილო საქმეში,   ერთმანეთის კეთილდღეობაზე ფიქრი, სხვისი ბედნიერებისათვის გარჯა და ,, მადლის ქმნა“ სიკეთის ნაყოფს გამოიღებს, ჩვენს საზოგადოებრივ ცხოვრებას გააუმჯობესებს, მომავალი თაობის სტაბილურ ეკონომიკურ არსებობას შეუქმნის საფუძველს,  ჩვენ აწმყოს ვაშენებთ,  მდგრადად და მკვიდრ ფუნდამენტზე,  საყრდენად ერთმანეთის ნდობას, ტოლერანტულ პრინციპებს,  თანასწორუფლებიანობასა და ერთობას ვაყოლებთ და წარმატების იმედიც გვაქვს, რადგან   ,,აწმყო შობილი წარსულისაგან არის მშობელი მომავალისა!“ 

[1] უთანასწორობის შემცირებაგანვითარებისა და კეთილდღეობის ფუნდამენტური პირობა- European.ge / 03.04.2018     სტატიის ავტორიქეით პიკეტი  – ბრიტანელი ეპიდემიოლოგიტი
[2] უთანასწორობის შემცირებაგანვითარებისა და კეთილდღეობის ფუნდამენტური პირობაRead more at: http://european.ge/utanascorobis-shemcireba-ganvitarebisa-da-ketildgeobis-fundamenturi-piroba/
Copyright © European.ge
)
მიზანი 11: ქალაქებისა და დასახლებების ინკლუზიურიუსაფრთხო და მდგრადი განვითარება
  
 სსიპ ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალის N2 საჯარო სკოლის
 ე-11 კლასის მოსწავლე მელანო  სართანია 


                     ადამიანებს  ერთმანეთის  იმედი  აქვთ,
            მსოფლიოს- ადამიანებისა, ჩემს  ქალაქს კი  -  ჩვენი!..
    მსოფლიო საზოგადოების ჯანსაღად მოაზროვნე დიდი ნაწილისათვის   ყოველთვის იყო, არის და იქნება  უპირობოდ მნიშვნელოვანი  უწყვეტი განვითარებისაკენ სწრაფვა,   ცხოვრების უკეთესად მოწყობისათვის  ცვლილებებისადმი  მზაობა  და  მომავალი თაობის კეთილდღეობაზე ზრუნვა.    ეს   ცვლილებები,  რომელთაც  დროის გამოცდას უნდა გაუძლონ,  უსათუოდ  საიმედო,   ახალი თაობების  საჭიროებებს მორგებულიც უნდა გახლდეთ.        
       საზოგადოებრივი ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე, თითოეული   წინააღმდეგობის  გაჩენისთანავე   გასათვალისწინებელია, რომ  პრობლემა  ისე  მოგვარდეს, რომ მან  კარგა ხანს თავი აღარ შეგვახსენოს,  არც - ჩვენ და არც- ჩვენს შვილებს.
      ჩვენს  ქვეყანაში დიდი ხანია აქტუალურია  საკითხი  მდგრადი განვითარების  შესახებ, რომელიც  ძირითადად  საქალაქო ცხოვრების  კეთილმოწყობას ეხება  და გულისხმობს  ცხოვრების  გასაუმჯობესებლად  ისეთი    რეფორმების ორგანიზებას,  რომლებიც  ითვალისწინებენ მომავალი  თაობების ინტერესებსა თუ საჭიროებებს:   ,, მდგრადი განვითარება ქალაქების ისეთი მოდელის შექმნას გულისხმობსრომელიც ახლანდელი თაობის ცხოვრებისეულ მოთხოვნილებებს ისეთნაირად დააკმაყოფილებსრომ ამის შედეგად არ მოხდება მომავალი თაობების მოთხოვნილებების    იგნორირება[1].
     ისმის კითხვა:  რას გულისხმობს  სიტყვა მდგრადობა   განვითარებასთან კავშირში და უფრო ფართო კონტექსტით?     
        აღნიშნულთან დაკავშირებით არსებობს  დოკუმენტი- გაეროს გარემოს   დაცვისა და განვითრების მსოფლიო კომისიის  ანგარიში ( 1987 წ.), რომლის თანახმად,  ამ საკითხზე  საუბრისას უმთავრესი გახლავთ  თითოეული მოქალაქის  ან     ქვეყანაში სტუმრად მობრძანებული  ადამიანებისათვის ერთნაირად უსაფრთხო და კომფორტული გარემოს შექმნა, ღირსეული საცხოვრებელი ბინის უზრუნველყოფა.  ასევე,    თითოეულ მოქალაქეს  აქვს  უფლება  და შესაძლებლობა, რომ ისარგებლოს საქალაქო რესურსებით, ითანამშრომლოს ხელისუფლების შტოებთან,   აზრი გამოთქვას და საკუთარი წვლილი შეიტანოს ქალაქის  დაგეგმარებაში.
        ყოველივე აღნიშნულის  გათვალისწინებით,   მაშინ, როცა  აქტუალურია  საკითხი ,,მწვანე  ქალაქის“  აშენების იდეის  შესახებ,  როდესაც  ვცდილობთ  კრეატიული და  ვიზუალური ეფექტების მქონე არქიტექტურული ნაგებობების   შექმნას    ( რასაც  უდაოდ მოვესალმებით მე და ჩემი თანამოქალაქეები),  ძნელი წარმოსადგენია, რომ ზოგიერთ ქალაქში  ( მაგალითად, ჩვენს ქალაქში)  მოქალაქეთა  უსაფრთხო საცხოვრისით უზრუნველყოფის  საკითხი  ჯერ კიდევ მოუგვარებელია.
          სამწუხაროდ, ეს რეალობაა, არა  და...  ამ სამყაროში ყველას თავისი სახლი აქვს და უყვარს, როგორც კუს -ბაკანი, ლოკოკინას- ნიჟარა, მელას- სორო, ჩიტს-ბუდე, ფუტკარს- სკა. ჩემი სახლი მეც მიყვარს.   სახლი ის ადგილია,  სადაც თავს უსაფრთხოდ ვგრძნობთ.  წარმოიდგინეთ,  რომ არ გვქონდეს სახლი !... რა უმწეოები ვიქნებოდით ადამიანები. სახლის გარეშე გარემო არც ისე უსაფრთხოა: წვიმა,  ქარი,  სეტყვა, თავგზაარეული მხეცები და ადამიანებიც...  საშიში ცხოველების თავდასხმები.
      ზოგჯერ კი აი,  რა ხდება -გვაქვს სახლი,  მაგრამ მაინც სფრთხეში ვართ. ვერც მწვანე მინდორი გვშველის და  ვერც სუფთა წყალი,  - ვერც ჩვენი ცხოვრების ჯანსაღი წესი,  რადგან სახლი თავზე გვენგრევა.
     ასეა,   უბანში,  სადაც მე ვცხოვრობ საერთო საცხოვრებელი კორპუსების 90%  ავარიულია ( თუ მეტი არა).  ზოგს კედელი აქვს გაბზარული, ზოგს აივანი ენგრევა, ზოგს კარ- ფანჯარა ერყევა, ზოგი კი პიზის კოშკივით გადახრილია და რაც ყველაზე საყურადღებოა, სწრაფი ნაბიჯით თუ  გაივლი, ისე ზანზარებს, მიწისძვრა  გეგონება ( ასევე ზანზარებს , როცა მძიმე წონის ტრაილერები დადიან) .  საფრთხე აშკარად გარდაუვალია.  ყველაზე დიდი პრობლემა კი  მოქალაქეების ინდიფერენტულობაა, საკითხისადმი  სულერთიას პრინციპით მიდგომა. ჩვენ იქნებ გადავრჩეთ,  მაგრამ ჩვენი შვილები და შვილიშვილები?..
     სანამ გვიანი  არაა, მივხედოთ ჩვენს  ქალაქს და ჩვენს  სახლებს,  შევქმნათ  თანამეგობრობები,  გავესაუბროთ მოსახლეობას, მივმართოთ  სამთავრობო სტრუქტურებს,  შევისწავლოთ საფრთხეები და ერთად ყველაფერი  მოგვარებადია!..
         
      ინტერნეტ-სივრცეში  არსებობს ინფორმაცია,   რომ 2010  წელს კომპანია ,,ფილიპსმა“  ჩაატარა კვლევა იმის  შესახებ, თუ  როგორ აღიქვამენ  ადამიანები საკუთარ ჯანმრთელობასა  და კეთილდღეობას  თვაიანთი  საცხოვრებელი გარემო პირობების  მიხედვით, როგორ უნდა გავხადოთ ქალაქები საცხოვრებლად უფრო ,,ვარგისიანები“. კვლევის მიხედვით,  ამ პრობლემის  მოგვარება  ,, ხელისუფლებასა და სამოქალაქო სექტორს შორის უპრეცენდენტო თანამშრომლობით შეიძლებარათა მოხდეს არსებული გარემო პირობების გაუმჯობესება და მოსალოდნელი გარემოს კრიზისის თავიდან არიდება[2].  (,,ქალაქების ინკლუზიურიუსაფრთხო და მდგრადი განვითარება და საქართველო“,  2017 წ.14 ივლისი)
      მდგრადი განვითარების იდეის პრაქტიკაში დანერგვა არსებული პირობების გაუმჯობესებით უნდა დაიწყოს.
       ვინ, თუ არა  ჩვენმა  ეკოკლუბელთა  თაობამ,  უნდა იმსჯელოს აღნიშნულ პრობლემაზე?  რაც შეეხება  უკეთეს,   მსოფლიოსათვის მისაღებ   ქალაქს, გვექნება, თუ გვექნება  უსაფრთხო გარემო, მდგრადი და სამომავლო ბედნიერ ცხოვრებაზე გათვლილი აქტივობები,  ადამიანთა პროფესიონალიზმი, თავად მოსახლეობის მონდომება, პრობლემის მოგვარებაში  ჩართულობის  ხარისხი,  თუ გვეცოდინება   ენერგორესურსების დაზოგვა,  სამთავრობო სტრუქტურებთან აქტიური თანამშრომლობა და გვექნება ერთმანეთის გასჭირისადმი არაგულგრილი დამოკიდებულება.  
    ყველაფერი  ჩვენი ქალაქისათვის: იდეები, ინოვაციები, პროფესიონალების კვალიფიკაცია, ერთიანი ძალისხმევა... 
    ადამიანებს  ერთმანეთის იმედი აქვთ, მსოფლიოს- ადამიანებისა, ჩემს  ქალაქს კი  -  ჩვენი.
  
                                                                                       



   
მიზანი 15: დედამიწის ეკოსისტემების დაცვა, აღდგენა და მდგრადი გამოყენება, ტყეების გონივრული მართვა, გაუდაბურების აღკვეთა, ნიადაგის დეგრადაციის შეჩერება და  აღდგენა-გაუმჯობესება, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება
სსიპ ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალის N2 საჯარო სკოლის
IX კლასის მოსწავლე - მაკა მერაბიშვილი

ამაზონის ჯუნგლები ჩვენ ერთად უნდა გადავარჩინოთ!
    დღეს, რატომღაც მომინდა დამეწერა სტატია ამაზონის ჯუნგლების შესახებ. ვფიქრობ, რომ აქ მიმდენარე პროცესები მეტად ყურადსაღებია, რადგან მათ მიერ წარმოქმნილი ჟანგბადით ვსულდგმულობთ  ჩვენ და მას გაფრთხილება სჭირდება. ამაზონის ჯუნგლები ვრცელდება ცხრა  სახელმწიფოს  ტერიტორიაზე. ესენიაბრაზილია, პერუ,  ვენესუელა,  ეკვადორიბოლივია, გაიანა, სურინამი და საფრანგეთის გვიანა. მათი საერთო ფართობია 5,5 მილიონი კმ2ამაზონის ტყეები წარმოადგენს მსოფლიოში უდიდესი ტროპიკული ტყის მასივიგი იკავებს მსოფლიოს სხვა ტროპიკული ტყეების ფართობის ნახევარს.
          ალბათ იცით, რომ ამაზონის ჯუნგლებს დედამიწის ,,ფილტვებსაც“ უწოდებენ. საინტერესოა რატომ უწოდეს ასე? ალბათ იმიტომ, რომ ამაზონის ტყე გამოირჩევა შეუდარებელი მრავალფეროვნებითსადაც მცენარეები აქტურად არიან ჩართული ფოტოსინთეზის პროცესში, რომლის შედეგადაც გამოიყოფა ჟანგბადი. მოდით სტატისტიკას გადავხედოთ: ცნობილია, რომ მსოფლიოში გავრცელებული სახეობების ერთი მეათედი  სწორედ ამაზონის ტყის ბინადარია. ამაზონი მდიდარია თავისი ფლორითა და ფაუნით.    მსოფლიოში ფრინველთა სახეობის ერთი მეხუთედი გვხვდება ამაზონის ტროპიკულ ტყეშიხოლო თევზების სახეობების ერთი მეხუთედის საბინადრო გარემოა  ამაზონის მდინარეებ და ნაკადულები. უფრო რომ დავკონკრეტდეთ,  ამაზონის ჯუნგლებში წარმოდგენილია: ,,2200 სახეობის თევზი1294 სახეობის ფრინველი, 427 სახეობის ძუძუმწოვარი428 სახეობის ამფიბია და 378 სახეობის ქვეწარმავალი. სულ ამაზონის ტყეში გვხვდება ფლორისა და ფაუნის წარმომადგენელთა 10 მლნ სახეობა.“ მიუხედავად ასეთი მრავალფეროვნებისა, მათი რაოდენობა თანდათანობით მკვეთრად მცირდება.
  თუ გადავხედავთ სტატისტიკურ მონაცემებს მივხვდებით ,რომ დღესდღეობით ამაზონის ტყის ფართობი ძალზე შემცირებულია, რადგან 2016 წელს იგი ხმელეთის ზედაპირის 16% -ს მოიცავდა ,დღეს კი  მხოლოდ 6%.   ექსპერტები  ვარაუდობენ, რომ ტყის დარჩენილი ნაწილის მოხმარება  შესაძლებელი  მხოლოდ  40 წლის განმავლობაშიმეტად საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ტყის მნიშვნელოვანეს ნაწილი განადგურება ხდება ხანძრის შედეგადასევე მისი უდიდესი ნაწილი კი ნადგურდება გაჩეხვის გამოამის მიზანი გახლავთ ის, რომ ამ ტერიტორიაზე გამუდმებით მიმდინარეობს სასოფლო-სამეურნეო ან სამრეწველო საქმიანობებიმოვიყვან რამოდენიმე მაგალითს, სადაც ნათლად ჩანს როგორ კატასტროფულად მცირდება სახეობათა რაოდენობა, კერძოდ, ექსპერტთა შეფასებით,  ყოვედღიურად ტყის გაჩეხვის გამო იკარგება მცენარეებისცხოველების და მწერების 137 სახეობა, რაც აღწევს წელიწადში  50000 სახეობას. უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც ,რომ ამაზონის ტყეში იზრდება ბევრი ისეთი მცენარე, რომელიც კურნავს სხვადასხვა დავადებებს.  აშშ- ,,ეროვნულ კიბოს ინსტიტუტმა  ასე განსაზღვრა და გამოყო 3000  სახეობის მცენარერომლებიც  კიბოს უჯრედების განვითარების პროცესს უშლიან ხელს.
    როგორც ვიცით, ამ ჯუნგლებში ცხოვრობენ აბორიგენები. მათი რაოდენობა თუ ხუთი საუკუნის წინ იყო ათი მილიონი,  დღეს მათი რაოდენობა საგრძნობლად შემცირებულია და  200 000-ზე ნაკლებია. როგორც ხედავთ აქაც სავალალო მდგომარეობაა.
    აქედან გამომდინარე მიჩნდება დახმარების სურვილი, ამიტომ ვთვლი, რომ
ამაზონი ჩვენ ერთად უნდა გადავარჩინოთ!!!
   ვფიქრობ, ამაზონის ბედი ჩვენს ხელშია, ჩვენვე უნდა დავიცვათ დედამიწის ,,ფილტვები“!
   

მიზანი 2: შიმშილის აღმოფხვრა, სასურსათო უსაფრთხოებისა  და გაუმჯობესებული კვების მიღწევა და მდგრადი სოფლის მეურნეობის ხელშეწყობა 

სსიპ ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალის N2 საჯარო სკოლის XI კლასის
მოსწავლეები  - ეკა ხითარიშვილი და ემზარი გოზალიშვილი

,,ტენილი ყველი“ - ჩენი კუთხის სავიზიტო ბარათი"
     საქართველოში უამრავი სახეობის ყველი მზადდება. ყველა კუთხეში უგემრიელესი და ერთმანეთისაგან განსხვავებული ყველის სახეობებია, როგორც ფორმით, შემადგენლობით, ასევე დამზადების ტექნოლოგიითაც.  ამიტომაც კლუბ ,,ეკო-vision-ის წევრებმა გადავწყვიტეთ სტუმრად მივსულიყავით ჩვენი თემის ერთ-ერთ ქალბატონთან- მზია ასპანიძესთან, რათა  მისგან მიგვეღო ინფორმაცია ჩვენს კუთხისთვის დამახასიათებელი ყველის სახეობების შესახებ.
     ჩვენი მასპინძელი საკმაოდ სტუმართმოყვარე აღმოჩნდა. გვინდა გაგიზიაროთ მისგან მიღებული იმნფორმაცია ,,ტენილი ყველი“-ს მომზადების ტექნოლოგიის შესახებ:
         შეგახსენებთ, რომ  სამცხე-ჯავახეთში მეცხოველეობა ერთ-ერთი წამყვანი დარგია, ბუნებრივია ამით აიხსნება ადგილობრივ სამზარეულოში რძისა და ხორცის პროდუქტების სიმრავლე და მრავალფეროვნება, თუმცა რძის პროდუქტებიდან სამცხის სავიზიტო ბარათს  მაინც  ე.წ. ,,ტენილი ყველი“ წარმოადგენს.
     სახელწოდება ,,ტენილი“ მოდის იქიდან, რომ მზა პროდუქტი იტენება ჭურჭელში მანამ, სანამ მზა სახეს მიიღებდეს. თუმცა სანამ ამ სახეს მიიღებდეს, ის გადის სხვადასხვა პროცედურებს. ,,ტენილი ყველი“ ძირითადად მზადდება ცხვრის რძისაგან შემდეგი წესით: ცხვრის რძით კეთდება ჩვეულებრივი ამოყვენილი ყველი, რომელიც რამდენიმე საათის განმავლობაში ინახება თბილ გარემოში მანამ, სანამ არ მივა იმ მდგომარეობამდე, როცა მისი ე.წ. ,,გახასება“ ანუ რეზინივით გაწელვა არ მოხდება. აღნიშნულ მდგომარეობამდე მისულ ყველს ვჭრით ნაჭრებად და თითოეულს ვდებთ ცხელ წყალში, რომელიც ტაფით დგას მუდმივ ტემპერატურაზე. აღნიშნულ ჭურჭელს გვერდით უდგას ცივი წყლით სავსე ჭურჭელი, რომელშიც გადადის ცხელი ჭურჭლიდან ძაფივით ამოწვერილი ყველი. პროცედურა უნდა წარიმართოს ძალიან სწრაფად მთლიანი ყველის დამთავრებამდე.  შემდეგ ცივ წყალში დაგროვილ ყველს ვიღებთ ტაფიდან და  ვათავსებთ სხვა ჭურჭელში სასურველი რაოდენობის მიღწევამდე. გარკვეული რაოდენობის გაწელილი ყველის შეგროვების შემდეგ მთლიან მასას ვათავსებთ მარილწყალში რამდენიმე საათის განმავლობაში. შემდეგ მას ვათავსებთ თუშფალანგზე დაწურვის მიზნით. უკვე კარგად გამომშრალ ყველს ვამატებთ ნაღებს და არევის შემდეგ ვტენით ქოთანში მაგრად. პირამდე ავსების შემდეგ თავზე ვასხამთ გამდნარ სუფთა ე.წ. ,,წმინდა ერბოს“( იგი მიიღება მთის კარაქის დადნობის შედეგად). რამოდენიმე ადგილას ხის ჯოხით ვჩხვლეტთ ბოლომდე. ერბოს გაყინვისთანავე ქოთანს თავზე ვაკრავთ სუფთა ნაჭერს რამოდენიმე (სქელ) ფენად და ამოყირავებულს ვდებთ ნაცრის ფენაზე, რათა ყველის მიტანებული სითხე (შრატი) კარგად გამოიწუროს. ნაცარს ვუცვლით მანამდე, სანამ ის მთლიანად მშრალი  არ დარჩება. როგორც კი შევამჩნევთ ნაცარი მშრალია, ჩვენი ,,ტენილი ყველი“ მზად არის მისართმევად. აღნიშნული ყველი არის საკმაოდ გემრიელი, კალორიული და რეალიზებადი.
 მინდა ავღნიშნო, რომ ,,ტენილი ყველი“ კეთდება   ე.წ. ,,ჩეჩილი“ ყველისაგანაც, მაგრამ მესხეთში იგი ტრადიციულად ცხვრის ყველისაგან კეთდებოდა. ამ ყველის მაღალ დონეზე დამზადებით გამოირჩეოდა სოფლები: ველი  და ჭობარეთი.
   იმის გამო, რომ ,,ტენილი ყველის“ დამზადება საკმაოდ შრომატევადია, ეს ტრადიცია თანდათან იკარგება, ან იცვლება მისი ტექნოლოგია განსხვავებული პროცედურების ჩანაცვლებით, რაც სამწუხაროდ აისახა მის ხარისხსა და ნამდვილ სახეობაზე. ამიტომ, ჩვენ რესპოდენტს მიაჩნია, რომ ასეთი ჩანაცვლებები არ უნდა მოხდეს, რათა შევინარჩუნოთ ჩვენი წინაპრების ტრადიციებიც და პროდუქტის ხარისხიანობაც.
  

 მიზანი 2: შიმშილის აღმოფხვრა, სასურსათო უსაფრთხოებისა  და გაუმჯობესებული კვების მიღწევა და მდგრადი სოფლის მეურნეობის ხელშეწყობა 
მიზანი 15: დედამიწის ეკოსისტემების დაცვა, აღდგენა და მდგრადი გამოყენება, ტყეების გონივრული მართვა, გაუდაბურების აღკვეთა, ნიადაგის დეგრადაციის შეჩერება და  აღდგენა-გაუმჯობესება, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება
სსიპ ახალციხის მუნიციპალიტეტის ქ.ვალის N2 საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე ანა დემეტრაძე
დაპირებისამბერ, 18 დეკემბერს მეფუტკრესთან განხორციელებული ვიზიტის შემდეგ გთავაზობთ სტატიას თემაზე ,,მეფუტკრეობა".
მეფუტკრეობა
      მეფუტკრეობა ერთ-ერთი გავრცელებული დარგია საქართველოში, ამიტომაც კლუბ ,,ეკო-vision-ის წევრებმა გადავწყვიტეთ სტუმრად მივსულიყავით ჩვენი თემის ერთ-ერთ მეფუტკრესთან და მისგან მიგვეღო ინფორმაცია ამ დარგის შესახებ.
      დღემ საკმაოდ ნაყოფიერად ჩაიარა, ამიტომ გვინდა გაგიზიაროთ მიღებული იმნფორმაცია:
ოჯახი უკვე 25 წელია მისდევს მეფუტკრეობას. მათი თქმით ფუტკრის მოვლა სულაც არაა რთული, მთავარია ყველაფერი დროულად გაკეთდეს და ამინდის მიერ მოხდეს ხელშეწყობა.
ფუტკრების მუშაობის დაწყება ყვავილობისას ხდება, თუმცა კლიმატური პირობების გამო ჩვენს ქლაქში ფუტკრის გაღვიძება მაისში ხდება, ამიტომაც პირველი თაფლი ივნისის მეორე ნახევარში იწურება, მაშინ როდესაც დასავლეთში მაისში უკვე ყველა სკა დაწურულია. კარგი სეზონის შემთხვევაში თითოეული სკიდან 50-60 კილოგრამი თაფლი მიიღება.
    როგორც ვიცით, არსებობს სამი ტიპის ფუტკარი: დედა ფუტკარი, მამა ფუტკარი და მუშა ფუტკრები. დედა ფუტკარი თითოეულ სკაში მხოლოდ ერთია, იგი ყველაზე მნიშვნელოვანია, მისგან ხდება გამრავლება. მამა ფუტკარი გამრავლების შემდეგ სკიდან იდევნება. მუშა ფუტკრები უზრუნველყოფენ თაფლის წარმოებას.
    აგრეთვე არსებობენ მზვერავი ფუტკრები, რომლებიც პირველები ათვალიერებენ ახალ გარემოს, ისინი სკიდან დაახლოებით 7-8 კილომეტრის რადიუსით დაფრინავენ და ირჩევენ ადგილს, სადაც შემდგომში მუშა ფუტკრები გაემართებიან ნექტრის შესაგროვებლად.
     როდესაც სკაში ფუტკრების რაოდენობა იზრდება, ხდება გადაყოფა ახალ სკაში. აგრეთვე ცუდი სეზონის დროს ხშირია დაპირისპირება სკებს, ანუ ოჯახებს შორის. თუ რომელიმე სკის დედა ფუტკარს მოკლავენ, მაშინ დანარჩენი ფუტკრები გამარჯვებულ სკას უერთდებიან და თან    მიაქვთ დამზადებული თაფლიც.
     მთის თაფლი საუკეთესოა, რადგანაც მთაში ნექტარს ფუტკრები უამრავი სამკურნალო მცენარიდან იღებენ.
     ძალიან  ხშირად ხდება თაფლის ,,გაყალბებაც“ შაქრის და სხვა მინარევების დამატებითაც, ამიტომაც საჭიროა ვისწავლოთ მათი გარჩევა. ჩვენმა მასპინძელმა ასეთი ხერხი გაგვიმხილა: ხელზე დავისხათ თაფლი და გადავუსვათ ხელი, თუ ის მალამოსავით გლუვი აღმოჩნდება, ის სუფთაა, ხოლო თუ შაქრის კრისტალებს შეიცავს  მინარევებიანია.
     ფუტკრები სკაში მუშაობის დროს საფრთხეს არ წარმოადგენენ, აგრესიულები მხოლოდ ცუდ ამინდში ხდებიან. თურმე მუშაობისას ფუტკრებს მკვეთრი სუნები აღიზიანებთ მაგ. სუნამო, ალკოჰოლი, თამბაქო და ა.შ.
     ზამთრის მოახლოებისას ფუტკრები სკას საჭმლით უზრუნველყოფენ, თუ საჭიროა მეფუტკრე შაქარწყალს ან თაფლს უმატებს გამოსაკვებად.
    აგრეთვე მეფუტკრე უზრუნველყოფს სითბოს სკაში, თავის მხრივ ფუტკრები ისე იკავებენ ადგილს, რომ ერთმანეთი გაათბონ და ეს სითბოც შეინარჩუნონ, ამიტომაც ზამთარში არა თუ სკის თავზე ახდა, არამედ მისი გადაადგილებაც დაუშვებელია, წინააღმდეგ შემთხვწვაში ფუტკრები სიცივისაგან გაიყინებიან.
 



მიზანი  11: ქალაქებისა და დასახლებების ინკლუზიური, უსაფრთხო და მდგრადი განვითარება.
სსიპ ახალციხის მუნიციპალიტეტის ქ.ვალის N2 საჯარო

სკოლის XI კლასის მოსწავლე - ემზარ გოზალიშვილი.
ჩემი  სოფლის ტოპონიმები
   დასაწყისისათვის  განვმარტავ, რომ   გეოგრაფიულ  სახელებს   ტოპონიმიკა შეისწავლის, რომ ის ბერძნული სიტყვაა და ქართულად ადგილს ნიშნავს, ,,ტოპონიმიკა (ბერძნ. topos — ადგილიდაonyma — სახელი) — ონომასტიკის შემადგენელი ნაწილირომელიცშეისწავლისტოპონიმებსანუგეოგრაფიულსახელწოდებებსმათმნიშვნელობას,აგებულებასდაწარმომავლობასგანსაზღვრავსმათიგავრცელებისარეს (ზოგჯერასაკსაც). ტოპონიმთაერთობლიობასტოპონომიაეწოდება“ ( ვკითხულობთ  ვიკიპედიაში),  ,,რაიმეგეოგრაფიულიადგილის (სოფლის, მთის, ტყის, მინდვრისდა ა. შ.) სახელწოდება--მიხეილ  ჭაბაშვილი, ,,,უცხო  სიტყვათა  ლექსიკონი“, 1989 წელი“.
რადგან ჩემი  სოფლის ველ-მინდვრებზე, ტყესა თუ მდინარეებზე უნდა ვისაუბრო,  ჯერ თვითონ  სოფლის  შესახებ  მოგიყვებით.
  ახალცხიდან,დასავლეთის მხარეს,თორმეტიოდე კილომეტრზე მდებარეობს ძველმესხური სოფელი ვალე.მის სიძველეზე ისიც მეტყველებს,რომ აქ,სოფლის. შუაგულში,ჯერ კიდევ მე-10 საუკუნის მეორე ნახევარში აღუმართავთ .ღვთისმშობლის   შობის  სახელობის ეკლესია.
რას ნიშნავს  ,, ვალე“ და საიდან მომდინარეობს ეს სახელი? - ამასთან დაკავშირებით არსებობს ადგილობრივ მკვიდრთა თქმულება- გადმოცემები.
   1902 წელს ჟურნალ ,,მოგზაურის“ მე-5 ნომერში დაიბეჭდა ბაგრატ ბეთანელის მიერ  ჩაწერილი ლეგენდა სათაურით ,,სოფელ ვალის სახელწოდებაზე“,  რომელშიც ნათქვამია: ; ,,ერთხელ, ძალიან ძველ დროს,ერთ იმერელს აბასთუმნის გზით აქეთკენ ჩამოუვლია, გაუტოპავს  ფოცხოვის წყალი  და დაუნახავს ერთი ძველი ტაძარი, მისულა დაუთვალიერებია ძალიან მოსწონებია  და დაბრუნებისას ერთი მუჭი ცერცვი მიუპნევიადა უთქვამს: ეს შენ მოგავალეო“. რამდენიმე თვის შემდეგ იმერელს ისევ  აქეთ გამოუვლია და უნახავს,რომ მის მიერ ტაძართან  მიპნეულიცერცვი ამოსულიყო და ძალიან გაზრდილიყო.იმერელს მოსწონებია ეს ადგილები და აქ გადმოსულა საცხოვრებლდ. როცა ეს ცერცვი მოუთიბავს, უთქვამს: ,,ვალი ავიღეო“. ამიტომაც ამ სოფელს ჯერ ვალი რქმევია,შემდეგ კი-ვალე  დაერქვა.“
მეორე ლეგენდის თანახმად,  ,, ძველად   ერთი შეძლებული კაცი თავისი მხლებლებით წამოსულა სტუმრად სოფელ ორალიდან სოფელ ირქაშითუ  ყორაშენში.  ვალეში,  პატარა მდინარის პირას დაუსვენიათ.მდიდარ კაცს მოსწონებია ადგილი და უთქვამს:  ,,ჩემი ვალია, მეზობელი სოფლების დახმარებით აქ ეკლესია ავაშენოო.“ მართლაც აშენდა ეკლესია,ამ სოფლების მოსახლეობის ნაწილი კი დასახლებულა ეკლესიის მახლობლად დ ამ დასახლებისათვის უწოდებიათ ვალე. - დავით გიორგაძის გადმოცემა.
არსებობს კიდევ ერთი გადმოცემა,  რომელიც თურქთა ბატონობის დროს უნდა იყოს შეთხზული: ,,როცა თათრები იტაცებდნენ ბავშვებს,  ქალებს მოხუცებს კაცები დაედევნებოდნენ დ ტყვეებს ათავისუფლებდნენ.ეს მათ თავიანთ მოვალეობად მიაჩნდათ,სოფელსაც ამიტომ დაერქვა ვალეო. -პანტელ ნადირაძის გადმოცემა.
სოფლის სახელის შერქმევასთან დაკავშირებით ეს თქმულებაყველაზე ნაკლებ სარწმუნოა,იმიტომ,  რომ თურქები მე-17 საუკუნიდან მოეძალნენ მესხეთს, სოფელი და ეკლესია ბევრად უფრო ძველია.
ასე რომ, ვალე თავისი ათასწლოვანი ეკლესიით ისტორიული სოფელია,ამას ადასტურებს 1595 წელს შედგენილი ,,გურჯისტანისვილაეთის დიდი დავთარი“ეს თურქული დოკუმენტი გადმოქართულებულია აკადემიკოს სერგი ჯიქიას მიერ, ვალე წარმოდგენილია 59 კომლიან სოფლად.  სოფელი საკმაოდ დიდი ყოფილა,იმიტომ,  რომ თურქები თითოეულ ოჯახში  25 სულს ანგარიშობდნენ.(სააკ ზაქროშვილი, ვალე 2010წ)
არანაკლებ საინტერესოა სხვა ადგილთა ტოპონიმები. აქ  ყველაფერს ქართული სახელი ჰქვია,  რაც იმაზე მეტყველებს,  რომამ ტერიტორიაზე მესხები უძველესი დროიდან სახლობენ.
ალიასეული- ვინმე ალიასაგან ნაყიდი ყანების სახელწოდებაა.
არჯანა -  მდებარეობს  სამხრეთით 1,5 კილომეტრზე. 1944 წელს გამაჰმადიანებულთა გასახლების შემდეგ,აქ ვალელებს მეღორეობისა და მეფრინველეობის ფერმები ჰქონდათ.მოხსენიებულია ,,გურჯისტანის ვილაიეთის  დიდ დავთარში“.
ახორეთები - პატარა ღელე, სადაც წყლის ნაკადული ჩამოედინებოდა წყალთბილის მხრიდან. ეტყობა, აქ ვალელებსახორები ანუ ბოსლები ჰქონდათ მოწყობილი.
ბამბა-ღეჭია- მიწები ,რომლების სახნავ-სათესია.
ბოლო -ბოსტნები -ფოცხოვის ნაპირზე ყანები ,გადმოცემით კი ძველად აქ სოფელი,, ,,ნათლისმცემელი“ ყოფილა.
თეთრი წყარო  ნასოფლარია არჯანასა და ვალის მთებს შორის, კირიანი ნიადაგიდან გამოდის და არის თეთრი შეფერილობისა,ამიტომ ოდითგან თეთრ წყაროს ეძახიან.
ზედა ჯაყი  - სოფელი ,მოხსენიებულია ,,გურჯისტანის ვილაიეთის  დიდ დავთარში“.
ზღვარ-მაღლები- ფოცხოვის ნაპირზე ყანები,რომლების სახნავ-სათესია.
თინარები --ფოცხოვის ნაპირზე  ბაღების სახელწოდებაა.
თოფიგზა- თოფის გზავალის სათიბებში გადმოცემით,თამარ მეფეს გაუკეთებია.
თაქ-ყაინი-თურქულია და ნიშნავს ,,კენტი არყი“-ს,ვალისსათიბებია მთაში.
იმპოლა- მარილის ციხე.
ინჯგოლა- სათიბები ვალის მთაში ,ანუ ვიწრო გოლა,გუბე.
ირქა-ნასოფლარი და ეკლესია ფოცხოვის მარცხენა მხარეს, როგორც სოფელი ,მოხსენიებულია ,,გურჯისტანის ვილაიეთის  დიდ დავთარში“.
იფნის წყარო- აშენებულია ძალიან ძველ დროს. სოფლის ქვედა  უბანში ახალციხე - ნაოხრების გზის პირას.
კორაშენი- მოხსენიებულია ,,გურჯისტანის ვილაიეთის  დიდ დავთარში“,როგორც სოფელი, მდებარეობს მდინარე ფოცხოვის პირას.ამჟამად აქ მხოლოდ ბაღებია.
ლარები- ვიწრო და გრძელი ყანები სოფლის ჩრდილოეთით.
მაზანები -ჰქვია სახნავ -სათესს მიწებს.
მლაშეები- ჰქვია ადგილს,სადაც მლაშე წყალი გადმოდის.
მოკრული- შემოღობილი ადგილი,ვალის წისქვილის მარჯვენა მხარეს.
მეფის წყარო-  გადმოცემით თამარ მეფეს აქ დაუსვენია ,წყალი შეუსვამს და უზომოდ მოსწონებია ეს ადგილი.
სასირო- ანუ სასეირო, მასიური სანახაობების ჩასატარებლად აქ სოფლის მოსახლეობა იკრიბებოდა.მოგვიანებით კი აქ მეფრინველეობის ფერმა მოაწყეს.
სატყეპელა -  თურქეთის საზღვართან არის მაღალი მტა ,სადაც ხშირია სეტყვა,რომელიცტურმეტყეპავსსატიბ ბალახს ამიტომაც ქვია მ ადგილს სატყეპელა.
ფოტოროები- შიშველი  უსარგებლო ადგილები ვალეში.
წითლი გვერდი- ამჟამად სოფლის ერთ-ერთი უბანი, წინათ აქ საძოვრები ყოფილა.მზის ჩასვლისას მოწითალო ელფერი ედება.
ჭანჭახები- ანუ  ძანძახები,ჭაობიანი ადგილები სოფლის ბოლოს.
ჯაყისმანი -  როგორც სოფელი ,მოხსენიებულია ,,გურჯისტანის ვილაიეთის  დიდ დავთარში“.სოფლისსახელწოდებამიღებულია მდინარე ჯაყის-წყლისგან. ამ წყლის შესახებ ვახუშტი ბაგრატიონი წერდა: ,,ხოლო ბოცოსა და ქუაბლოვანის წყლის შესართავსქუეითამ წყალს ერთვის ჯაყის წყალი“. 

       1897  წელს მესხი მამულიშვილი კონსტანტინე გვარამაძე  თავის ნაშრომში- ,,აკაკის კრებული“  წერს: ,, ვალის  სოფელი შესანიშნავია ახალციხეში  თავის სახნავ-სათესით, ვაკეებით,  ბაღჩებით და ბოსტნებით...აღმოსავლეთისა და სამხრეთის  მხარე წვრილ-სერ-გორებიანია, დასავლეთი და ჩრდილო უფრო ვაკეები; ამ სოფელს  აღმოსავლეთით პამაჯის, წინუბნისა და აბათხევის სოფლები მდებარეობენ, სამხრით ნაოხრების  სოფელი, ჩრდილოთ ფოცხოვის მდინარის გაღმა,- ჭიხელი, ფარეხა, მეშურნეთი, და დასავლეთით, ფოცხოვის  მდინარის  გაღმით, წარბათ-უბანი და არალი. ბაღჩები და ბოსტნები გაშენებულია,როგორც სოფელში, ისე მდინარის ჩაყოლება გაღმა-გამოღმა , რომელზედაც  თავ-ბოლოს რვა-რვა თვალი  წისქვილებია ჩარიგებული.“
უნდა  აღინიშნოს, რომ პამაჯის, აბათხევის, წინუბნის, ნაოხრების, ფარეხის, წარბასთუმანისა და არალის  სახელწოდებებით  დღესაც არსებობენ მეზობელი სოფლები. აგრეთვე: წყალთბილა,  სხვილისი, წინუბანი და სხვ.
  მესხ  განმანათლებელს  კონსტანტინე  გვარამაძეს იმავე სტატიაში  მოხსენიებული  აქვს  ვალის  ,,მიდამოს“ სხვადასხვა გეოგრაფიული  სახელები: ,,ფოტოროები, ვალის-ჭალა,  გრძალი-ჭალა, საგველია, თინარი, წეწნარი, მოკრული, თეთრობი, შინდის-წყარო, ავახნის-ხევი, სამგლია-ხევი, ჭორატი, ჩრდილის ძირი, ტბა, ზღვარ-მაღალი, გვერდეული, ხვლიკის-ყანა, აჩხარა, ვაჩიანი, გაბადული, მლაშე (აქ არის მარილი), ლარი, გძელა, ბერაი, კავაი, კაბარეული, ნაღვარეული, , ნაფუზარი, ქვიანი, საურმისსერი, სასისო, , წისქვილის-წვერი, დოლის-წვერი, , ხუცური, ბებერაი, საწყევარაი, ჭანჭახი, ანთუნღეული, ჭოჭი, გორი, ვარდი, ბერისეული, ნათლის-მცემელი, საკაკბე, ( აქაც წყარო არის), , წითელი-გვერდი, ადომა-ხევი, ახორეთი, კვანჩხი, ვაშლეული, საკარცხული, ჭანიური, ელია-წმინდა, ხევის-ყანა, კოლა-ღელე, წნელეულის-ღელე, ურწყავაი, კოლა-პატური, ხოდაბუნი, ნიგვზის-ძირი, ჯარმეული, ბოლო-ბოსტნები, ოჯორჯალი და სხვ.“ ( გაზეთი ,,ლიტერატურული  მესხეთი“ 2012 წელი, სექტემბერი, N 9  რედაქტორი  ავთანდილ  ბერიძე).
    ამ ტოპონიმების უმეტესობა   დღესაცაა  შემორჩენილი და თითქმის  ყველა  ადგილი ჩემი ფეხით მაქვს მოვლილი.
მშობლიურ ადგილებში  ხეტიალისას გამახსენდა  ერთი ლექსი:
,, ბალახს რომ ფეხი დავადგა, იქნება რამე ეტკინოს?!
მწარე  ქვითინით ატირდეს, ცრემლები  გადმოედინოს...“
ან კიდევ:  ,,არ  ვიცი ამას  რა ჰქვია, როცა არაგვი  აქვეა,
როცა  აქვეა  მტკვარი,
ახლავე  მივდგებ-მოვდგები,
მაცადე, ვიდრე  მოვკვდები,
გადავიხადო  ვალი...“
     სადაც  არ  უნდა  წავიდე, ვიცი  დედა მაინც  მკითხავს: --შვილო, სად მიდიხარ, როდის დაბრუნდებიო?  სად  წავალ, აქვეა ფოცხოვი, არჯანა , ირქა, ჯაყისმანი, მეფისწყაროც  აქვეა? მეც მაქვს გადასახდელი ვალი.  სადაც არ უნდა წავიდე, მაინც დავბრუნდები!   რადგან   ჩემი სოფლის მსგავსი  წყალი და ჰაერი არსადაც არ მეგულება.
ტოპონიმებზე  მასალების მოძიება კი ძალიან საინტერესო იყო.  მეზობლების, მამაჩემისა და პაპაჩემის გარდა,  ოჯახის  სხვა წევრებიც დაინტერესდნენ და მათთვის ნაცნობ ინფორმაციას მაწვდიდნენ.
    ამრიგად,შევეცადე  ჩემი სოფლის ტოპონიმებისათვის თავი  მომეყარა, ისტორიული სიზუსტით  გამეანალიზებინა  ჩემი მიწა-წყლის  ყოველი გოჯი, მოვფერებოდი ჩემი სოფლის ყოველ ხეს, ქვას, ორღობეს, წყაროს, ბაღსა და მინდორს, ხოლო იმაზე სჯა-ბაასი,  თუ რამდენად საინტერესოდ და ეფექტურად გადმოვეცი  აღნიშნული,  თქვენთვის მომინდვია.


გამოყენებული  ლიტერატურა:
აკაკი  გელოვანი--,,სიბრძნის  სიმფონია“, გამომცემლობა  ,,ხელოვნება“.  1989 წ.
სააკ  ზაქროშვილი-,,ვალე“  2010 წ.
სერგი  ჯიქია-,, გურჯისტანის  ვილაიეთის დიდი დავთარი“
გაზეთი  ,, ლიტერატურული მესხეთი“  ( რედ. ავთანდილ  ბერიძე),  2012 წელ, სექტემბერი, N9,   სტატია ,,ს. ვალე“ კონსტანტინე გვარამაძე-,, აკაკის კრებული“
WWW.Google.com ,ვიკიპედია.
  
მიზანი 2: შიმშილის აღმოფხვრა, სასურსათო უსაფრთხოებისა  და გაუმჯობესებული კვების მიღწევა და მდგრადი სოფლის მეურნეობის ხელშეწყობა 

სსიპ ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალის N2 საჯარო სკოლის
XI კლასის -  მოსწავლე გვანცა ათენაშვილი

თაფლი, როგორც მკურნალი
       როგორც ცნობილია თაფლი ერთ-ერთი საუკეთესო ბუნებრივი პროდუქტია, რომელსაც ბევრი სამკურნალო თვისებები გააჩნია. ადრეული სწავლულები ამბობდნენ, რომ ხანგრძლივ სიცოცხლეს სწორედ თაფლს უნდა უმადლოდნენ. მართლაც, თაფლს აქვს ბევრი სამკურნალო თვისებები, რომლის მეშვეობითაც ადამიანის ფიზიკური მდგომარეობა უმჯობესდება. თაფლის შემადგენლობაშია ყველა მინერალური მარილი, ვიტამინები- A, C, H, PP, ასევე სხვადასხვა მჟავაც, რომლებიც თაფლს ძალიან კარგ გემოს აძლევენ. მეცნიერები ფიქრობენ, რომ თაფლი ამშვიდებს ნერვებს და აუმჯობესებს მეხსიერებას. ასევე ის არჩენს ჭრილობებს და წყლულებს. გარდა ამისა მას იყენებენ კიბოსა და ძვლების მკურნალობისთვის. ამერიკელმა მედიკოსებმა აღმოაჩინეს, რომ თაფლის გამოყენებით შეიძლება შევებრძოლოთ ბაქტერიებსაც. უნდა აღინიშნოს, რომ  თაფლი ომის დროს გამოიყენებოდა ჩირქოვანი დაავადებების და ჭრილობების მოსარჩენად. თაფლი შველის ხველებას, ის არბილებს ლორწოვან გარსებს და ამიტომ მიი მიღება ნებადართულია ხველებისას. კლინიკური დაკვირვებების შედეგად დასტურდება ის ფაქტი, რომ თაფლის ყოველდღე მიღება არ წევს მაღლა შაქრის დონეს სისხლში, არამედ პირიქით შეიძლება, რომ შაქრის დონემ დაიკლოს. სწორედ ამიტომ უმჯობესია დიაბეტით დაავადებულებმა ექიმთან  შეთანხმებით,  მისი კონტროლის ქვეშ  მიიღონ თაფლის გარკვეული რაოდენობა. 
      მეფუტკრეების თქმით თაფლის 50-ზე მეტი სახეობა არსებობს. მისი შედგენილობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი ყვავილის ნექტრიდან ამზადებენ ფუტკრები თაფლს. გავეცნოთ ზოგიერთ მათგანს, რომელიც ჩვენში ფართოდაა  გავრცელებული.                                             
      მაისის თაფლი - მზადდება გაზაფხულზე აყვავებული მცენარეებიდან, ძირითადად აკაციის ნექტრისგან. ის ითვლება ჯანმრთელობისთვის ყველაზე სასარგებლოდ იმიტომ, რომ მის შემადგენლობაშია დიდი რაოდენობით ვიტამინები. ის ყველა სხვა ნატურალურ თაფლზე მეტ ფრუქტოზას შეიცავს, ამიტომ ძალიან ტკბილია.                                                                               
ცაცხვის თაფლი -  არის ყვითელი ფერის, ხასიათდება მკვეთრი გემოთი  და  ასევე ცოტა მწარე გემოც დაკრავს. იგი გამოიყენება ხველების და სხეულის მაღალი ტემპერატურის დროს.                          
 წაბლის თაფლი - ის ხასიათდება მწარე გემოთი. მას აქვს ბაქტერიციდული თვისებები. წაბლის თაფლი სასარგებლოა კუჭის წყლულის სამკურნალოდ და პროსტატის დროს.                                                                        
 აკაციის თაფლი - ნაკლებად შაქრდება. სასარგებლოა ბავშვებისთვის, რადგან ის შეიცავს ბევრ A ვიტამინს. ის გაზაფხულის თაფლია.                                                                                     
მთის ალპური თაფლი - ადვილად კრისტალიზდება და თეთრი ხდება. ალპური ზონის თაფლების გემო განსხვავდება ერთმანეთისგან, რადგან სხვადასხვა ადგილებში  სხვადასხვა  მცენარეები  იზრდება.
    თაფლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თვისებაა, რომ ის ახდენს გულის დაავადებების პრევენციას, რადგან მასში შემავალი ანტიოქსიდანტები ხელს უშლიან ,,ცუდი“ ქოლესტერინის წარმოქმნას, რაც გვეხმარება გულსისხლძარღვთა დაავადებების თავიდან აცილებაში. თაფლი ასევე ხელს უწყობს  საჭმლის მონელებას. იგი გვეხმარება შევინარჩუნოთ ჩვენი ნაწლავური ფლორა. თაფლი  შეიცავს ენზიმებს, რომლებიც მონაწილეობას იღებენ საჭმლის მონელებაში. უნდა ავღნიშნოთ ისიც, რომ თაფლს შეუძლია კანის გასუფთავება და დატენიანება, რადგან შეიცავს წყალბადის ზეჟანგს, რომელის კანს კარგად წმენდს. ხოლო მასში შემავალი ანტიოქსიდანტები კანს იცავს მზის ულტრაიისფერი სხივების  მოქმედებისა  და  დაბერებისაგან.
                                    
უნდა ავღნიშნო ის ფაქტიც, რომ თაფლის მიღებისას საჭიროა სიფრთხილის დაცვა. კერძოდ, მისი  მიცემა ერთ წლამდე ბავშვებისთვის არ შეიძლება, რადგან ამ ასაკში ბავშვების ნაწლავური ფლორა ძალიან ნაზია და შეიძლება დააზიანოს. თაფლი არ შეიძლება მათთვის, ვისაც კენჭები აწუხებს ან აქვთ ალერია მასზე.
   მოკლედ აქ მცირე ჩამონათვალია, რაც თაფლის სამკურნალო თვისებებს შეეხება.
  

მიზანი 15: დედამიწის ეკოსისტემების დაცვა, აღდგენა და მდგრადი გამოყენება, ტყეების გონივრული მართვა, გაუდაბურების აღკვეთა, ნიადაგის დეგრადაციის შეჩერება და  აღდგენა-გაუმჯობესება, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება

სსიპ ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალის N2 საჯარო სკოლის
მე-11 კლასის მოსწავლე მელანო სართანია 
სამყარო წყლის ქვეშ

            ალბათ ყველამ იცით ზღაპარი ( მითი)  ლამაზი ქალთევზა არიელისა და მომხიბლელი პრინცი ერიკის შესახებ. ეს ზღაპარი  მეც ძალიან მიყვარს, როდესაც ის პირველად მოვისმინე გავიფიქრე „რა საინტერესო და ამაღელვებელი იქნებოდა წყალქვეშ ცხოვრება“ მეთქი. ეს მართლაც ასეა. მართლაც საინტერესოა თუ როგორ ცხოვრობენ წყლის ბინადრები. იცით რა მე საერთოდ არ ვიცი რას გრძნობენ თევზები, მოლუსკები, ზვიგენები, ვეშაპები ან თუნდაც სხვა წყლის არსებები, არ ვიცი მათი ემოციები როდესაც ბრაკონიერები მათ სიცოცხლეს უსწრაფებენ, არ ვიცი რას ფიქრობენ ისინი  მაგრამ ნამდვილად ვიცი რომ,  წყალქვეშა სამყარო მეტად საინტერესო იდუმალი და მრავალფეროვანია.  
       ოკეანის მცხოვრებთა მრავალი სახეობა არსებობს თუმცა მათგან ბევრს არ ვიცნობთ. მაგალითად, დღესდღეობით მსოფლიოში 440- მდე სახეობის ზვიგენია აღმოჩენილი, ეს რიცხვი კი ზრდას განაგრძობს. არსებობს დიდი თეთრი ზვიგენი, ვეფეხვისებრი, ვეშაპისებრი და სხვ. თუმცა მინდა საუბარი დავიწყო ყველაზე უჩვეულო ზვიგენთა სახეობების შესახებ.
   მაგალითად ზებრაზვიგენი, მყვინთავებს ეს სახეობა ხშირად ლეოპარდზვიგენში ერევათ, რადგან ზურგზე  შავი წერტილები  მათსავით აქვთ. ისინი ბინადრობენ  წყნარ და   ინდოეთის ოკიანეებში.
       გასაოცარია  მეგაჩაცმაპელაჯაიოსი ( დიდპირა ზვიგენი)  რომელიც ღრმა წყლის ზვიგენების სახეობას მიეკუთნება და გადაშენების პირასაა.
 ასევე საინტერესოა რქიანი ზვიგენიც რომელსაც სახელი მისი უცნაური წამონაზარდის გამო ეწოდა. ასევე  1300 მ სიღრმეში ბინადრობს  ე.წ გობლინი ზვიგენი. მას აქვს წაგრძელებული დინგი რომელსაც ელექტრომგრძნობიარე რაცეპტორები აქვს. ის მონაცრისფრო ან მოვარდისფრო შეიძლება იყოს. მას შეუძლია წამში 3,1 მ/წმ სიჩქარით უკბინოს მსხვერპლს.
      ერთ- ერთი ყველაზე პრიმიტიული ზვიგენის სახეობაა ფურფუშებიანი ზვიგენი, რომელიც ბინადრობს  50-200 მ სიღრმეში. საკმაოდ დიდხანს ცხოვრობს ე.წ გრელანდიის ზვიგენი. მათ 400 დან 500 წლამდე შეუძლიათ ცხოვრება. წყალქვეშ ზვიგენების გარდა სხვა მრავალი უცნაური და საინტერესო არსება ბინადრობს, მაგრამ მათი ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს.
დაივინგის ერთ-ერთი  ინსტრუქტორი შენონი, რომელიც წყალქვეშ უფრო მეტ დროს ატარებს ვიდრე ხმელეთზე ამბობს:  ყოველ ჯერზე გაოცებული ვრჩებირომ ეს შესანიშნავი ცხოველები საშუალებას მაძლევენმათთან ერთად გავატარო დრო,  გადაიღო ასეთი ფოტოები და მუდმივად გრძნობდე კავშირს ჩემსა და წყალქვეშა არსებებს შორისარის კიდეც ჩემი ცხოვრების აზრი".
           არ შემიძლია არ ვისაუბრო ულმაზესი, საოცარი დათვალწამტარცი მარჯნის რიფების შესახებ,რომელიც  მარჯნის პოლიპებისა და წყალმცემცენარეების ერთობლიობას წარმოადგენს.  როგორც ცნობილია მარჯნის  რიფის  სიგრძე 2000მ აღწევს. უნდა ვაღიაროთ, რომ ის მართლაც უმშვენიერესია.
 
  

გიგა ხითარიშვილი -   XI  კლასის მოსწავლე
მიზანი  11: ქალაქებისა და დასახლებების ინკლუზიური, უსაფრთხო და მდგრადი განვითარება.

მემთეურობა ვალეში
( ნაწილი I )
    საქართველოში თითოეულ  რეგიონს და მცირე დასახლებასაც კი თავისი დამახასიათებელი წესჩვეულებები და ტრადიციები  გააჩნია. ამ მხრივ არც ჩემი სოფელი -ახალციხის რაიონის სოფელი ვალეა გამონაკლისი.ჩემი  სოფლის წესჩვეულებებიდან და ტრადიციებიდან მნიშვნელოვნად მიმაჩნია  მემთეურობა ანუ „მეიელეობა,, . იგი  ძირითადად დაკავშირებულია ჩვენთან კარგად განვითარებულ სოფლის მეურნეობის ერთ-ერთ ძირითად დარგთან- მეცხოველეობასთან. მისი არსი იმაში მდგომარეობს, რომ უძველესი დროიდან მოყოლებული დღემდე ყოველ გაზაფხულზე  მოსახლეობის ნაწილი (ძირითადად მოხუცები და ბავშვები მიდიან მთაში, სადაც ცხოვრობენ ე. წ.  „იეილებში“.(სურ 1). მთას გააჩნია ბევრი დადებითი მხარე , რაც პოზიტიურად მოქმედებს მოსახლეობაზე. 
მთაში არის ნოტიო ჰავა, რაც სასარგებლოა ადამიანებისათვის. ხშირად გამოცდილი ექიმები წამლების ნაცვლად ხალხს ურჩევენ  მთაში წასვლას და დასვენებას. იქაური ნისლი განსხვავებულია და დასასვენებლად წასული  ადამიანები დილის მთის ნისლთან შესახვედრად საკმაოდ ადრე დგებიან. თითოეული ჩასუნთქვა და ამოსუნთქვა უკვე „ძვირადღირებული წამალია „ ადამიანებისათვის. მთა მდებარეობს ქალაქიდან (ვალიდან) საკმაოდ მაღლა, ამიტომ მთაში თოვლი მოდის სექტემბერში და მაისის ბოლომდეც რჩება ხოლმე.  მთის ბუნება განსაკუთრებული სილამაზით და მრავალფეროვნებით გამოირჩევა. მინდვრები  სავსეა მწვანე ბალახითა და ულამაზესი ყვავილებით. ეილების აღმოსავლეთ და დასავლეთ მხარეს აქვს მინდვრები რომელსაც გადასახედს ეძახიან  სწორედ აქ შევხვდებით ნაირნაირ მინდვრის ყვავილებს. გამოირჩევა ღიღილო, რომელიც მხოლოდ მთის მიდამოებში იზრდება. ყვავილებს მემთეურები სახელს თვითონ ურჩევენ.  გადასახედი ეწოდება იმიტომ,რომ მთაზე დადგომისა და გადახედვის შემთხვევაში ჩვენს წინ იშლება ულამაზესი ხედი,  ბუნებასთან ერთად ახლო მდებარე  გადასახებზე ბავშვების ერთ-ერთი გასართობი საშუალება მინდორზე დანის საშუალებით თავიანთი  სახელების ამოჭრაა დიდი ასოებით  ამით  თითქოს თავს ამახსოვრებენ მთის მინდვრებს. აქ  შექმნილია სათამაშო მოედანიც, სადაც ბავშვები თავიანთი ბურთით ან სხვა სათამაშოებით ერთობიან.  მომთაბარე ხალხი მთაში მაისის ბოლოს მიდის და სექტემბრის ბოლომდე რჩებიან. წასასვლელად ოჯახები საკმაოდ ადრე იწყებენ მზადებას.  სამზადისი ერთგვარი რიტუალია . წასვლისას მემთეურთან (მთაში  წამსვლელთან)  მეზობლები  იკრიბებიან და მას საზეიმოდ აცილებენ ,უსურვებენ შემოდგომით მშვიდობიან დაბრუნებას. ვალის მთა შესდგება დაახლოებით 100 საცხოვრებელი სახლისაგან (ეილისაგან). იგი ძირითადად მოიცავს ერთ ოთახიან შემოგარენს, რომელსაც მიდგმული აქვს შინაური ცხოველებისათვის განკუთვნილი  ბოსელი. მასში შესასვლელი კარის წინ თითქმის ყოველთვის შევხვდებით პატარა ხისგან გაკეთებულ „ჭიშკარს“, როგორც ამას მოხუცები ეძახიან.          
     იეილები ნაშენებია მთის ქვით. მშენებლობაში  არ არის გამოყენებული ცემენტი,თიხა და თანამედროვე სამშენებლო საშუალებები. ადრე ეილები დახურული იყო ქვემოდან დიდი ბრტყელი ქვით-ფიქალით და ზემოდან მიწით,  რომელსაც ერდოს უწუდებდნენ. ეილის შიგნით მთავარი ადგილი უკავია ტახტს რომელსაც სექვი ეწოდება. (ასე მთაში ეძახიან, საქართველოში იყენებენ სიტყვა საქვეს).ტახტზე აფენენ ჭილობს, ანუ ჩალით მოქსოვილ ხალიჩას.იქიდან გამომიდინარე, რომ მთის ერთი ეილის ფართი პატარაა სტუმარი კი ბევრი (ზაფხულში სოფელში ჩამოსული ბავშვები დასასვენებლად მთაში მიდიან ნათესავებთან )  მათ დაძინება უწევთ საერთო ტახტზე- სექვზე. რომელზეც ყოველ საღამოს გადმოაფენენ საძილე ლეიბებს და საბანებს.  ოთახს შუაზე ყოფს ფარდა. ფარდის უკანა მხარეს აწყობენ საკვებ პროდუქტებს. ი ეილის იატაკი დაფარულია მიწით.  სწორედ ესეც  განასხვავებს თანამედროვე სახლებისაგან ეილას. „რემონტი“  სახლის  ქვის  კედლებზე ჩამოფარებული ხალიჩებია.  იეილას გარეთა მხარე შემოსაზღვრულია პატარა ეზოებით.  მემთეურებს ყოველწლიურად  ეილებში  საკუთარი ნივთები მიაქვთ   დაბრუნებისას კი ისევ უკან  სოფელში მოაქვთ ყველაფერი, რადგან ზამთარში მთა მთლად უპატრონოდაა მიტოვებული.  მთაში წასვლა და წამოსვლა დიდი საბარგო მანქანებით ხდება,  რადგან რელიეფის სირთულის გამო  გზა საკმაოდ საშიშია. როგორც სოფლიდან წ ასვლა, ისე  მთაში ასვლაც თავისებური რიტუალია. მემთეურს იქაც ხვდებიან  ახალი მეზობლები,რომლებიც ახალმოსახლეს ნივთების დალაგებასა და ეილის მოწყობაში ეხმარებიან. საქმის დამთავრების შემდეგ ამსვლელ-დამხვედრნი ერთად სადილობენ. სადილზე ერთ-ერთი მთავარი საჭმელი „მოდუღული ნაღებია“.ეს საჭმელი ძალიან გემრიელი,ნოყიერი და რაც მთავარია სწრაფად მისამზადებელია. ამ უკანასკნელი თვისების გამო მთაში ახალ ასულს თუ ნებისმიერ გამვლელ-გამომვლელს ამ საჭმლით უმასპინძლდებიან.   დაახლოებით  სამი ათეული წლის წინ ეილების რაოდენობა მნიშვნელოვანად მეტი იყო დღევანდელთან შედარებით.  იეილები  თანდათან მცირდება, ინგრევა და ნადგურდება. ეს გამოწვეულია  იმით, რომ მთაში უმეტესად მოხუცები მიდიან ბავშვებთან ერთად.   
        სამწუხაროდ ასე თუ გაგრძელდა რამოდენიმე ათეულ წელიწადში ვალის მთა (მემთეურობას)  განადგურება უწერია. ამის მიზეზი შეიძლება იყოს მოუწესრიგებელი საგზაო ინფრასტრუქტურა - საშიში გზები მთაში ასასვლელად. მართალია მოსახლეობა ყოველწლიურად ცდილობს შეაკეთოს სავალი გზები, მაგრამ მათი ძალისხმევა საკმარისი არაა. გზას კაპიტალური  რეკონსტრუქცია ესაჭიროება რისი საშუალებაც ხალხს არ გააჩნია. კარგი იქნება თუ ამ  საჭიროებას ადგილობრივი თვითმართველობა გაითვალისწინებს.























გიგა ხითარიშვილი - XI  კლასის მოსწავლე

მემთეურების ყოველდღიურობა
( ნაწილი II )

  მთაში საკმაოდ ცივა ამიტომ  თითქმის მთელი ზაფხულის განმავლობაში უნთიათ ბუხარი ან ღუმელი. შეშას მემთეურები ადგილზევე ახლომდებარე ტყიდან ეზიდებიან.
     მთის საყოფაცხოვრებო საქმეებში პირველადი მოხმარების საგანია სეფერატორირის საშუალებითაც მოხუცები რძეს ამუშავებენ და ღებულობენ ნაღებს და გამოტარებულ რძესმიღებული პროდუქტით შესაძლებელია დამზადდეს სხვა პროდუქტები მაგალითად ჩვენი კუთხისათვის დამახასიათებელი ჩეჩილი ყველიკარაქიერბო და თავი ყველისეფერატორი ჩვეულებრივი რძის ჩასხმის შემდეგ  აცალკევებს ორ პროდუქტს ერთმანეთისაგანერთი ნაღები და მეორე გამოტარებული რძენაღებიდან შესაძლებელია კიდევ სხვა სახის საკვების მიღება მაგალითად კარაქისამ პროცესისათვისანუ ნაღებიდან კარაქის მისაღებად საჭიროა  ვარიასადაც ჩაასხავენ ნაღებს და ატრიალებდნენ სახელურს იქამდე სანამ ნაღებისაგან არ მიიღება უფრო მყარი მასა-კარაქისაინტერესოა ყველის დამზადების პროცესი რომელიც ვალის სოფლის მკვიდრმა ნათელა ბაბომ მომიყვა.
„ყველის დასამზადებლად სეფერატორში  გამოტარებულ რძეს მეორედ გავათბობ. მასა ცოტა უნდა „აიჭრას“. აჭრილი რძე უნდა შემოვდგათ ბუხარში,ცეცხლზე. გაცხელებულ რძეს ხის ცაცხვით იქამდე მოვურევთ სანამ რძიდან არ გამოიყოფა ყველი და შრატი. შემდეგ ამოღებულ ყველის მასას კარგად დავზილავთ.  მასა ხდება მკვრივი. ამის შემდეგ შეიძლება გავაკეთოთ ჩეჩილი ყველიც და ჩვეულებრივიც.  ჩეჩილის დასამზადებლად ვაკეთებთ ნაწნავის მსგავს ფორმის ყველს.  თავი ყველის გასაკეთებლად ნაწნავი აღარაა საჭირო და მხოლოდ ყველის დედის დასხმის შედეგად შეიძლება დამზადდეს. „დედის“ დასხმისა და „აჭრის“ შემდეგ ყველის მასა ცპეციალურ ფორმებში თავსდება და რამდენიმე საათში ყველიც მზადაა დასამარილებლად.“ (ნ.ხითარიშვილი 67წლის).                                                                                                                                                                 მთაში ასევე შეიძლება დამზადდეს „დო“.როგორც ზემოთ ვახსენეთ ყველის ამოყვანის შემდეგ ჭურჭელში რჩება შრატი. მას ადუღებენ ნახევარი საათი. შემდეგ კარგად დაწურავენ სპეციალურ ნახვრეტებიან ტომარაში და გამოდის სქელი მასა. ამ მასას მარილით შეაზავებენ და ინახვენ რამდენ ხანსაც უნდათ. . ამ პროდუქტს იყენებენ წვნიანი საჭმლის დასამზადებლად და  გუდის ყველში დასამატებლადაც. რადგან გუდის ყველი ვახსენე, გაგაცნობთ მისი დამზადების წესსაც, რომელიც ჩავიწერე 78 წლის პელაგია კაკაჩიშვილისაგან.  გუდის ყველის დასამზადებლად საჭიროა: ჩეჩილი ყველი, დო, ნაღები,  თავი ყველი და წინასწარ დამუშავებული  და მომზადებული ცხვრის გუდა. ზემოთ ჩამოთვლილი პროდუქტების მომზადებას საკმაო დრო სჭირდება,რადგან გუდა გატენვისას დიდი რაოდენობით მასალას შთანთქავს. გუდის გატენვას  ერთი  ადამიანი ვერ ახერხებს.ამიტომ იკრიბებიან მეზობლები და პროცესს საზეიმო ელფერს აძლევენ.საქმის დამთავრების შემდეგ კი კარგად მოილხენენ ხოლმე სოფლიდან წინასწარ სპეციალურად ამ დღისთვის გაგზავნილი სურსათით, ტკბილეულით და ხილით. გატენილ გუდას კარგი მოვლა და სისუფთავის დაცვა სჭირდება,რადგან უყურადღებობის შემთხვევაში ყველი შეიძლება გაფუჭდეს. გუდა იხსნება  დაზამთრებისას, როცა ყველი მომწვანო ფერს და სპეციფიკურ გემოს ღებულობს“.                                                                                    განსაკუთრებილი გემოთი გამოირჩევა მთაში გამომცხვარი „ფუნთუში“, რომელიც ასევე რძისგან და ნაღებისაგან მზადდება. საინტერესო ფაქტია, რომ მთაში დამზადებული ფუნთუში და ნამცხვარი  დიდი მოწონებით სარგებლობს ვალეში.მათ დიდი რაოდენობით აცხობენ მთიდან დაბრუნებისას ,რადგან მამაპაპური წესია მემთეურის მიერ მეზობლების მოკითხვა და მათთვის მთის ნობათის მირთმევა.  მთაში მემთეურები პურს ფურნეში აცხობენ. ცხვება მესხეთისათვის დამახასიათებელი სომინი, ფოდოლა და ზემოთ ხსენებული ფუნთუში. როგორც მაყვალა ბებოსგან შევიტყვე იზილება საკმაოდ დიდი რაოდენობის ცომი. გაღვივების  შემდეგ აკეთებენ საშუალო ზომის მრგვალ გუნდებს. ზემოდან უსვამენ   კვერცხისა და მაწვნის ნაზავს (მატებს სიწითლეს და ხდება უფრო გემრიელი) და აცხობენ სომინს. ფოდოლას დამზადების შემთხვევაში იღება უფრო პატარა ზომის გუნდები და შუაში ნასვრეტის მსგავსი ფორმა უკეთდება. ამოგუნდული ცომი მხოლოდ „დასვენების“ შემდეგ ცხვება წინასწარ შეშით ძლიერ გახურებულ ფურნეში. გამოდის უგემრიელესი მთის, მესხური პური.
     როგორც უკვე ავღნიშნეთ მთის პროდუქტები ძალიან გემრიელია რადგან მთის საძოვრები მრავალფეროვანი და სასარგებლო მცენარეებისგან შედგება. მოხუცები მთის ბალახს „ერბოანს“ უწოდებენ.  ამ ბალახეულობით იკვებება საქონელი მთელი ზაფხულის განმავლობაში. და იგივე ბალახი მზადდება თივად საქონლის საკვებად მთელი ზამთრისთვისაც.         
აღნიშნულის შესახებ შევხვდებით ადგილობრივ ტელეკომპანიის, მე-9 არხის სიუჟეტში . გთხოვთ იხილოთ თანდართული ბმული:https://www.youtube.com/watch?v=jnmlVCDiNaI















  ბუნება მთაში
( ნაწილი III)
 მთაში გვხვდება ბუნებრივი წყაროები: ნანაფუარი (დედის წყარო), ყავღაფუარი (ყვავის წყარო) და მარალფუარი (ირმის წყარო), თამარ მეფის წყარო, რომელიც თიხის არხებით არის გამყვანილი. წითელწყარო, ეშაგფუარი (ვირის წყარო), უზიფუარი(თხის წყარო) და სხვ. ეს სახელები მათ თურქული ენიდან შემორჩათ.  ისინი გმაოირჩევიან განსაკუთრებული გემოთი და დამახასიათებელი  ტემპერატურით(ყინულივითცივი).         მთაში არის ორი ღირსშესანიშნავი ადგილი: ყვირილა  და სიპიალა კლდე. ყვირილა კლდე გამოსცემს ექოს და ეს სახალისოა ხოლმე. ყვირილა კლდე დიდი ქვებისაგან ბუნებრივად შექმნილი კლდეა, რომლის შექმნის რამოდენიმე ვერსია არსებობს. მასთან აკავშირებენ რამოდენიმე უბედურ შემთხვევასაც. მოხუცები ყოველთვის აფრთხილებენ ბავშვებს  რომ მასთან ახლოს მისვლა არ შეიძლება რადგან დიდი სიმაღლის გამო  გამორიცხული არა უბედური შემთხვევა. ამიტომ პატარა ბავშვებს არ აძლევენ მარტო წასვლის უფლებას. ეს უნიკალური ბუნებრივი ნაგებობა სამწუხაროდ თანდათან იშლება.
ყვირილა კლდიდან უმშვენიერესი ხედი იშლება ჩვენს თვალწინ, აქედან მოსჩანს ვალის მთელი ტერიტორია. ამასთან მისგან  700 მეტრში შეგვიძლია დავინახოთ მეორე ღირსშესანიშნაობა სიპიალა კლდე- დიდი ქვები რომლებიც თავისი სილამაზით და ორიგინალობით გამოირჩევიან. იქიდან გამომდინარე, რომ ქვების განლაგება  საკმაოდ საშიშია მოძრაობისათვის, ხშირად ბავშვები ვერ მიდიან კლდეზე, თუმცა გამონაკლისები -გაბედულები და „თავზეხელაღებულები“ ყოველთვის არსებობენ.
 მცენარეებიდან განსაკუთრებით ბევრია მთაში მოცვი, მალინა, მოცხარი, კუნელი და სხვ. რომელთგანაც აკეთებენ კომპოტებს, მურაბებს ჯემებს. ისინი განსაკუთრებული არომატით გამოირჩევიან. მოცვის, ნეგოს, მარმიჭის და სხვა მცენარეებისგან შეგვიძლია დავამზადოთ უგემრიელესი, ნატურალური ჩაიც. მოცვი მოიპოვება ეგრედ წოდებულ ლიშხებში.მალინა კი ტყეში. ამასთან ერთად მთაში არის მცენარეები, რომლებიც არაფერში  გამოიყენება და არც საქონელი ჭამს, მაგრამ მაინც ამდიდრებს მთის ფაუნას და მის უნიკალურობას კიდევ უფრო ამძაფრებს. მაგალითად აფუტარაკი. უჩვეულო მცენარე, რომელიც მხოლოდ მთაში იზრდება და ხშირად ბავშვების გართობის საგანი ხდება განსაკუთრებული გემო აქვს მთის მალინას, ზომით უფრო პატარაა თუმცა ნამდვილად უგემრიელესი და რაც მთავარია სასარგებლო. მთაში ჭაობიან ადგილებში იზრდება თელახარში, რომლისგანაც ამზადებენ მწნილს.
     მთაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ბავშვებისთვის არყის ხისგან დამზადებულ და ტყის კევს. ტყის კევის მოპოვება ძალიან ადვილია. უბრალოდ ახალგაზრდები მიდიან ახლო მდებარე ტყეში, სადაც ტყის კევი თავად მიწებებულია ხეებზე, განსაკუთრებით ნაძვებზე. ხოლო არყის ხისაგან დამზადებულ კევი, რომელსაც შავი კევი ჰქვია დასამზადებლად  რთულია. მისი დამზადება ყველას არ შეუძლია,რადგან ყველა პროცედურა ზუსტად უნდა იყოს დაცული. თავდაპირველად გვჭირდება არყის ხის ქერქის თხელი ნათალი. შემდეგ ეს ნათალი ცხიმთან და მარილთან ერთად იშუშება ცეცხლზე. კარგად რომ მოიშუშება ჩააგდებენ  მასში ცეცხლს და წვავენ. როცა მასა მიიღებს შავ ფერს დაასხავენ ცივ წყალს. მიიღება შავი ფერის საღეჭი   რეზინის მსგავსი   მასა, რომელსაც სწრაფი დაზელვა სჭირდება. ჯერ კიდევ ცხელს გააწვრილებენ ხის დაფაზე და დაჭრიან წვრილ მოგრძო  ნაჭრებად. იგი ძალიან სასარგებლოა. არ კარგავს  გემოს და იცავს კბილებს კარიესისგან.
    დღესდღეობით მთიდან რამოდენიმე კილომეტრში არის სათიბი ტერიტორიები თავიანთი სახელებითადრე ჩვენი სოფლის კოლმეურნეობა მთის სათიბებიდან ეზიდებოდა თივასხალხი მუშაობდა დაახლოებით 30-40 დღის განმავლობაში.  თივის მოსათიბად ადრე  მოძრაობდნენ ავტომობილებითმაგრამ ახლა ხშირია მამაკაცების იქ დაბანაკება რაღაც პერიოდის განმავლობაშისათიბებში უამრავი წყაროებია და ყველა წყარო ერთმანეთისაგან განსხვავდება თავისი სპეციფიკური გემოთიჩვენი მთა ძალიან ახლოსაა საზღვართანსაზღვარს იცავენ ქართველი მესაზღვრეებისათიბში შესასვლელად საშვებია საჭირორომელსაც იქ მყოფი ჯარისკაცები აკონტროლებენ და იძლევიან.
  თავდაპირველად ვალის მთაში არ იყო სალოცავად თავშეყრის  ადგილი-ეკლესია. უახლოეს წარსულში კი ვალის მკვიდრმა  კეთილი საქმე ჩაიდინა და ააგო ეკლესია ვალის მთაში წამსვლელთათვის. ეკლესიის აშენებამდე მემთეურები იკრიბებოდნენ ერთ მიტოვებულ ეილაში.
ამრიგად, ვფიქრობ ნაწილობრივ მაინც შევძელი დღს შემორჩენილი ჩემი სოფლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტრადიციის, მემთეურობის მოკლედ აღწერა. ჩემი სურვილია ეს ტრადიცია არ დაიკაროს და მთა არ იქცეს მხოლოდ მოხუცების და პატარა ბავშვების სამყოფ ადგილად. იმედი მაქვს დადგება დრო, რომ ჩეს მთაში იქნება კარგი მისასვლელი გზა, იქნება ელექტროენერგია და შესაბამისად თანამედროვე ტექნოლოგიები რაც ახალგაზრდობასაც მიიზიდავს იქ წასავლელად და დასასვენებლად. 
 
























































ეკა ხითარიშვილი XI  კლასის მოსწავლე~

ბერიკაობა (ბერობანა)
თამაშის დასახელება-ბერიკაობა
      გამიგონია: ცხოვრება თამაშიაო. ამ თამაშში ზოგი- მსახიობობს,ზოგი- გულწრფელია,ზოგი-მთელი ცხოვრება ბავშვად რჩება,მაგრამ ამ თამაშობებში ყოველთვისარის ასახული ცხოვრებაში განცდილი მარცხი თუ წარმატება, სიხარული თუ ტკივილი, სიამაყე თუ იმედგაცრუება.
დიდი შოთა ამბობდა:“ ჭირსა შიგან გამაგრება ისე უნდა ვით ქვითკირსა“ და ჩემი აზრით იუმორი იყო სწორედ ის იარაღი, რომელიც ჩვენ წინაპრებს ეხმარებოდა დაბრკოლებების გადალახვაში.
მხატვრული კინოფილმიდან მახსენდება ერთი ფრაზა  “რატომ იყო რევოლუციონერი ბავშვი განუვითარებელი.“ რომელსაც მე არ ვეთანხმები. ჩვენი წინაპრები განუვითარებელი ნამდვილად არ ყოფილან უბრალოდ არ ქონდათ მრავალგვარი თამაშობები, ამიტომ თამაშობებს თვითონ იგონებდნენ და ამასთანავე ყველაფერზე შეეძლოთ თამაში.
ჩემ ქალაქში დღემდეა შემორჩენილი ძველი თეატრალიზებული ხალხური თამაში, რომელსაც აქ „ბერობანას ეძახიან“. ეს თამაშობა-სანახაობა, რომელიც ყოველი წლის ყველიერზე იმართება წარმოადგენს დამპყრობელ და დაპყრობილ ადამიანთა ურთიერთობასმათ შორის არსებულ ყოველდღიური დაძაბულობისა და ბრძოლის ერთგვარ იმიტაციას. “ბერობანა“ ძველისძველი წარმოდგენა-თამაშობაა, რომელიც მე-17 საუკუნიდან იღებს სათავეს.
თამაშის აღწერა -„ბერობანა მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობს დოლისა და ზურნა-დუდუკის თანხლებით. მასში მონაწილეობას იღებდა თითქმის მთელი სოფელი. მონაწილეებს შესაბამისი ნიღბები აქვთ მორგებული.  მთავარ ცენტრალურ ადგილას ზის ყადი-მუსლიმანთა სასულიერო მსაჯულ-დამპყრობელი. მისი „დამქაშები“ ავიწროებენ ადგილობრივ მოსახლეობას, ძარცვავს მას უსამართლო გადასახადების შეწერა-აკრეფის გზით. ამ საქმეში ყადს კარგ სამსახურს უწევს „12 ლაზი“ და „აჭარელი“.ეს უკანასკნელი აღჭურვილია თოფით,მკვდარი კატით და ფერადი საღებავებით. ლაზები იჭერენ ხალხს მიჰყავთ აჭარელთან, იგი ახდევინებს ძალდატანებით ხარკს და გადასცემს მოლარა ხაზინადარს ყადისთვის მისართმევად.თუ ხარკის გადამხდელი უარს იტყვის ხარკის გადახდაზე, აჭარელი მას მკვდარ კატას მიუს-მოუსვავს სახეზე და ფერადი საღებავით მოუთხუპნის სახეს. ამავე დროს მოსახლეობაში დარბიან „ბოშა-მათხოვრები“ და აფრთხილებენ მოსახლეობას ლაზების მოახლოების შესახებ, რისთვისაც ისინი გასამჯელოდ იღებენ ფქვილს და სხვა სურსათ-სანოვაგეს.თამაშში მონაწილეობას იღებენ აგრეთვე ე.წ “ბერები და ბერიკები“-ორი მასხარა ახალგაზრდა,  რომლებიც ართობენ „ბერობანას“ მონაწილეებს და ამასთანავე ებრძვიან ყადს თავიანთი იუმორისტული შესაძლებლობებით. ამ თამაში ფიგურირებს“პატარძალი“ის მოცაკვავე ქალის ფორმაში გამოწყობილი მამაკაცია და ცეკვით ართობს შეკრებილებს. თამაშის მონაწილენი ცდილობენ პატარძლის მოტაცებას,რათა მიიღონ გამოსასყიდი გასამრჯელო .დასასრულს აჭარელი ფერხულში ჩააბავს ლაზებს და თამაშის სხვა  მონაწილეებს და აცეკვებენ „ლალოინს“(თურქ. ცეკვა), ბოლოს ყადს ვირზე შესვავენ უკუღმა, კუდს ხელში დააჭერიბებენ და სოფლიდან გააძევებენ.“ბოროტსა სძლია კეთილმა“-ესაა ამ თამაშობა-გართობის იდეა და მიზანი.
მეც-ჩემი სამშობლოს-ფესმაგარი მუხის ღონიერი ტოტის-მესხეთის ერთი შვილი ვარ ერთი ფოთოლთაგანი და მინდა,რომ მაშინ როცა მსოფლიო უფრო ახლოს გაიცნობს ჩემ ქვეყანას, როცა მსოფლიოში ერთ-ერთი სრულყოფილი .თავისუფალი,ძლიერი ერი ვიქნებით და საკუთარი წარსულით ვიამაყებთ, მხოლოდ „მეფეებისა და ომების“ისტორიით კი არ გავაკვირვოთ უცხონი, არამედ ჩვენი მდიდარი არამატერიალური კულტურის საუნჯეებით. და ამ მამილუშვილურ საქმეში, ჩემ მიერ მოპოვებული მასალა თუ გამოგადგებათ,მე - ეკა ხითარიშვილი, უბედნიერესი ადამიანი ვიქნები.
აღნიშნულის შესახებ  ინფორმაციას შევხვდებით აგილობრივ მედია გაზეთშიც  ,,სამხრეთის კარიბჭეში" . გთხოვთ იხ. ბმული http://sknews.ge/index.php?newsid=21611


















მიზანი  11: ქალაქებისა და დასახლებების ინკლუზიური, უსაფრთხო და მდგრადი განვითარება.
ეკა ხითარიშვილი -XI კლასი 

ახალი წელი სამცხე-ჯავახეთში
(ვალეში)
      ახალი წელი, საქართველოში, წლის უმნიშვნელოვანესი დღესასწაულია,რომელსაც დიდი თუ პატარა ყველა მოუთმენლად ელოდება,მოსახლეობა ახალ წელს ახალი სურვილებით და მიზნებით ხვდება.
   საქართველოს ყველა კუთხე  განსხვავებულად  და სხვადასხვა  ტრადიციებით აღნიშნავს ახალ წელს.
       სამცხე-ჯავახეთშიც, ისევე როგორც სხვადსხვა კუთხეებში, საახალწლო  მზადება დეკემბერის ბოლო კვირაში  იწყება,თავდაპირველად ირთვება ნაძვისხე  და  შემდეგ უკვე მოსახლეობა საახალწლო სუფრისთვის იწყებს მზადებას.
      ძველად ვალეში,ჩემ სოფელში, ძირითადად საეკლესიო დღესასწაულები და ახალი წელი აღინიშნებოდა. ახალი წლისთვის მზადება შობის წინა დღეებიდან იწყებოდა,იკვლებოდა საკლავი, ფურნეში აცხობდნენ ქადებს, ნაზუქებს და ტკბილ ნამცხვრებს.
       გადმოცემებით, სუფრა რომ გაიშლებოდა პირველად ოჯახის უფროსი უნდა დამჯდარო საახალწლო სუფრასთან და მერე შემდეგ  ოჯახის დანარჩენი წევრები.
            წინასწარ ირთვებოდა ბუნებრივი ტყიდან მოტანილი ნაძვის ხე და მასზე სათამაშოების ნაცვლად კიდებდნენ კამფეტებს,წინასწარ გამხმარ ჩირებს და პეჩენიებს. ნაძვის ხესთან დაკავშირებით ვალეში ერთი ლეგენდა არსებობს:“ როდესაც ნაზარეთში გამოაცხადეს ახალშობილების აღრიცხვა, მარიამი თავის ჩვილთან ერთად გაიქცა, მას მდევარი დაედევნა და იგი ნაძვის ხის ტოტებს შეეფარა და ღმერთისთვის უთხოვია: ღმერთო დამმალეო, ამ დროს კი თურმე ნაძვს ტოტები  დაუხრია და დაუფარავს ისინი“. მას შემდეგ ნაძვის ხე არის სიმბოლო მფარველობის და სიყვარულის.იგი  სწორედ შობის დღესასწაულზე ირთვებოდა.
     მესხეთში, ჩვენს წინაპრებს საახალწლო სუფრის მომაზადების ორიგინალური წესები ჰქონდათ. ახალი წლისთვის აუცილებლად უნდა გამოეცხოთ“ ბასილა“ და „ყათმარი“.
    „ბასილა“იყო   ტკბილი ცომისგან გამომცხვარი  პატარა კაცუნები. ოჯახის დედა გუნდას დაამრგვალებდა, ფეხებს და ხელებს  გამოუჭრიდა დანით, თვალებს ნახშირით ან ლობიოებით უკეთებდა და აცხობდა. ახალი წლის დილით კი ოჯახის წევრებს  უნდა შეეჭამათ ყველა ზომის კაცუნები ასაკის მიხედვით.
    „ყათმარი“ იყო ქადის მსგავსი ცომისგან გამომცხვარი.(სამწუხაროდ დღეს  აღარც ყათმარს და აღარც ბასილას აღარ აცხობენ).
     საინტერესოა ის, რომ ყველა ვინც გამოვკითხე აღნიშნავს, რომ პირველად ახალ წელს წყაროს ულოცავდნენ. მათი თქმით ისინი ტაბალაზე და ფეხშუბზე ( ეს იყო მრგვალი ფორმის პატარა მაგიდა ) აწყობნენ საჭმელებს, ტკბილეულს და გაჰქონდათ წყაროსთან, იქიდან კი წყაროს წყალი შემოჰქონდათ სახლში, რადგან მათი თქმით ბარაქა შემოდიოდა ოჯახში.ძველად კიდევ აუცილებელი რიტუალი იყო ახალი წელი დადგებოდა თუ არა ოჯახის უფროსი ტკბილეულით ბოსელში შევიდოდა და ცხოველებს მიულოცავდა.
    რაც შეეხება მეკვლეს, მეკვლედ აუცილებლად მამაკაცი უნდა ყოფილიყო. ოჯახში შესვლისთანავე მეკვლე იტყოდა:
       „შემოვდგი ფეხი,
        გწყალობდეთ ღმერთი,
        ჩემი ფეხი- კვალი  ანგელოზის“
    მეკვლეს შესვლისთანავე მაშინვე სკამზე დასვამდნენ და ფეხებს მოაკეცინებდნენ, თავზე ხორბალს  დააყრიდნენ, რადგან იმ წელს  ქათამი რომ  აკრუხებულიყო.
     მესხეთში ახალი წლის მეორე დღეს ანუ 2 იანვარს აღნიშნავდნენ ბედობს, ამ დღეს ყველა წყნარად უნდა ყოფილიყო,ჩხუბი და ყვირილი არ შეძლებოდა ოჯახში, რადგან ფიქრობდნენ რომ როგორც ჩაივლიდა ეს დღე, ისე გაგრძელდებოდა მთელი წელი და სწორედ ამიტომ ბედობა დღეს ყველა ერთობოდა , დაკვრა-თამაში იმართებოდა,მოხუცი თუ ახალგაზრდა ყველა სასეირნოდ გადიოდა.
    დღესდღეობით სამწუხაროდ ყველა ზემოთ აღნიშნული ტრადიცია არ არის შემორჩნილი, თუმცა არის ტრადიციები რომელსაც ახლაც ვიცავთ.მაგალითად  ვალეში დღესაც ინთება ფურნე, სადაც ქადები,ხაჭაპრი  „ფოდოლა“ და „სომინი“ ცხვება ასევე როგორც წინათ, ახლაც იკვლება საკლავი საახალწლო და ვფიქრობ რაც მნიშვნელოვანია დღესაც გვაქვს შემორჩენილი მეკვლეს ტრადიცია ლექსითურთ.
მიზანი 15: დედამიწის ეკოსისტემების დაცვა, აღდგენა და მდგრადი გამოყენება, ტყეების გონივრული მართვა, გაუდაბურების აღკვეთა, ნიადაგის დეგრადაციის შეჩერება და  აღდგენა-გაუმჯობესება, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება 
ლალი იარაჯული- IX  კლასი                 

        „ბოცვერი ’’- უწყინარი  ფუმფულა  ცხოველი
   მოგახსენებთ, რომ ეკო კლუბის წევრები ვიყავით სტუმრად  ნანა ტაბატაძესთან, რომელიც დაკავებულია ბოცვერების ზრდა-განვითარებით. ამიტომ გადავწყვიტე მომემზადებინა  სტატია ბოცვრების შესახებ. იგი  ძუძუმწოვარია  და მიეკუთვნება მღრღნელთა ჯგუფს. ბოცვრის გვარი მოიცავს ორ სახეობას:
ჩვეულებრივი   ბოცვერი და   მსხვილკუდიანი   ბოცვერი.
    ბოცვრებს  საინტერესო ზრდა-განვითარება ახასიათებთ. მაკეობის პერიოდი ბოცვრებში გრძელდება 30-32 დღე. მდედრები  შობენ 6-12, ზოგჯერ 16-19 ბაჭიას ერტ მოგებაზე. ბაჭიები უსინათლო და შიშვლები იბადებიდან. დაბადების შემდეგ  მათი ზრდა ინტენსიურად მიმდინარეობს. 10-14 დღის შემდეგ მათ თვალები აეხილებათ, ხოლო 16-20 დღის შემდეგ ისინი  უკვე  ბუდიდან გამოდიან და დამოუკიდებლად ჭამენ  საჭმელს. ამავე დროს მათ ასევე სწრაფად უვითარდებათ კბილები.  მოზრდილ ბოცვერს 28 კბილი აქვს:  საჭრელი 4/2, რთული ძირითადი 6/4 და ძირითადი 6/6. ბაჭიების ზრდის მაღალი მაჩვენებელი შეინიშნება განსაკუთრებით იმ ბაჭიებში, რომლებიც ზამთრის პერიოდში ან ადრეულ გაზაფხულზე იბადებიან. ბოცვრები ცოცხლობენ  6-8 წელს,  ზოგიერთ შემთხვევაში  შეიძლება 10 წელსაც  მიაღწიონ.
ცნობილია, რომ შინაური ბოცვრის წინაპარი იყო ევროპის გარეული ცხოველი. ის მოაშენეს, ხოლო  შემდეგ მისგან სელექციის   შედეგად მიიღეს სხვადასხვა ჯიში. დღესდღეობით ბოცვრის 70-მდე ჯიში არსებობს, რომელთაგან ბევრი მათგანი დეკორატიული ჯიშია.  ბოცვრები იყოფიან: სახორცე, საბეწვე და თივთიკის ჯიშის ბოცვრებად. ამ ჯიშების მოშენება ხორციელდება როგორც კერძო მეორნეობაში,  ისე   გამსხვილებულ ფერმებში. ბოცვრები იკვებებიან მცენარეული საკვებით.
     გავეცნოთ ბოცვრის  ყველაზე  გავრცელებულ  ჯიშებს:
    თეთრი გოლიათი - ეს ჯიში გერმანიაში და ბელგიაში მე-19 საუკუნის ბოლოს გამოიყვანეს. თეთრ გოლიათს  აქვს მკვეთრი წითელი ფერის თვალები,  მაგარი გრძელი ტანი,  ვიწრო ზურგი  და მსუბუქი თავი. ამ ჯიშის ბოცვერს აღენიშნება მცირე ნაყოფიერება და სუსტი სიცოცხლისუნარიანობა. ზრდასრული ბოცვერი იწონის 4,5-5,1 კგ-ს. იგი შობს  7-8 ბაჭიას. მისი .ტყავი გამოიყენება ტყავის წარმოებაში ნატურალური ფორმით.
  შინშილა -  ბოცვრის ეს ჯიში გამოიყვანეს 1910-1913 წლებში საფრანგეთსა და გერმანიაში. მას ახასიათებს  საშუალო ზომის თავი, პირდაპირ მზირალი ყურები, მაგარი ძვლები, განიერი და ღრმა მკერდი, მომრგვლებული ზურგი. ისინი გარემო პირობების კარგი ამტანები არიან.  

    ვერცხლისფერი ბოცვერი -  ამ ბოცვერს აქვს ლამაზი და ხშირი ბეწვი. ცხოველი სწრაფად მწიფდება. აქვს ფართო და მკვრივი ტანი, მოკლე და პირდაპირი ყურები, საშუალო სიდიდის თავი, პირდაპირი ზურგი, მაგარი ფეხები. ბაჭიები იბადებიან შავი ბეწვით, ხოლო 4 თვის ასაკში მათი ბეწვი მთლიანად ვერცხლისფერი ხდება.
    ვენეციური ცისფერი ბოცვერი - ეს ბოცვერი საბეწვე ჯიშია. მას აქვს   პირდაპირი ტანი, მაგარი ძვლები, ხშირი საფარველი, საშუალო ზომის  ყურები და  თავი. ისინი ხასიათდებიან მაღალი ნაყოფიერებით და გვაძლევენ საშუალოდ 8 ბაჭიას. ეს ბოცვერები ძალიან ამტანები არიან და კარგად ეგუებიან ბუნებრივ  პირობებს.
    ბოცვრები ადამიანის ცხოვრებაში დიდ როლს ასრულებენ. მათგან დამზადებული ქურთუკები, მოსასხამები და ქუდები ძალიან ძვირი ღირს. ასევე კურდღლის ხორცს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სამედიცინო თვალსაზრისითაც.
  
ვერიკო მანველიშვილი-XI  კლასი             
მიზანი 16: მშვიდობიანი და ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობა მდგრადი განვითარებისათვის, მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა ყველასათვის, ეფექტური, ანგარიშვალდებული და ინკლუზიური ინსტიტუციების მშენებლობა ყველა დონეზე.
  მოხეტიალე ვარსკვლავები
სიტყვა პლანეტა ციური სხეულია, რომელიც ისტორიას, რელიგიას, მეცნიერებასა და მითოლოგიას უკავშირდება.  პლანეტები იმყოფებიან კოსმოსში, კოსმოსში სამყაროა,  სადაც ციური სხეულები და მათ შორის დედამიწაცაა.  პლანეტა ქარტულად მოხეტიალეს ნიშნავს, რადგან მათ მართლაც შეუძლიათ თავისი ორბიტის ირგვლივ მოძრაობა.  პლანეტები მზესთან ახლოს არიან, სწორედ ამის გამო მეცნიერები ამბობენ რომ: „პლანეტები მზის სისტემაში ცხოვრობენო“.
მზის სისტემაში სულ ცხრა პლანეტაა აღმოჩენილი.



პირველი მათგანი არის მერკური, რომელიც მდებარეობს მზესთან ყველაზე ახლოს. მათ შორის მანძილი  58 მილიონი კმ-ია. იმის გამო, რომ იგი მზესთან ახლოსაა, მეცნიერებმა კარგად ვერ დაათვალიერეს იგი, თუმცა ის კი შენიშნეს, რომ მის ზედაპირზე არის ღრმულები და ისინი ფიქრობენ რომ ეს ღრმულები მეტეორების დაცემის გამო წარმოიქმნა. მერკური სწრაფად მოძრაობს მზის გარშემო და ის ერთ შემობრუნებას 88 დღეში ასრულებს. ამ პლანეტაზე სიცოცხლე არ არის, რადგან იქ არც წყალია და არც ქარის იცის. ამას გარდა დღისით ძალიან ცხელა ხოლო ღამით ყველაფერი იყინება.
მეორე პლანეტა ვენერაა, რომელიც მზიდან 108 მილიონი კილომეტრითაა დაშორებული. იგი მზის გარშეომო ერთ შემობრუნებას 225 დღეში ასრულებს. ვენერას „დედამიწის დაიკოს“ ეძახიან, რადგან დედამიწას ძალიან გავს ფორმით. ეს  არის პლანეტა სადაც მუდამ ცხელა და ქარი ქრის და ღრუბლებითაა დაფარული მისი ზედაპირი.იგი უცხოპლანეტელთა ხომალდი ჰგონიათ,რადგან ძალიან კაშკაშაა.
მზის სისტემის მესამე პლანეტა- დეადმიწაა, რომელზეც ჩვენ ვცხოვრობთ. იგი ერთადერთი პლანეტაა, სადაც სიცოცხლე არსებობს. მასზე  წყალიცაა და ხმელეთიც, მაგრამ მისი უდიდესი ნაწილი წყალს უკავია, მის გარშემო კი ჰაერის გარსია,  რომელსაც ატმოსფერო ეწოდება. დედამიწაზე არის სიცოცხლე იმიტომ, რომ არის მზის სითმო, ჰაერი, წყალი და სინათლე. მას ჰყავს ბუნებრივი თანამგზავრი მთვარე.  დედამიწიდან მზემდე მანძილი 150 მილიონი კმ-ია. ხომო მზის გარშემო ერთი ბრუნება რომ გააკეთოს მას სჭირდება 365 დღე.
მეორთხე პლანეტა, რომელიც არის მარსი, წითელ პლანეტადაა მიჩნეული და ხშირად ასეც მოიხსენიებენ ხოლმე, რადგან წითელი ქანებისაგან შედგება. აქ მრავლადაა ვულკანები და მთიანი ადგილები. მას გააჩნია ორი ბუნებრივი თანამგზავი: ფობოსი და დეიმოსი. იგი მზიდან 228 მილიონი კილომეტრითაა დაშორებული, ხოლო მზის გარშემო ერთ სრულ შემობრუნებას 687 დღე უნდება.
მეხუთე პლანეტა არის იუპიტერი, რომელიც მზის სისტემაში სიდიდით გამოირჩევა, იგი უდიდესი პლანეტაა. მას მძლავრი მიზიდულობის ძალა გააჩნია. მის ზედაპირს არ გააჩნია სიმყარე, რადგან სითხეებისაგან და გაზებისაგან შედგება. მანძილი მზიდან იუპითერამდე 778 მილიონი კმ-ია. ხოლო მზეს რომ ერთხელ შემოუაროს 12 წელი სჭირდება. იუპიტერი რომაელთა ღვთაების სახელია, სწორედ აქედან მომდინარეობს პლანეტა იუპიტერის სახელი.
სატურნი მეექვსე პლანეტაა მზის სისტემაში. იგი სიდიდით მეორეა, იუპიტერის შემდეგ.  მყარი ზედაპირი არ გააჩნია სატურნს იუპიტერის მსგავსად, რადგან მისი ზედაპირიც სითხეებისაგან და გაზებისაგან შედგება,რომლის გარსსაც  ქვის ნატეხებისაგან და ყინულისგან შედგენილი დიდი რგოლები აკრავს. მას ჰყავს 18 თანამგზავრი,  ერთ-ერთი კი იმხელაა, რომ თითქმის მერკურისოდენაა. მანძილი მზიდან სატურნამდე 1427 მილიონი კმ-ია, ხოლო ერთ შემობრუნებას მზის გარშემო 29,5 წელი ანდომებს.
   ურანი მეშვიდე პლანეტაა. მას გაზის გიგანტს უწოდებენ რადგან ძირითადად აირისაგან შედგება. ის მზისგან შორს მდებარეობს, ამიტომ ბნელი და გაყინულია.  იგი ზომით საკმაოდ დიდია. იმდენად დიდიც, რომ გიგანტური პლამეტების რიგშიცკია. ურანს 27 ბუნებრივი თანამგზავრი ჰყავს. ამას გარდა ცხრა რგოლითაა გარშემორტყმული. სახელწოდება ურანი ბერძნული ცის ღვთაებისგან მომდინარეობს. მანძილი ურანიდან მზემდე 2870 მილიონი კმ-ია. მზის გარშემო შემობრუნებას კი 84 წელს უნდება.
ნეპტუნი მერვე პლანეტაა მზის სისტემაში. ის, როგორც ურანი აირებისაგან შედგება და რადგანაც მზისგან შორს არის, ისიც ბნელი და გაყინულია. ნეპტუნის ატმოსფერო 90% წყალბადისაგან, 19% ჰელიუმისაგან და 1% სხვადასხვა აირებისაგან შედგება. მანძილი ნეპტუნიდან მზემდე 4497 მილიონი კმ-ია. ხოლო მზის გარშემო შემობრუნებას 165 წელი უნდება.
მეცხრე პლანეტა პლუტონია, თუმცა რამდენიმე წლის წინ იგი ამოიღე პლანეტების რიცხვიდან. ამიტომაც, იგი აღარ ითვლება მზის სისტემის წევრად. დაკვირვების შედეგად მეცნიერებმა აღმოაჩინეს,რომ პლუტონი იმაზე პატარაა ვიდრე წარმოედგინათ, ამიტომ მას ჯუჯა პლანეტა უწოდეს. სწორედ ამიტომ აღარ არის მზის სისტემის წევრი. ახლა მას მხოლოდ ჯუჯა პლანეტების ჯგუფს მიაკუთვნებენ. ეს პლანეტა ყველაზე ბოლოს აღმოაჩინეს,რომელიც პირველად მე-20 საუკუნეში,1930 წელს შენიშნეს. იგი სხვა პლანეტებისგან განსხვავებით მარტო თავის ორბიტაზე არ მოძრაობდა, სხვის ორბიტაზეც ხვდებოდა, ამიტომ იგი განსხვავებული და გამორჩეულია. იგი მზისგან 5950 მილიონი კილომეტრითაა დაშორებული და მზის გარშემო ერთხელ, რომ შემობრუნდეს 248 წელს უნდება.
    



Комментариев нет:

Отправить комментарий