Страницы

ჰერბარიუმის კრებული

ჰერბარიუმი - გამხმარი მცენარეთა კრებული , რომელიც პირველად იტალიაში XVI საუკუნეში გამოჩნდა.მისი გაკეთება მარტივად შეიძლება.  ყვავილი თუ ნებისმიერი ფოთოლი  შეიძლება ჩაიდოს  ძველ წიგნში ან რვეულში, მჭიდროდ დაიხუროს და იდოს  იქ, სადაც არის სინათლე და ნაკლები ტენი.  ასეთი, გამხმარი ყვავილები შესაძლებელია, გამოყენებული იქნეს  კომპოზიციების შესაქმნელად. სსიპ ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალის N2 საჯარო სკოლის ეკო-კლუბის წევრებიც დაინტერესდნენ მსგავსი ალბომით და გადაწყვტეს თავად შეექმნათ ჰერბარიუმი, რომელშიც ადგილობრივ მცენარეებს განათავსებდნენ, შემდეგ კი ერთ დიდი ჰერბარიუმად აქცევდნენ და სკოლის მოსწავლეებს გააცნობდნენ. მათ ჰერბარიუმში ჯერ-ჯერობით მხოლოდ 30- მდე მცენარის სახეობააა მოთავსებული,თუმცა ისინი აქტიურდ აგრძელებენ აღნიშნული ჰერბარიუმის ,,გამდიდრებას".  
მიზანი 15: დედამიწის ეკოსისტემების დაცვა, აღდგენა და მდგრადი გამოყენება, ტყეების გონივრული მართვა, გაუდაბურების აღკვეთა, ნიადაგის დეგრადაციის შეჩერება და  აღდგენა-გაუმჯობესება, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება.
  
  

Комментариев нет:

Отправить комментарий