Страницы

მომავლის ბანაკი

მიზანი 15: დედამიწის ეკოსისტემების დაცვა, აღდგენა და მდგრადი გამოყენება, ტყეების გონივრული მართვა, გაუდაბურების აღკვეთა, ნიადაგის დეგრადაციის შეჩერება და  აღდგენა-გაუმჯობესება, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება
მიზანი 16: მშვიდობიანი და ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობა მდგრადი განვითარებისათვის, მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა ყველასათვის, ეფექტური, ანგარიშვალდებული და ინკლუზიური ინსტიტუციების მშენებლობა ყველა დონეზე.
მიზანი  17: პარტნიორობა მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, ანაკლიაში “მომავლის ბანაკი“ ფუნქციონირებდა, სადაც  ,3 000 მოსწავლემ დაისვენა, რომელთა შორის იყო სსიპ ქალაქ ახალციხის N2 საჯარო სკოლის  ,,ეკო-Vision"-ის  წევრი ეკა ხითარიშვილი . მასთან ერთად ბანაკში იყვნენ ქ. თბილისის #116, 145, ქ. ქუთაისის #13, #9 საჯარო სკოლის მოსწავლეები. ბავშვებს 6 დღის განმავლობაში   უტარდებოდათ ტრენინგი  სხვადასხვა თემაზე, როგორიცაა: ეკოლოგია, გარემოს დაბინძურება, პროექტების წერა, საქართველოს შეიარაღებული ჯარები, ქართველი გმირები. მათ ასევე გუნდურად წარადგინეს გარემოს დაბინძურების თემაზე მორგებული სხვადასხვა პროექტი. 
ბანაკის მიზანი იყო, სხვადასხვა სახის კულტურულ-საგანმანათლებლო და გასართობ-შემეცნებითი აქტივობების საშუალებით, საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მცხოვრები ახალგაზრდების აქტიური დასვენების უზრუნველყოფა, საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციისთვის ხელშეწყობა. 
ბანაკი შედეგიანი და  სასარგებლო გამოცდილების მომტანი გამოდგა ეკო კლუბის წევრისათვის.

Комментариев нет:

Отправить комментарий