Страницы

კვლევა

      სსიპ ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალის N2 საჯარო სკოლის კლუბ ,,ეკო-Vision"-ის წევრებმა ადგილობრივ კვებით ობიექტებზე განახორციელეს კვლევა ,  დაამუშავეს ინფორმაცია    და კვლევის ანგარიში  წარმოადგინეს დოკუმეტის სახით. (იხ. თანდართული დოკუმენტები)
მიზანი 2: შიმშილის აღმოფხვრა, სასურსათო უსაფრთხოებისა  და გაუმჯობესებული კვების მიღწევა და მდგრადი სოფლის მეურნეობის ხელშეწყობა 
მიზანი 3: ჯანსაღი ცხოვრებისა და კეთილდღეობის უზრუნვლეყოფა ყველა ასაკის ადამიანისათვის.
მიზანი  17: პარტნიორობა მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად.

 
კვლევის სახელწოდება:   ქ. ვალეში  მოსახლეობის შეშით მომარაგების კუთხით არსებული  მდგომარეობის   შესწავლა;
კვლევის მიზანი: დეტალურად შევისწავლოთ  ქ. ვალეში მოსახლეობის  შეშით მომარაგების დროს აქვთ თუ არა პრობლემები მათი საქმიანობის წარმართვისას;
კვლევის ძირითადი შედეგები: ეკო- vision-ის წვრების მიერ  გამოკითხვა ჩატარდა ქ. ვალეში მცხოვრებ ორ მეტყევესთან.   მათი  პასუცების მიხედვით შეგვიძლია ვიმსჯელოთ იმაზე, რომ მეტყევვებს აქვთ სხვადასხვა ტიპის პრობლემები. კერძოდ: არ არის მისასვლელი ტყეკაფის ადგილებთან, ამავე დროს წვიმების გამო გზები არის დახრამული და გაუვალი. მათ აქვთ ალტერნატიული სხვა გზებიც, თუმცა არსებობს სხვადასხვა რისკები. მაგ: შესაძლებელია მოხდეს უბედური შემთხვევები.  პრობლემას წარმოადგენს ის ფაქტიც, რომ მანქანა, როლითაც შეშას ეზიდებიან არის მოძველებული.  მათ უწევთ ძველი ტექნიკის გამოყენება, რომელიც ხშირად ფუჭდება და ვერ უზრუნველყოფს ტყეში უსაფრთხო გადაადგილებას, რის შედეგადაც მანქანები ხშირად გადაბრუნებულა. რაც შეეხება უსაფრთხოების წესებს, ისინი შეძლებისდაგვარად ახერხებენ მატ არ აქვტ გავლილი გადამზადება უსაფრთხოებაში და სურვილი აქვთ გაიარონ შესაბამისი კურსი.

  მოგეხსენებათ ქ. ვალეში მოხდა გაზიფიცირება. ზოგიერთი ოჯახი გადავიდა ბუნებრივი აირით გათბობაზე. ისინი ამბობენ რომ ეს ძალიან ძვირი სიამოვნებაა და ბევრ ოჯახს ურჩევნია ისევ შეშით გათბეს ზამთარში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს რთული პრობლემაა, რომელსაც ჩვენ ვერ გადავწყვეტთ. კარგი იქნება თუ მოსახლეობა გადავა ბუნებრივი აირით გათბობაზე და შემცირდება ის პრობლემები, რომლებიც მეტყევეებს ასე ძალიან აწუხებთ. რაც მთავარია ტყე ნელ-ნელა აღდგება და დაიბრუნებს ძველ იერსახეს.
მიზანი 16: მშვიდობიანი და ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობა მდგრადი განვითარებისათვის, მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა ყველასათვის, ეფექტური, ანგარიშვალდებული და ინკლუზიური ინსტიტუციების მშენებლობა ყველა დონეზე.

Комментариев нет:

Отправить комментарий