Страницы

საძოვრები

მიზანი  11: ქალაქებისა და დასახლებების ინკლუზიური, უსაფრთხო და მდგრადი განვითარება

საძოვრები და მათთან დაკავშირებული ტოპონიმები სოფელ ვალეში
       როგორც ვიცით საქართველო მთაგორიანი ქვეყანაა და ჩემი მესხეთიც ამ მხრივ არ წარმოადგენს გამონაკლისს. სოფელი ვალე ზღვის დონიდან 1100 მეტრზე მდებარეობს და მოსახლეობის ერთ-ერთ ძირითად საქმიანობას მესაქონლეობა წარმოადგენს. მთის კლიმატისთვის დამახასიათებელი ცივი და გრძელი ზამთრის პირობებიდან  გამომდინარე სოფელს ოდითგანვე სჭირდებოდა საკმარისი სათიბ - საძოვრები, რათა მსხვილფეხა პირუტყვისთვის(ჩვენი სოფლის შემთხვევში ძირითადად გვხვდება ძროხა და ცხვარი,) საკმარისი რაოდენობის საკვები (თივა, ნამჯა, და ა.შ.) დამზადებულიყო გამოსაზამთრებლად. ამიტომ ჯერ კიდევ კოლმეურნეობებისა და მეურნეობების „წითელ„  ეპოქაში  სოფლის მოსახლეობას გამოყოფილი ჰქონდა სათიბები და საძოვრები, რომლებმაც წლების განმავლობაში მათთვის დამახასიათებელი ადგილმდებერეობების თუ სხვა თავისებურებების გამო ორიენტაციის გასამარტივებლად ან უბრალოდ მოსახლეობის ემოციის ზუსტად გადმოსაცემად სახელწოდებები შეიძინეს (არც თუ იშვითად სხვა ენების გავლენითაც ) და ასე დამკვიდრდნენ ვალელების ყოველდღიურ ლექსიკაში.  ტოპონიმების ეს ჯგუფი ის „ბედნიერი“ გამონაკლისია,  რომელიც დღესაც თითქმის უცვლელად გამოიყენება.
   რუბრიკისთვის  «ჩემი მხარის ისტორია“ ამჯერად  გამოვიკითხე სოფლის ადგილობრივი, ძირითადად ასაკოვანი მოსახლეობა  და მიღებულ  ინფორმაციას შეძლებისდაგვარად მოკლედ გიზიარებთ თქვენც:
  ბიჩანაგები  იგი მიეკუთვნება საზღვრის გარეთა მხარეს. ამ ადგილას არის რამოდენიმე სათიბი, რომლებიც სხვადასხვა სახელწოდებითაა ცნობილი მაგ: მზიგული“  ეს სახელი იმიტომ შეარქვეს, რომ მზიანი ადგილია. ასევე არის ჩრდილი“  ამ ადგილას სულ ჩრდილია, ჩახრახი  ამ ადგილზე გამოდის წყარო, რომელსაც ჩახრახი ეწოდება.
 ბიჩანაგების შემდეგ არის ჯაყისმანი, რომელსაც ასევე საძოვრად იყენებს სოფლის მოსახლეობა, თუმცა აქ მოსახვედრად სასაზღვრო პუნქტისთვის საშვის წარდგენაა საჭირო.
ჯაყისმანი  – გადმოცემის თანახმად ამ ტერიტორიაზე   ცხოვრობდნენ   ჯაყელები და აქედან გამომდინარე შეაქვეს ,,ჯაყისმანი.
ექსეილები  ტოპონიმის სახელწოდება უკავშირდება ფაქტს,  რომ ამ ადგილას იყო  ექვსი ე.წ.  ეილა ( ეს გახლავთ ქვისგან და ტალახისგან  ნაგები სადგომი, სადაც მთიბავები  ღამეს ათევდნენ, ვინაიდან თივის დამზადება გარკვეულ დროს მოითხოვდა, ზოგჯერ ორ კვირასაც გრძელდებოდა).
წითელი წყარო  ამ ტერიტორიაზეა წითელი მიწაა და შესაბამისად წყაროებს წითელ შეფერილობას აძლევს თავისი მინერალებითა და მინარევებით.
ქალათაფა  სოფელში ფართოდ გავრცელებული თქმულების მიხედვით ერთერთი ბრძოლის დროს ამ ტერიტორიაზე მებრძოლებს თავები წააცალეს და თავების გორა დააყენეს.
ჯოჯოხეთის ღელე  – ამ ტერიტორიაზე არის ციცაბო ადგილი, საიდანაც ამოსვლა მთიბავებს უჭირთ და სავარაუდოდ ამიტომ შეარქვეს  ეს სახელი.
ხნულ შიგნითა  სათიბი მოქცეულია საზღვარ შიგნით, სადაც , როგორც წესი  არის  ხნული, ხოლო ხნულის  შიგნით სათიბი.
თხილნარი ამ ტერიტორიაზე  ხილის ხეებია.
პანტა ლუღები – ამ ტერიტორიაზე ბევრი პანტის ხეაJ
თეთრი წყარო აქ არის თეთრი მიწა და ამასთან ერთად თეთრი წყაროც.
   როგორც თავიდან ვახსენე   ბარშიც  გვაქვს სათიბსაძოვრები. ესენია:
გვერდეული  სახელიდან   გამომდინარე ამ ტერიტორიაზე  ანუ ფერდობზე შეფენილი ადგილია.
მოკრული  ამ ტერიტორიაზე იყო შემოკრული ადგილი.
არჯანა   ამ ტერიტორიაზე დასახლებული იყვნენ თურქები და დღესდღეობით ეს ყველაზე ხელმისაწვდომი საზოვარია სოფლისათვის.

არჩილ თელიაშვილი -IX  კლასი

Комментариев нет:

Отправить комментарий