Страницы

სტუმრად სხვა სკოლასთან

მიზანი 17:  პარტნიორობა მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად
  მიმდინარე წლის 7 ნოემბერს, სსიპ ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალის N2 საჯარო სკოლის ბაზაზე არსებული კლუბ ,,ეკო-vision“- ის  წევრები ეწვივნენ სსიპ ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალის N3 საჯარო სკოლას, სადაც გააკეთეს პრეზენტაცია ,,ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2020“ -ის  კონკურსთან დაკავშირებით. კლუბის წევრებმა ისაუბრეს ორგანიზაციისა და მისი პროექტის  შესახებ, ასევე მოსწავლეებს უკეთ ინფორმირების მიზნით დაურიგეს ბროშურები, რომელშიც მოცემული იყო ინფორმაცია ქულების დაგროვების შესახებ.
  მასპინძელი სკოლის მოსწავლეებში პროექტმა დიდი ინტერესი გამოიწვია, რის შედეგადაც მეზობელი სკოლის მოსწავლეებს ,,ეკო-vision- ის  წევრები დაეხმარნენ პორტალზე რეგისტრაციასა და გუნდისთვის სახელწოდების შერჩევაში.     
  აღნიშნული სკოლები შეთანხმდნენ თანამშრომლობასა და ერთობლივი აქტივობების/ღონისძიებების ჩატარებაზე.

     
      

1 комментарий: