Страницы

სსსმ მოსწავლეთა ჩართულობა(თავისუფალი გაკვეთილები)

მიზანი 4: ინკლუზიური და თანასწორი განათლების უზრუნველყოფა და უწყვეტი სწავლის შესაძლებლობის შექმნა ყველასთვის
     16 ნოემბერს მსოფლიო ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს დღე 1995 წლიდან UNESCO-ს ინიციატივით აღინიშნება და მისი მიზანი არატოლერანტობისა და დისკრიმინაციის საფრთხეებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა.
ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მ/წ 15 ნოემბერს  სსიპ ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალის N2 საჯარო სკოლის ,,ეკო-vision"-ის წევრებმა,ამავე სკოლის IV-V კლასის მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლების მიზნით ჩაატრეს ტრენინგ-სემინარი თემაზე ,,ტოლერანტობა და თანასწორობა". აღნიშნულ ტრენინგ - სემინარს ასევე ესწრებოდა სსმ მოსწავლე,რომელიც აქტიურად იყო ჩართული სხვადასხვა  აქტივობაში.
     
                                          
მიზანი 4: ინკლუზიური და თანასწორი განათლების უზრუნველყოფა და უწყვეტი სწავლის შესაძლებლობის შექმნა ყველასათვის
მიზანი 16: მშვიდობიანი და ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობა მდგრადი განვითარებისათვის, მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა ყველასათვის, ეფექტური, ანგარიშვალდებული და ინკლუზიური ინსტიტუციების მშენებლობა ყველა დონეზე.
სსიპ ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალის N2 საჯარო სკოლის მე–4 კლასში 22.11.2019 ჩატარდა სადამრიგებლო პროგრამით გათვალისწინებული კლასის საათი თემაზე; ,,მინდა გავხდე კულტურული ადამიანი, ღირსეული მოქალაქე“. სადამრიგებლო საათის მიზანი იყო: მოსწავლეებს გაეაზრებინათ თუ რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანისთვის ღირებულებები და ფასეულობები, განესხვავებინათ ღირსეული და კულტურული ადამიანისთვის დამახასიათებელი აუცილებელი თვისებები და შეძლებოდათ მათი ამოცნობა სხვადასხვა სიტუაციაში. მოსწავლეებისთვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა ჯგუფური მუშაობა, მათ ხალისით და დიდი ენთუზიაზმით გამოკვეთეს, წაკითხული სიტუაციური ტექსტებიდან, მთავარი სათქმელი, დაახასიათეს მთავარი მოქმედი პირები, თუმცა უნდა აღინიშნოს ისიც, რომ საკუთარი გამოცდილებიდან ცხოვრებისეული ფაქტების გახსენება მათთვის არანაკლებ სახალისო და სტიმულის მომცემი აღმოჩნდა. ისინი მთელი მონდომებით საუბრობდნენ იმ შემთხვევებზე, როდესაც ისინი, მათი მეგობრები ან ოჯახის წევრები კეთილ საქმეებს აკეთებდნენ და ეხმარებოდნენ სხვებს. უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ სადამრიგებლო საათის ჩატარებისას კლასის ყველა მოსწავლე აქტიურად იყო ჩართული. სამუშაო პროცესის მიღმა არც სსსმ მოსწავლე არ დარჩენილა, ისიც სხვა დანარჩენ მოსწავლეებთან ერთად ბოლომდე დაიხარჯა და პორთფოლიოს შესავსებად მანაც სიამოვნებით იპოზიორა ფოტო სესიისთვის, საკუთარ ნამუშევრებთან, ერთად გაკვეთილის დასასრულს.
                                         
მიზანი 16: მშვიდობიანი და ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობა მდგრადი განვითარებისათვის, მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა ყველასათვის, ეფექტური, ანგარიშვალდებული და ინკლუზიური ინსტიტუციების მშენებლობა ყველა დონეზე
უსაფრთხოებისა და მოქალაქეობრივ-პატრიოტული ცნობიერების ამაღლების მიზნით მე-10 კლასში სადამრიგებლო საათი ჩატარდა თემაზე კონფლიქტები და ჩემი ვალდებულებები, ,,არა ძალადობას!“ სადამრიგებლო საათი ამჯერად მიზნად ისახავდა : ბულინგის პრევენციას, მოზარდებში ბულინგზე რეაგირების გზების გაანალიზებას და მათ დაფიქრებას თუ რისი გაკეთება შეუძლიათ ბულინგის აღმოსაფრხვრელად . მიმდინარე სასწავლო წელს მოსწავლეების ინიციატივით თავისუფალი გაკვეთილების ფარგლებში ისაუბრეს და იმსჯელეს ისეთ თემებზე, როგორიცაა ,,როგორია პოზიტიური სასწავლო გარემო“, ,, რა შეუძლია მეგობარს?“ ,,როგორი ურთიერთობები მაქვს მშობლებთან და სხვა მოსწავლეებთან“ „ დადებითი სასწავლო და ცხოვრებისეული ურთიერთობები“, რაც შეეხება საერთო სასკოლო ღონისძიებას ,,გაატარე შემოდგომა საქართველოში“, აღნიშნული კლასის მოსწავლეებმა ამ აქტივობის ფარგლებში მოირგეს გურული პერსონაჟების როლი, გაითამაშეს გურული დიალოგები, რამაც გარკვეულწილად დააფიქრა საქართველოს ამ კუთხის დიალექტურ მეტყველებასა და ადამიანთა შორის პოზიტიური ურთიერთობების მნიშვნელობაზე. საკლასო სივრცეში მოსწავლეებმა ასევე შექმნეს ,,მეგობრობის კლუბი“, ჩამოაყალიბეს საკუთარი კლუბის წესდება და იმსჯელეს კარგი მეგობრის თვისებებზე. და ბოლოს, ასე ზრუნავს სკოლა სამოქალაქო საზოგადოების იმ ჯანსაღი ნაწილის ჩამოყალიბებას სკოლის ბაზაზე, რომლებსაც შეუძლიათ საკუთარი დამოკიდებულებების თავისუფლად და ცხადად გამოხატვა, აქვთ კონფლიქტის მოგვარების მზაობა, იციან რა არის ბულინგი, აქვთ თავ-თავიანთი შეხედულება იმაზე, თუ როგორ უნდა შევეწინააღმდეგოთ მას.
                                          
 მიზანი 16: მშვიდობიანი და ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობა მდგრადი განვითარებისათვის, მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა ყველასათვის, ეფექტური, ანგარიშვალდებული და ინკლუზიური ინსტიტუციების მშენებლობა ყველა დონეზე.
როგორც მოგეხსენებათ, 3 დეკემბერს მსოფლიო მასშტაბით აღინიშნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღე, ამიტომ სსიპ ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალის 2 საჯარო სკოლაში მოქმედი კლუბის "ეკო -vision"-ის წევრებმა შეხვედრა ჩაატარეს ჩვენი სკოლის მოსწავლეებთან და  თემატური პრეზენტაციის გზით გააცნეს ინფორმაცია დღესდღეობით საგანმანათლებლო სისტემაში ამ მიმართულებით არსებულ მდგომარეობაზე. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა ის ფაქტიც, რომ ასეთ მოსწავლეებს/ადამიანებს  ჩვენი დახმარება და თანადგომა განსაკუთრებით სჭირდებათ. მათზე ზრუნავა სახელმწიფოსთვის პრიორიტეტულია, სწორედ ამიტომ  ასეთი ბავშვები2013 წლიდან ინტეგრირებულები არიან საჯარო სკოლებში,  არ გრძნობენ თავს მარტოსულად და ხალისით ერთვებიან სგაკვეთილო პროცესში. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სკოლის  სსსმ მოსწავლებიც, რომლებიც აქტიურად  და ხალისით ჩაერთო სხვადასხვა აქტივობებში.
 
                                        
მიზანი 16: მშვიდობიანი და ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობა მდგრადი განვითარებისათვის, მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა ყველასათვის, ეფექტური, ანგარიშვალდებული და ინკლუზიური ინსტიტუციების მშენებლობა ყველა დონეზე.
მიმდინარე წლის 29 ნოემბერს მე–8 კლასში სამოქალაქო კლუბის ინიციატივით ჩატარდა თავისუფალი გაკვეთილი თემაზე: ,,სხვას ვექცევით ისე, როგორც გვსურს, მოგვექცნენ’’. მოსწავლეებმა იმის გასააზრებლად, რომ ადამიანებს გული არ უნდა ვატკინოთ, ქაღალდის გულები დაკეცეს/ დაჭმუჭნეს და შემდეგ ისევ გაშალეს, ქაღალდის გულებზე დამჩნეული ნაკეცების შემხედვარე მოსწავლეებმა ამ მარტივ აქტივობაზე დაყრდნობით ერთხმად აღიარეს, რომ თუ ადამიანებს გულს ვატკენთ, ის ტკივილი არასოდეს დაავიწყდებათ. ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა განიხილეს სიტუაციური ამოცანები და მთელი გაკვეთილის განმავლობაში საკლასო სივრცეში ისმოდა ის სიტყვები, რომლებიც ასე ძალიან გვჭირდება დღეს ადამიანებს: პატივისცემისთვის, თანადგომისთვის, სიყვარულისთვის. მოსწავლეებმა სწორედ ამ შინაარსის სიტყვები დაწერეს ქაღალდის ლენტებზე და მოათავსეს ,,დახმარების ყუთში’’, საიდანაც შემდეგ ამოიღეს და ხმამაღლა წაკითხვის შემდეგ მიამაგრეს ფლიპჩარტზე იმ მიზნით, რომ ადამიანებს მუდამ გვახსოვდეს, რომ ერთმანეთს მუდამ უანგაროდ უნდა ამოვუდგეთ მხარში.
                                                
 მიზანი 16:  მშვიდობიანი და ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობა მდგრადი განვითარებისათვის, მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა ყველასათვის, ეფექტური, ანგარიშვალდებული და ინკლუზიური ინსტიტუციების მშენებლობა ყველა დონეზე.
მიზანი  17: პარტნიორობა მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად
მიმდინარე წლის 28 ნოემბერს სსიპ ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალის N2 საჯარო სკოლის მე-7 კლასში, სკოლის სამოქალაქო კლუბის ინიციატივით  ჩატარდა თავისუფალი გაკვეთილი  თემაზე ,,ბულინგის რაობა“,აღნიშულ გაკვეთილს უძღვებოდა ამავე სკოლის პედაგოგი ნანა ტატალაშვილი, რომელსაც პარტნიორ ორგანიზაციაში გავლილი აქვს ტრენინგ/სემინარი სახელწოდებით ,,უსაფრთხო სკლოლის მოდელი“.
პედაგოგომა პრეზენტაციის სახით გააცნო მოსწავლეებს თუ რა არის ბულინგი,რამდენი სახეობა არსებობს მისი და აჩვენა ვიდეო ბულინგთან დაკავშირებით.
გაკვეთილის პროცესში პედაგოგმა განახორციელა სხვადასხვა აქტივობები.აღსანიშნავია ის ფაქტი,რომ კლასში ყველა მოსწავლე აქტიურად ჩაება სამუშაო პროცესში.
გაკვეთილის მიზანი იყო მოსწავლეებს  გაეანალიზებინათ  ბულინგის რაობა და აემაღლებინათ ცნობიერება ბულინგის შესახებ,რაც პედაგოგის ინფორმაციით მიღწეულია.
       
 
მიზანი 16: მშვიდობიანი და ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობა მდგრადი განვითარებისათვის, მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა ყველასათვის, ეფექტური, ანგარიშვალდებული და ინკლუზიური ინსტიტუციების მშენებლობა ყველა დონეზე
მიმდინარე წლის 29 ნოემბერს სსიპ ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალის N2 საჯარო სკოლის III კლასში, სამოქალაქო და ეკო-კლუბის ლიდერების ინიციატივით მოსწავლეთა ასაკობრივი თავისებურების გათვალისწინებით ჩატარდა თავისუფალი გაკვეთილი თემაზე ,,მეგობრობა“, რომელსაც აღნიშნული კლუბების ლიდერების თხოვნითვე ამავე კლასის დამრიგებელი მზია გოზალიშვილი უძღვებოდა. მოსწავლეებში გაკვეთილმა დიდი ინტერესი გამოიწვია, განსაკუთრებით კი განხორციელებულმა აქტივობებმა.
  
                   

Комментариев нет:

Отправить комментарий