Страницы

სამუშაო შეხვედრა

„ეკო-vision”-ის კლუბის ტრადიციული სამუშაო შეხვედრის დღე- ორშაბათი, როგორც წესი კვირის განმავლობაში შესასრულებელი აქტივობების  დასახვით დაიწყო. შეთანხმების შესაბამისად კვირის განმავლობაში უნდა დაიდოს „პროგრამა მინიმუმი“ -1 საავტორო სტატია კლუბის წევრის ავტორობით, ასევე 03 დეკემბერთან კავშირში, რომელიც არის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღე, დაიგეგმა ტრენინგი/საინფორმაციო შეხვედრა სკოლის ბაზაზე მოსწავლეებში ცნობიერების ასამაღლებლად. მიმდინარე კვირაში გაგრძელდება მუშაობა  რუბრიკაზე  “სტუმრად საჭირო პროფესიის წარმომადგენლებთან„  გაიწერება დეტალური სამოქმედო გეგმა რუბრიკის ფარგლებში რუბრიკის შესაბამისი პროფესიებისა და სტუმრების მოსაფიქრებლად, დასაგეგმია ასევე გზა, რომლითაც ფართო აუდიტორია ინტერვიუს აუდიო ჩანაწერებსა თუ ბეჭდურ ვერსიებს გაეცნობიან, თავისთავად ცხადი ჯერ მხოლოდ ისაა, რომ ინტერვიუებს/შეხვედრებს კლუბის წევრები გაუძღვებიან. ერთ-ერთ პირველ აქტივობად შესაძლოა ემზარი გოზალიშვილის მეორადი ნივთებისგან შექმნილ „ემზი-ლენდში“ სტუმრობა დაიგეგმოს.
 ასევე ეკა ხითარიშვილმა გუნდს გააცნო ინიციატივა რომელსაც თავადვე გაუძღვება, როგორც პროექტის ავტორი ე.წ საავტორო სტატიების სერია“ ჩემი კუთხის ისტორია“.
ამავე კვირაში მე-9 კლასის აქტიური ჩართულობითა და მათ დამრიგებელთან   ეთერ გოგოლაძესთან თანამშრომლობით ქალაქ ვალის იუსტიციის სახლის ბაზაზე იგეგმება ფართო აუდიტორიისათვის გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების კუთხით საინფორმაციო შეხვედრის გამართვა სახელწოდებით „ ტყის ქომაგი“.
კვირის ბოლოს კი კლუბი ასევე უნდა ჩაერთოს მოსწავლეთა თვითმმართველობის მიერ დაანონსებულ საქველმოქმედო ღონისძიებაში.
წარმატებები ბავშვებო!!!
მიზანი 3,15,16,17
  
26.11.2019 წ.
სამშაბათი დღე
-არატრადიციული  დღე შეკრების ორგანიზებისათვის , მაგრამ მაინც...
კლუბის წევრებს ყველაზე დატვირთული კვირა ელოდებათ არსებობის  ისტორიაში: კლასების დამრიგებლებთან თანამშრომლობით, კლუბის წევრების ჩართულობით რამდენიმე კლასში, პარალელურ რეჟიმში, დაიგეგმა აქტივობები სადამრიგებლო საათის ფარგლებში ისეთ აქტუალურ თემებზე, რომლებიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სკოლაში უსაფრთხო ფიზიკური და ფსიქოლოგიური გარემოს  უზრუნველსაყოფად:
1.       სხვას ვექცევით ისე, როგორც გვსურს მოგვექცნენ (მე-8 კლ.)
2.       ბულინგის რაობა (მე-7 კლ.)
3.       მეგობრობა (მე-3 კლ.);

       27 ნოემბერს კლუბის წევრების თხოვნით სკოლის დირექციამ სკოლაში მაკულატურის ჩამბარებელი კომპანიის წარმომადგენლები მოიწვია და იგეგმება არამხოლოდ სკოლის მასშტაბით შეგროვებული მაკულატურის ჩაბარება, არამედ მეზობელი არაქართულენოვანი სკოლის მოსწავლეთა ჩართვაც აღნიშნულ პროცესში. შემოქმედთა კლუბი ამავე დღეს მართავს მელანო სართანიას შემოქმედებით  საღამოს სახელწოდებით „ალისფერი წვიმა“;
    28 ნოემბერს ასევე დაგეგმილია ნახატების გამოფენა თემაზე " დედამიწა ჩვენი სახლია“, რომელსაც ეკო-vision “-ის კლუბის წევრების გარდა სკოლაში არსებული შემოქმედთა კლუბის წარმომადგენლები ხელმძღვანელობენ. და ასევე  მეზობელი სკოლების მოსწავლეთა ჩართულობით ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაზე მიმართული საინფორმაციო შეხვედრა საზოგადოებრივ ცენტრში.
ვნახოთ რა გამოვა....
მიზანი 3, 15,16, 17
  
                                           
მიზანი 3: ჯანსაღი ცხოვრებისა და კეთილდღეობის უზრუნვლეყოფა ყველა ასაკის ადამიანისათვის.
მიზანი 15: დედამიწის ეკოსისტემების დაცვა, აღდგენა და მდგრადი გამოყენება, ტყეების გონივრული მართვა, გაუდაბურების აღკვეთა, ნიადაგის დეგრადაციის შეჩერება და  აღდგენა-გაუმჯობესება, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება
მიზანი 16: მშვიდობიანი და ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობა მდგრადი განვითარებისათვის, მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა ყველასათვის, ეფექტური, ანგარიშვალდებული და ინკლუზიური ინსტიტუციების მშენებლობა ყველა დონეზე.

მიზანი  17: პარტნიორობა მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად

სამუშაო შეხვედრა
06.12.2019 წ.
მ/წ 06 დეკემბერს, სამუშაო კვირის დასასრულს, შედგა „ეკო-vision”-ის ტრადიციული შემაჯამებელი სამუშაო შეხვედრა. შეხვედრაზე კლუბის წევრებმა შეაჯამეს გასული კვირა და კვირის სამოქმედო გეგმის ფარგლებში დაგეგმილი და განხორციელებული აქტივობები. როგორც დაგეგმილი იყო 03 დეკემბერთან - შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა სკოლის აღსაზრდელებისათვის სკოლის ბაზაზე - ინკლუზიური განათლების შესახებ, კლუბის აქტიურმა წევრმა მელანო სართანიამ კი ამავე თემას მიუძღვნა თემატური სტატია„ შენ მარტო არ ხარ“ ; ასევე გეგმის შესაბამისად კიდევ უფრო ფართო აუდიტორიისათვის ქალაქ ვალის საზოგადოებრივ ცენტრში კლუბის წევრების ინიციატივითა და სკოლის პედაგოგის ეთერ გოგოლაძის ჩართულობით ჩატარდა გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებაზე ორიენტირებული შეხვედრა „ტყის ქომაგი“. სკოლის თვითმართველობასთან თანამშრომლობის ფორმატში კი კლუბის წევრების აქტიური მონაწილეობით/ჩართულობით ჩაატარდა საქველმოქმედო ღონისძიება ლეიკემიით დაავადებული 21 წლის ადგილობრივი გოგონას ხატია პარუნაშვილის დასახმარებლად სახელწოდებით - „ბედნიერებას იმ დღეს ეცვა ცისფერი კაბა“ . შეხვედრაზე ასევე აღინიშნა კონცერტ/ღონისძიების გამო გადადებული აქტივობა, რომელიც 05 დეკემბერს ნიადაგის საერთაშორისო დღესთან კავშირში მომზადდა, და იმედი გამოითქვა რომ უახლოეს დღეებში განხორციელდებოდა. კლუბის წევრები ორშაბათამდე ერთმანეთს კეთილი სურვილებით დაემშვიდობნენ.

მიზანი 16: მშვიდობიანი და ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობა მდგრადი განვითარებისათვის, მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა ყველასათვის, ეფექტური, ანგარიშვალდებული და ინკლუზიური ინსტიტუციების მშენებლობა ყველა დონეზე.
მიზანი  17: პარტნიორობა მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად
სამუშაო შეხვედრა ( 10.12.2019წ. )
საორგანიზაციო საკითხების მოგვარების მიზნით „ეკო vision”-ის კლუბის წევრებმა დღეს, შეხვედრა სკოლის ადმინისტრაციასთან გამართეს. შეხვედრაზე განხილული იქნა კლუბის მიმდინარე აქტივობა კონკურსის ფარგლებში და მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებებისათვის საჭირო რესურსების გამოყოფა. კლუბის წევრებმა ასევე შეათანხმეს სკოლის დირექტორთან თამუნა კაპანაძის სკოლაში მოწვევის საკითხი, კლუბის წევრების რეგულარული შეხვედრებისათვის სივრცის გამოყოფა და საჭიროების შემთხვევაში დროული კომუნიკაცია სკოლის სახელით ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ან ორგანიზაციებსა თუ მეწარმეებთან შეხვედრაზე შესათანხმებლად/დასასწრებად. სკოლის დირექტორმა მადლობა გადაუხადა აქტიურ მოსწავლეებს კონკურსში მაღალი ჩართულობისათვის და დახმარება აღუთქვა ყველა საჭირო ღონისძიების განხორციელებაში.

 
 მიზანი 4: ინკლუზიური და თანასწორი განათლების უზრუნველყოფა და უწყვეტი სწავლის შესაძლებლობის შექმნა ყველასათვის
მიზანი 15: დედამიწის ეკოსისტემების დაცვა, აღდგენა და მდგრადი გამოყენება, ტყეების გონივრული მართვა, გაუდაბურების აღკვეთა, ნიადაგის დეგრადაციის შეჩერება და  აღდგენა-გაუმჯობესება, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება
მიზანი 16: მშვიდობიანი და ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობა მდგრადი განვითარებისათვის, მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა ყველასათვის, ეფექტური, ანგარიშვალდებული და ინკლუზიური ინსტიტუციების მშენებლობა ყველა დონეზე.

მიზანი  17: პარტნიორობა მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად
(09.12.2019 წ.)
ორშაბათი დღე - „ეკო-vision”-ის კლუბის ტრადიციული სამუშაო შეხვედრის დღე, როგორც წესი კვირის სამოქმედო გეგმის დასახვით დაიწყო. შეთანხმების შესაბამისად კვირის განმავლობაში უნდა დაიდოს „პროგრამა მინიმუმი“ -1 საავტორო სტატია კლუბის წევრის ავტორობით, მიმდინარე კვირაში ასევე კლუბის ლიდერის ინიციატივით ჩაინიშნა კონკურსის ადგილობრივ კოორდინატორთან ქალბატონ თამარ კაპანაძესთან სატელეფონო შეთანხმება კვირის განმავლობაში სკოლაში ვიზიტზე, საინფორმაციო შეხვედრა - კლუბის წევრებთან საკონკურსო პირობებისა და ქულობრივ სისტემაში უკეთ გასარკვევად, ასევე 10 დეკემბერთან კავშირში, რომელიც არის ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე დაიგეგმა ტრენინგი/საინფორმაციო შეხვედრა სკოლის მოსწავლეებისათვის, რომელსაც კლუბის აქტიური წევრი ვერიკო მანველიშვილი გაუძღვება. მიმდინარე კვირაში ასევე გაგრძელდება რუბრიკა “სტუმრად საჭირო პროფესიის წარმომადგენლებთან „- და ამჯერად ვიზიტი იგეგმება მეხანძრეებთან , შეხვედრა -ინტერვიუს კლუბის წევრები გაუძღვებიან , მოგვიანებით კი საუბრის ბეჭდური ვერსია ან აუდიო ჩანაწერი კლუბის ბლოგზეც განთავსდება. ამავე კვირაში, საქველმოქმედო ღონისძიებისათვის მზადების გამო გადადებული, აქტივობა უნდა განხორციელდეს, რომელიც 05 დეკემბერს ნიადაგის მსოფლიო დღეს იყო ჩანიშნული, გვანცა ათენაშვილი ნიადაგის თემატიკით დაინტერესებულ მოსწავლეებს 09 დეკემბერს შეხვდა თემატური პრეზენტაციით.
                         
მიზანი 1: სიღარიბის ყველა ფორმის აღმოფხვრა
მიზანი 12: მდგრადი მოხმარება და წარმოება.
მიზანი 15: დედამიწის ეკოსისტემების დაცვა, აღდგენა და მდგრადი გამოყენება, ტყეების გონივრული მართვა, გაუდაბურების აღკვეთა, ნიადაგის დეგრადაციის შეჩერება და  აღდგენა-გაუმჯობესება, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება
მიზანი 16: მშვიდობიანი და ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობა მდგრადი განვითარებისათვის, მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა ყველასათვის, ეფექტური, ანგარიშვალდებული და ინკლუზიური ინსტიტუციების მშენებლობა ყველა დონეზე.
მიზანი  17: პარტნიორობა მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად
16.12.2019 „ეკო-vision”-ის კლუბის ტრადიციული სამუშაო შეხვედრის დღე- ორშაბათი, როგორც ყოველთვის კვირის განმავლობაში განხორციელებული აქტივობებისა და განსახორციელებელის ანალიზით დაიწყო. შეთანხმების შესაბამისად კვირის განმავლობაში უნდა დაიდოს „პროგრამა მინიმუმი“ -1 საავტორო სტატია კლუბის წევრის ავტორობით, (თუმცა ამ კვირაში ერთის ნაცვლად 3 სტატია დაიწერა) ასევე ეკა ხითარიშვილი კვლავ გეგმავს ე. წ საავტორო რუბრიკისთვის "ჩემი კუთხის ისტორი" - ის ფარგლებში კიდევ ერთი სტატის მომზადებას და შესაბამის ბლოგზე განთავსებას. 17 დეკემბერს ეკო-vision-ის წევრებმა დაგეგმეს, რომ ჩაატარონ ვორქშოფი, რომელიც ითვალისწინებს, სკოლის მოსწავლეების ჩართულობით ნარჩენებისაგან საახალწლო ნივთების გაკეთებას, რითაც მოსწავლეები დაეხმარებიან როგორც სოციალურად დაუცველ ოჯახებს ასევე გარემოს, რომელსაც კიდევ ერთხელ შეუმსუბუქებენ ტვირთს ნარჩენებისაგან. ეკო-vision-ის წევრებმა, სკოლის მოსწავლეების ჩრთულობით დაგეგმეს ღონისძიება, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეები სკოლაში შექმნიან საახალწლო განწყობას, კერძოდ მორთავენ ჰოლს და საახალწლო ნაძვისხეს.ამასთანავე მათ დაგეგმეს, რომ ჩაატარონ კვლევა ქუჩის (მაწანწალა) ძაღლებზე რადგან მათ სურთ გამოიკვლიონ უქმნიან თუ არა მაწანწალა ძაღლები ადამიანის ჯანმრთელობას საფრთხეს. გარდა ამისა ამ კვირაში გაგრძელდება კვლავ მათი რუბრიკა "სტუმრად საჭირო პროფესიის წარმომადგენლებთან", ამჯერად ადგილობრივ მეფუტკრესთან წარმატებები ბავშვებო!!!
მიზანი  5: გენდერული თანასწორობის მიღწევა და ყველა ქალისა და გოგონას შესაძლებლობების გაუმჯობესება 
მიზანი 16: მშვიდობიანი და ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობა მდგრადი განვითარებისათვის, მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა ყველასათვის, ეფექტური, ანგარიშვალდებული და ინკლუზიური ინსტიტუციების მშენებლობა ყველა დონეზე.

მიზანი  17: პარტნიორობა მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად
უსაფრთხო სკოლა სრულფასოვანი განვითარების საფუძველია ‼️
📣სამცხე-ჯავახეთის განვითარების ცენტრის ბავშვთა დაცვის მიმართულების ფარგლებში, 2019 წლის,18-19 დეკემბერს, ჩატარდა სამუშაო შეხვედრა, ძალადობისგან დაცული სკოლის პროგრამის ფარგლებში მოქმედ უსაფრთხოების კომიტეტებთან, სამოქმედო გეგმების გაწერის მიზნით.
აღნიშნულ პროგრამაში ჩართული არიან ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალის N2 საჯარო სკოლის, სოფელ ურავლის და ადიგენის მუნიციპალიტეტის, სოფელ ბოლაჯურის საჯარო სკოლები.
✅შეხვედრას უძღვებოდნენ მოწვეული ტრენერები ნინო ყიფიანი და ლელა კლდიაშვილი.

ℹ️ძალადობისგან დაცული სკოლის პროგრამის მიზანია, უსაფრთხო გარემოს შექმნა სკოლებში და ნებისმიერი ტიპის ძალადობის შემთხვევებზე შესაბამისი და დროული რეაგირების ხელშეწყობა.
სამუშაო შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ კლუბ "ეკო -vision"-ის კლუბის წევრები რომლებიც აღნიშნულ კომიტეტში სკოლის მოსწავლეებს წარმოადგენენ.
მიზანი 12: მდგრადი მოხმარება და წარმოება.
მიზანი 15: დედამიწის ეკოსისტემების დაცვა, აღდგენა და მდგრადი გამოყენება, ტყეების გონივრული მართვა, გაუდაბურების აღკვეთა, ნიადაგის დეგრადაციის შეჩერება და  აღდგენა-გაუმჯობესება, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება
მიზანი 16: მშვიდობიანი და ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობა მდგრადი განვითარებისათვის, მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა ყველასათვის, ეფექტური, ანგარიშვალდებული და ინკლუზიური ინსტიტუციების მშენებლობა ყველა დონეზე.
მიზანი  17: პარტნიორობა მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად

სამუშაო შეხვედრა
23.12.2019 „ეკო-vision”-ის კლუბის ტრადიციული სამუშაო შეხვედრის დღე- ორშაბათი, როგორც ყოველთვის კვირის განმავლობაში განხორციელებული აქტივობებისა და განსახორციელებელის ანალიზით დაიწყო. შეთანხმების შესაბამისად კვირის განმავლობაში უნდა დაიდოს „პროგრამა მინიმუმი“ -1 საავტორო სტატია კლუბის წევრის ავტორობით, (ე. წ საავტორო რუბრიკისთვის "ჩემი კუთხის ისტორი" - ის ფარგლებში) 25 დეკემბერს ეკო-vision-ის წევრებმა დაგეგმეს, შეხვედრა CENN-ის კოორდინატორტან, თამარ კაპანაძესთან,რათა წარუდგინონ უკვე გაკეთებული აქტივობები კონკურსს,, ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2020" -ის ფარგლებში, ასევე დაგეგმილია საახალწლო ღონისძიებები და ხელით ნაკეთი ნაძვისხეების გამოფენა.აღსანიშნავია ის ფაქტი,რომ ზოგჯერ ხდება სპონტანურად ღონისძიებებისა და აქტივობების ჩატარება,რომლებსაც აუცილებლად შემოგთავაზებთ.
                                    
მიზანი  17: პარტნიორობა მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად
მიმდინარე წლის 25 დეკემბერს სსიპ ქალაქ ვალის N2 საჯარო სკოლის, კლუბ ,,ეკო-Vision"ის ინიციატივით ,დირექციასთან შეთანხმებით აღნიშნულმა კლუბმა სკოლაში მოიწვია CENN -ის კოორდინატორი სამცხე-ჯავახეთში, ქალბატონი თამარ კაპანაძე. შეხვედრა ძალზე საინტერესოდ , კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. კლუბის წევრებმა მოწვეულ სტუმარს გააცნეს ის აქტივობები და ღონისძიებები,რომელიც  ,, ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2020"-ის ფარგლებში განახორციელეს და ამავდროულად გეგმავენ სამომავლოდ.  მოწვეული სტუმარი კმაყოფილი დარჩა  ,,ეკო -Vision" -ისა და სკოლის ასეთი აქტიური ჩართულობით,რისთვისაც  მისგან შექებაც დაიმსახურეს. 

























მიზანი 1: სიღარიბის ყველა ფორმის აღმოფხვრა
მიზანი 12: მდგრადი მოხმარება და წარმოება.
მიზანი 15: დედამიწის ეკოსისტემების დაცვა, აღდგენა და მდგრადი გამოყენება, ტყეების გონივრული მართვა, გაუდაბურების აღკვეთა, ნიადაგის დეგრადაციის შეჩერება და  აღდგენა-გაუმჯობესება, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება
მიზანი 16: მშვიდობიანი და ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობა მდგრადი განვითარებისათვის, მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა ყველასათვის, ეფექტური, ანგარიშვალდებული და ინკლუზიური ინსტიტუციების მშენებლობა ყველა დონეზე.
მიზანი  17: პარტნიორობა მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად

20.01.20 „ეკო-vision”-ის კლუბის ტრადიციული სამუშაო შეხვედრის დღე- ორშაბათი, როგორც ყოველთვის კვირის განმავლობაში განხორციელებული აქტივობებისა და განსახორციელებელის ანალიზით დაიწყო. შეთანხმების შესაბამისად კვირის განმავლობაში უნდა დაიდოს „პროგრამა მინიმუმი“ -1 საავტორო სტატია კლუბის წევრის ავტორობით, ასევე ეკა ხითარიშვილი კვლავ გეგმავს ე. წ საავტორო რუბრიკისთვის "ჩემი კუთხის ისტორი" - ის ფარგლებში კიდევ ერთი სტატის მომზადებას და შესაბამის ბლოგზე განთავსებას. 23 იანვარს ,,ეკო-vision"-ის წევრებმა დაგეგმეს, რომ ჩაატარონ დაპირებული შეხვედრა ტოპონიმიაზე, თემაზე,რომელზედაც კლუბის წევრ ემზარ გოზალიშვილს უკვე დაწერილი აქვს სტატია, ამასთან ერთად კლუბის წევრებმა შექმნეს საკუთარი არხი Youtube - ზე , რომელსაც ჯგუფის სახელი „ეკო-vision” დაარქვეს, სადაც უკვე განათავსეს პირველი ვიდეო თემაზე ,,ეკო-არტი". ანალოგიურ ვიდეოებს ყოველკვირეულად შესთავაზებენ მაყურებელს.კლუბის წევრები ასევე ქმნიან პირად ბლოგებს,რომელზედაც დებენ საკუთარი ავტორობით სტატიებს. ამ კვირაში გაგრძელდება კვლავ მათი რუბრიკა "სტუმრად საჭირო პროფესიის წარმომადგენლებთან", ამჯერად ადგილობრივ მეფერმესთან (მეკურდღლესთან).

წარმატებები ბავშვებო!!!
მიზანი 16: მშვიდობიანი და ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობა მდგრადი განვითარებისათვის, მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა ყველასათვის, ეფექტური, ანგარიშვალდებული და ინკლუზიური ინსტიტუციების მშენებლობა ყველა დონეზე
 2019 წლის 27 დეკემბერს ,,ეკო-Vision" -ის წევრებმა ჩაატარეს წლის შემაჯამებელი სამუშაო შეხვედრა ,სადაც კლუბის წევრებმა ისუბრეს იმ აქტივობების შესახებ, რაც განახორციელეს და იმ სამომავლო გეგმებზე,რომლის განხორციელებასაც აპირებენ ახალი წლიდან. მათ პუნქტებად ჩამოწერეს ის აქტივობები,რომლის განხორციელებასაც გეგმავენ და სტატიების სათაურები, რომელსაც სამომავლოდ შესთავაზებენ მკითხველს.
  

Комментариев нет:

Отправить комментарий